საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა!
აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა!
აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა!
აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი!
დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17).
დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს.
დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“ (თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა. სიტყვა XLV).
ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28).
თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი...
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...
არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.
მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21).
უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს...
ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული.
სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით...
ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!
ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა...
სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება!
მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი)“, - აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 13:32
პოლიტიკა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.
13 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III
„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
13 მაისი 2026, 13:22
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთ დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.
13 მაისი 2026, 13:06
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
13 მაისი 2026, 13:02
მსოფლიო
Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს
რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Finacnial Times-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მაისი 2026, 12:53
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:
13 მაისი 2026, 12:48
ეკონომიკა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.
13 მაისი 2026, 12:44
მსოფლიო
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
13 მაისი 2026, 12:42
კულტურა
არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს🎬🎅
ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.
13 მაისი 2026, 12:21
რეგიონი
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
13 მაისი 2026, 12:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია, რადგან ეს სრული აბსურდია.
13 მაისი 2026, 12:11
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს მედიაგარემოს შესახებ შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ივანე მახარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს - პოლიტიკურ ოფიცერ კერი მაკინტოშს, პრეს-ატაშე სარა საპერსტინს და საელჩოს სპეციალისტს მედიის საკითხებში, ნანა კიკნაძეს შეხვდნენ. შეხვედრა მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების კომისიის როლის, მედიის რეგულირებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და კომისიის მიდგომების განხილვას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 12:01
საზოგადოება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.
13 მაისი 2026, 11:54
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი კიდევ ორ ქუჩაზე მოეწყობა
წყალარინების ქსელის პრობლემა მუხიანის დასახლებაში კიდევ ორი - კალაუბნისა და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს მოუგვარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
13 მაისი 2026, 11:51
საზოგადოება
ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, საუბარია ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე, სადაც ამჟამად ვითარება კრიტიკულია.
13 მაისი 2026, 11:45
მსოფლიო
Reuters: ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა გაუგზავნა
ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და მისი ოპერირებისთვის საჭირო პერსონალი გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 11:45
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დავაკავეთ, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.
13 მაისი 2026, 11:39
საზოგადოება
ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟვანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტერიტორიაზე უკვე ახალი აბონენტები დააერთა, რის შემდეგაც დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები, რაც წარმოადგენს პროექტის საწყის ფაზას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება და ბორდიურის მოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 მაისი 2026, 11:39
საზოგადოება
თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
„პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 მაისი 2026, 11:32
საზოგადოება
კახა კალაძე „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამაზე: როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ
„ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მოძრაობის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება. როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, რეალურად მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ და ყველანაირად ეხმარები, რადგან ჯანმრთელობას ეს პრობლემა გადაადგილებას ხელს უშლის. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


