09 აპრილი 2026, 17:08 / სანდო წყარო

მეუფე შიო: გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას

მეუფე შიო

მეუფე შიო

გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას.

მეუფე შიომ ქადაგებისას განმარტა, რას ნიშნავს ევქარისტია.

„ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ერთმანეთს. რატომ ჰქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო, ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად. ყველაფერი აღასრულა ისე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში სრულდებოდა, მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით, მან განტეხა პური, აიღო სასმისი და თქვა, ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. აიღო სასმისი და თქვა, ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმის, ამას ჰყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად. ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს, რომ ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე – მასში. აი, საიდან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო. იმ ლოცვებს, რომლებსაც დღესაც ვკითხულობთ ლიტურგიაზე, ევქარისტიული ლოცვები ეწოდება, რადგან, ვიმეორებ, ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას, ევქარისტიული - სამადლობელ ლოცვებს, მადლობის, მადლიერების ლოცვებს.

ევქარისტია მოდის უფლისგან, პირველი საუკუნიდან, მაგრამ ის თანდათან ყალიბდებოდა და საბოლოო სახე მიიღო მეოთხე საუკუნეში. ჩვენ ზუსტად იმავე სახით აღვასრულებთ წმინდა ლიტურგიას და ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება, უფალ იესო ქრისტეს გახსენება, როგორც მან გვიანდერძა. ებრაელები თუ იხსენებდნენ ეგვიპტედან გამოსვლას, მონობიდან განთავისუფლებას, ჩვენ საიდუმლო სერობაზე, ანუ ევქარისტიის საიდუმლოში ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს და აღდგომას. იმ ყველაფერს, რაც მან გვიანდერძა, რაც მოიტანა ღმერთმა დედამიწაზე ჩვენს საცხონებლად. ამ მსახურების ცენტრში არის მადლიერება, ასევე ლოცვები, რომლებსაც ევქარისტიული ეწოდება. ასევე ამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის პურისა და ღვინის ზეამაღლება, სულიწმინდისადმი ლოცვა გარდამოვლენის შესახებ და ლოცვა იმაზე, რომ პური და ღვინო გარდაიქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად. მაშასადამე, ევქარისტიის დროს სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში, რომ ქრისტე არს ჩვენ შორის, როგორც ამბობს ის სახარებაში, რომ ორი ან სამი თუ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის.

ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება, რადგან ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს და მართებული, სულიერი განწყობით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ დროს ჩვენ ვუერთდებით უფალ იესო ქრისტეს და წილმქონენი ვხდებით მისი სხეულის, მისი ღვთაების, თანამესხეულენი ვხდებით უფალი იესო ქრისტესი. არა მხოლოდ მისი თანამესხეულენი ვხდებით, არამედ ერთიმეორეს ვეზიარებით, რამეთუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებას. აი, რატომ ჰქვია, მეორე მხრივ, ზიარება. როგორი საოცარი რამ ხდება, აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით, ძალით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონების, ფერისცვალებისთვის. მივიღოთ ეს ყველაფერი, ეს წყალობა და მადლი საიმისოდ, რომ, მთესველის შესახებ სახარებისეულ იგავში როგორც წერია, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ეკლიანი ან გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენ გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 18:32

მსოფლიო

ფრანგული გაზეთი Le Monde: „აშშ-ის პრეზიდენტი აშკარად შეშლილია“ - ტრამპის ესკალაციური რიტორიკა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კითხვებს ბადებს

კონგრესის წევრებმა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული უხეში და გენოციდური რიტორიკით შეძრწუნებულებმა, დაიწყეს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების განხილვა, რომელიც პრეზიდენტის ქმედუუნაროდ გამოცხადებასა და აღმასრულებელი უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემას ითვალისწინებს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი.

