მარიამ ლაშხი: ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
მარიამ ლაშხი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს 14 აპრილია, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ერთობის სიმბოლო. ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
გარდა ამისა, ლაშხმა გამოყო ეთნიკურ უმცირესობებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ინიციატივები.
„სწორედ ამიტომ, მისი დაცვა, განვითარება და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ყველას გვახსოვს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, როცა საბჭოთა რეჟიმმა მიზნად დაისახა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი წაერთმია, რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც იცავდნენ ენას, ეროვნულ იდენტობას, წინააღმდეგობა მოჰყვა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ქართულ ენას შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, ემსახურება ქართული ენისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფხაზური ენის, საქართველოს მოქალაქეების ენობრივი უფლებების დაცვის საკითხს.
2024 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“, ერთგვარი კონსტიტუცია ჩვენი განათლების რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი განათლების საფეხურზე პატრიოტი, ეროვნული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას, რომლისთვისაც სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა მთავარი ღირებულებები იქნება, რომელთა დაცვასა და განვითარებასაც მოახმარს თავის ცოდნასა და უნარებს მომავალში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2005 წელს ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ ქართული ენა“ გაუქმდა. 21 წლის წინ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, სიმბოლურად, სწორედ 2025 წლის 14 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე განხილული საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერის შემდეგ შეიცვალა, როდესაც კომიტეტის სხდომაზე ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობდა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილ იქნა და საკანონმდებლო ცვლილებად დაინიცირების შემდეგ, 2025 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ, უკვე აღდგა სწავლება და უკვე ბაკალავრიატის დონეზე მოხდება ქართული ენის სწავლება და ეს კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ ქართული ენის წინაშე აიღო. ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა და ის განათლების რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.
ამასთან ერთად, გვახსოვს ის გამოწვევები, რაც არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მცირე ენებს საფრთხეს უქმნის და ეს გამოწვევა გაცნობიერებული, პასუხისმგებლობა კი აღებულია სახელმწიფოს მხრიდან.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვეხმარებით ეთნიკურ უმცირესობებს საკუთარი ენის შენარჩუნებაში და ამასთან ერთად, ვასწავლით ქართულ ენას.
ამ გამოწვევის წინაშე არაერთი პროცესები იყო, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოხდა ინიციატივების დანერგვა და დღეს უკვე არაერთ სკოლაში მიმდინარეობს ბილინგვური სწავლება.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩვენს მემამულეებს დიასპორაში მივაწვდინოთ ის განვითარება და ის გეგმები რაც ჩვენ გვაქვს და ქართული ენა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. ამისათვის დისტანციური სწავლების პლატფორმა შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ქართულ ენას აწვდის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ ქვეყანაში დაბრუნებამდე მოახდინონ ქართული ენის სწორად და კარგად დაუფლება.
დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ წელს ჩვენ ვზეიმობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავს. „დედა ენა“ არ არის მხოლოდ წიგნი, ის ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ თაობებს აზიარებს ქართული ენის სილამაზესა და აცნობს მის ბუნებას, ეს წიგნი აერთიანებს არაერთ თაობას საერთო სიტყვით და აზრით, რომელიც ქართული ენის სიდიადესა და სრულყოფილებას გამოხატავს.ქართული ანბანური დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი დამწერლობაა მსოფლიოში და ქართული ენის ყოველ ბგერას ანბანში საკუთარი ნიშანი აქვს.
ბრძენ პატრიარქ ილია მეორეს სიტყვებით დავასრულებ:
„ქართული ენა არის მუსიკა — ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა. იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. მასშია მთელი საქართველო”
ჩვენი ვალია, რომ ეს მუსიკა არ გაჩუმდეს. არც სკოლაში, არც ოჯახში, და არც ციფრულ სივრცეში“, - განაცხადა ლაშხმა.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 12:24
პოლიტიკა
პრემიერი: მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, დატოვეს სულ ორი სახელმწიფო ტელევიზია და ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც
მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა
მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:20
პოლიტიკა
პრემიერი: სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი. მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები
ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
15 მაისი 2026, 12:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებს, მისგან მომდინარე გამოწვევებსა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების პერსპექტივებზე.
15 მაისი 2026, 12:08
მსოფლიო
ირანული მედია: აშშ-მა ირანის 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მთლიანად უარყო
აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის მიერ შემოთავაზებული 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მთლიანად უარყო. ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:40
მსოფლიო
AP: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კუბაში ჩავიდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი კუბაში ჩავიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „იმედთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არის პირდაპირ დევნა თავისუფალი აზრისა, რომელსაც თითქოს, იცავენ ეს ევროპარლამენტარები და სინამდვილეში თავისუფალი სიტყვის მტრები არიან
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთი წლის საქმიანობის აკრძალვას დევნის დადასტურებულ ფაქტად აფასებს.
15 მაისი 2026, 11:34
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:32
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: „იმედის“ დასანქცირების საკითხზე ევროპარლამენტში კორუფციული ინტერესებიც იკვეთება
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ - პროცესში ჩართული იყო რადიკალებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი, რომელიც „იმედისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას საკუთარ მიღწევად აღიქვამს
15 მაისი 2026, 11:31
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ცხადია, სოხუმისა თუ ცხინვალის მასშტაბები და გეოპოლიტიკური წონა ტაივანთან შედარებადი არ არის, მაგრამ ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია მიმართოს მოლოდინის პოლიტიკას
მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად მიდის მყისიერი გადაწყვეტილებებისკენ და უფრო მეტად, სწორედ სტრატეგიული მოთმინების, ეკონომიკური ჩართულობისა და კონფლიქტური ტერიტორიების გარშემო, გარემოს ეტაპობრივი ცვლილების მოდელისკენ მიისწრაფვის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
15 მაისი 2026, 11:28
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი ქვეყანა განუზომლად დაზარალდა ღია საზღვრებით, მაღალი გადასახადებით, საყოველთაო „ტრანსგენდერიზმით“
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღია საზღვრები, მაღალი გადასახადები, ლგბტ პოლიტიკა და მრავალფეროვნება სხვა პრობლემებთან ერთად ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც შეერთებული შტატების დაღმავლობის მიზეზი გახდა და რომლის ავტორიც ქვეყნის წინა ადმინისტრაციაა.
15 მაისი 2026, 11:20
პოლიტიკა
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ - პროცესში ჩართული იყო რადიკალებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი, რომელიც „იმედისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას საკუთარ მიღწევად აღიქვამს
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის კრიშტოფერ ბრეიზა, რომელსაც ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე IPP-ის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია.
15 მაისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართული მედიასაშუალებების აკრძალვასთან და აკრედიტაციის არგაცემასთან დაკავშირებით და ეს გაასაღოს, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის მიერ ქართული ტელეკომპანიებისთვის კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციის არგაცემას აფასებს.
15 მაისი 2026, 11:07
საზოგადოება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:03
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:59
მსოფლიო
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთი ნატოს, შესაძლოა, 2029 წელს თავს დაესხას
გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის განცხადებით, 2029 წელს რუსეთს ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობა ექნება.
15 მაისი 2026, 10:59
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
15 მაისი 2026, 10:55
სამართალი
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
15 მაისი 2026, 10:55
პოლიტიკა
სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.


