18 აპრილი 2026, 09:25 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +17 იქნება დღისით, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +7 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ყველა სიახლე

18 აპრილი 2026, 11:07

ეკონომიკა

ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო - „მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის რისკების მართვა რეგიონული კონფლიქტის პირობებში“. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

18 აპრილი 2026, 11:01

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვნახოთ ევროპაში ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა. თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებური ევროკავშირი დაბრუნდება, ისეთი, როგორიც იყო

ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ზეწოლაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

18 აპრილი 2026, 10:40

პოლიტიკა

ღია ეთერი - როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

საქართველოს მოქალაქეების დასაქმება პრიორიტეტია, უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვა სავალდებულო გახდა. როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში. ახალი კანონმდებლობა და ნულოვანი კვოტები გიდის, კურიერის და ტაქსისტის პოზიციებზე - მეტი ვაკანსია თუ გაძვირებული სერვისი.

 მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

18 აპრილი 2026, 10:33

მსოფლიო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრამპი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერი ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია.

18 აპრილი 2026, 10:14

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

18 აპრილი 2026, 10:12

სამართალი

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს.

18 აპრილი 2026, 10:11

მსოფლიო

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით მოხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსულ ნავთობზე მოხსნილი სანქციების მოქმედების რეჟიმი 16 მაისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი ნიკოლას კენტი გივი მიქანაძე

18 აპრილი 2026, 10:00

საზოგადოება

აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი გივი მიქანაძესთან შეხვედრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

18 აპრილი 2026, 09:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.

ნიკოლას კენტი გივი მიქანაძე

18 აპრილი 2026, 09:46

საზოგადოება

გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილეს, ნიკოლას კენტს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

18 აპრილი 2026, 08:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ველი - ბევრი რამ იქნება მიღწეული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას.

18 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:55

მსოფლიო

ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:45

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.

18 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია

ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 23:51

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.

17 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.

17 აპრილი 2026, 23:11

საზოგადოება

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

17 აპრილი 2026, 22:24

მსოფლიო

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.