19 აპრილი 2026, 17:58 / სანდო წყარო

მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო

მეუფე შიო

მეუფე შიო

მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

მიტროპოლიტმა მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ, მერვე დღესაც, უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 19). მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთხელ უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 26).

უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ“ (ინ. 14, 27).

მაშასადამე, უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას ვერც ღმერთთან და ვერც ადამიანებთან. ამის დასტურია მთელი კაცობრიობის ისტორია: საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ რას ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება.

მაშ, როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? მას ორი მნიშვნელობა აქვს, ის ორგვარია.

ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ყოველგვარი წინაღობა იხსნება და გვეძლევა შესაძლებლობა, არა მხოლოდ მივუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. აი, ეს არის მშვიდობა ღმერთთან, მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით.

მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა ასევე სახარებისეული მცნებების დაცვით ადამიანებთან ურთიერთობაში.

ჩვენ ვფიქრობთ დღეს ასევე იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რა პირობებია ამისთვის? არის რამდენიმე მთავარი პირობა: ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის; მეორე, რომ უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი.

აი, ეს სამი მთავარი პირობაა, რომლებიც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევით, ეს ორივე ერთად უნდა იყოს. გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია რომ ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას?! ორივე ნება უნდა იყოს, მარტო ჩვენი ნებით, რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. აი, ეს სამი პირობაა, როგორც გითხარით, უმთავრესი.

მაგრამ როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ერთმანეთის ცილისწამება, ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია?! რასაც ასე უხვად ვხედავთ მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს, იციან, თუ არ იციან ფაქტები, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან, ძალიან სასტიკად იმეტებენ ადამიანებს უშვერი სიტყვებით.

რაზე მეტყველებს ეს? - უკიდურესად დაბალ განვითარებაზე. ვგულისხმობ როგორც გონებრივ განვითარებას, ასევე სულიერს; სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაც დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული.

აი, ამიტომ უფალი ყველაფერს ხედავს. ის ხედავს ჩვენს უსამართლო ქცევას, რითაც ვარღვევთ ამ მშვიდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ, სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში, რაგინდ არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგვწონდეს მისი ქცევა. ვიმეორებ, გვქონდეს ლმობიერება.

კიდევ რა არის, იცით, აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი სისუსტეებიც და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ.

გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის? - „ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც გაუკეთეთ მათ“მთ. 7, 12).

შემდეგი პირობა, როგორც გითხარით, ეს არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. როდესაც ადამიანებს თანავუგრძნობთ, მათ მწუხარებას, მათ სიხარულს, ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები, შეიძლება ასე ითქვას. როგორც ამბობს უფალი ამაზე: „თუ გინდა, რომ პირველი იყო, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური“ (მთ. 20, 27).

და აი, რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ა. შ. ამაზე წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება, დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.

როგორც გითხარით, მესამე პირობა, ერთ-ერთი უმთავრესი და ალბათ, მთავარი საფუძველი კიდევ მშვიდობის დამყარებისა, გახლავთ პატიების უნარი, ურთიერთმიმტევებლობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვებრძოლოთ ბოროტებას, ყველას მივცეთ ყველაფრის კეთების უფლება და ამით წავახალისოთ ბოროტება. არა! ეს სულაც არ ნიშნავს ამას! ბოროტებასთან ბრძოლა არის მოვალეობა ყოველი ქრისტიანისა როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემოც, მაგრამ, ამასთან, აუცილებლად უნდა გვქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან. როდესაც საჭიროა, ამას უნდა ვავლენდეთ და ყოველთვის საჭიროა ის, მტერთან მოქცევისას, თუნდაც კანონს ვასრულებდეთ, ეს გულმოწყალება და ლმობიერება მაინც აუცილებელია.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა მეთქვა. ნახეთ, როგორ ამბობს უფალი იესო ქრისტე, ორჯერ ამბობს: „მშვიდობა თქვენდა!“. ეს მშვიდობა ძალიან გვჭირდება დღეს, როგორც არაფერი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ამიტომ უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო.

კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

მკვდრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ, რომელმაც დღეს თავისი მშვიდობა მისცა მოციქულებს, დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო და მოგვცეს ჩვენ თავისი მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება. ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 19:19

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

19 აპრილი 2026, 19:10

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

19 აპრილი 2026, 17:54

ეკონომიკა

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

გურამ თუშიშვილი

19 აპრილი 2026, 17:50

სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

19 აპრილი 2026, 17:27

საზოგადოება

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს

„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.

გიორგი ვოლსკი

19 აპრილი 2026, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 17:16

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

რობერტ ფიცო

19 აპრილი 2026, 17:10

მსოფლიო

ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ

„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ

„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

19 აპრილი 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა

„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 15:55

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

19 აპრილი 2026, 15:35

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

19 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

19 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება

Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.