09 აპრილი 2026, 18:24

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გოგა ხაინდრავა

09 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის ჯალათის გენერალ როდიონოვის თანამებრძოლი! ეროვნული მოძრაობის დამრბევი! მტრის მეხუთე კოლონის ბელადი და ტვ.საროსკიპოს სალარო! შინ ევროსკავშირში

„მამუკა ხაზარაძე! უტიფრობის სიმბოლო! 9 აპრილის ჯალათის გენერალ როდიონოვის თანამებრძოლი!ლენინის კომკავშირის მდივანი! ეროვნული მოძრაობის დამრბევი! სიმბოლო მამონის და ბატონის მსახურების! მტრის მეხუთე კოლონის ბელადი და ტვ.საროსკიპოს სალარო! შინ ევროსკავშირში!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

ლევან მაჭავარიანი

09 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას - შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი

შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ამერიკასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ნუკრი შოშიაშვილი

09 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებზე: მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას

მუდმივი ცივ სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით.

09 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი გერმანიის ელჩის 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე: იმაზე იყო ცოტა გაღიზიანება, რომ პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს

კონტექსტზე, სადაც [ელჩი] პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს, ამაზე იყო ცოტა გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

09 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ

ერთადერთი უსაფრთხო კორიდორი რჩება შუა კორიდორი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის და ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ,- განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

09 აპრილი 2026, 17:55

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან

მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას აბსოლუტურად განულებულები არიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

რობერტ ფიცო

09 აპრილი 2026, 17:49

მსოფლიო

Bloomberg: რობერტ ფიცო პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იმ შემთხვევაშიც, თუ უნგრეთში არჩვნებში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი დამარცხდებიან

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, იმ შემთხვევაშიც, თუ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი დამარცხდებიან.

ლევან მაჭავარიანი

09 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრო ბიუროკრატიას და ევროპისა და ევროკავშირისგან

ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი მიჩვეული არიან, მარტივად გაურბიან ისეთ კითხვებს, რომელიც მათ არ აწყობთ. ყველა ქვეყანაზე, მათ შორის სირიაზეც, როგორც კი რამე ხდება, მაშინვე აახლებენ ინფორმაციას. ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც დღემდე წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც ევროპარლამენტარები დღემდე წერენ რეზოლუციებში, რომ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

09 აპრილი 2026, 17:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება

„ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ ამ ჯგუფების მხრიდან ვლინდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გარე პატრონები, რომლებიც ამ ჯგუფებს ჰყავს, რომლებიც აფინანსებენ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებას ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ისინი არიან დამნაშავეები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

09 აპრილი 2026, 17:40

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე,ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

09 აპრილი 2026, 17:27

რეგიონი

გარდაბნის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სავალან მირზოევთან, ირაკლი შატაკიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, გარდაბანში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან მაჭავარიანი

09 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად

ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად. ეს გვაგონებს ევროპარლამენტარების აბსურდულ რეზოლუციებს, სადაც ასევე წერია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას.

09 აპრილი 2026, 17:23

მსოფლიო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქის რუკასთან დგანან და ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, მაიდნის მსგავს საპროტესტო აქციას გეგმავენ

სოციალურ ქსელ X-ში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქის რუკასთან დგანან და ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, მაიდნის მსგავს საპროტესტო აქციას გეგმავენ.

არჩილ გორდულაძე

09 აპრილი 2026, 17:13

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ელჩ ფიშერზე: შეუძლებელია, რომ ვინმემ ჩათვალოს ეს ადამიანი გულწრფელად, როდესაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიდის და ამ დროს მხარს უჭერს და ახალისებს რადიკალებს

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხომ უწოდებს საკუთარ თავს პრეზიდენტს? როგორც ჩანს, ქართველი ხალხის არჩევანსა და გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს. მაშინ, როდესაც ისინი სირიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ ხოლმე, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან და ხვდებიან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. რა თქმა უნდა, არც არის გასაკვირი, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებდნენ“, - განაცხადა გორდულაძემ.

09 აპრილი 2026, 17:07

მსოფლიო

მედია: მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

09 აპრილი 2026, 16:52

მსოფლიო

პესკოვი: პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 16:46

რეგიონი

ხულოს მერმა, პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.