საზოგადოება
16 აპრილი 2026, 13:24
ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა
პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
16 აპრილი 2026, 13:16
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
16 აპრილი 2026, 13:11
23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.
16 აპრილი 2026, 13:07
დავით სონღულაშვილი იტალიური კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთ უმსხვილეს კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:20
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari” წარმომადგენლებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari” წარმომადგენლებს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 09:02
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 აპრილს საქართველოში
16 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
15 აპრილი 2026, 23:32
პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი
დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 22:52
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


