ივანე ჯავახიშვილი 150 - საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში
ფოტო: თსუ
23 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი მიქანაძემ, თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის ეზოში გვირგვინით შეამკეს ივანე ჯავახიშვილის საფლავი. ასევე, თსუ პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან გახსნეს ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი, რომელიც ცნობილმა მოქანდაკემ ბიძინა ავალიშვილმა გასული საუკუნის 1078 წელს შექმნა.
ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს თსუ მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ივანე ჯავახიშვილი 150“, რომელშიც ქართველებთან ერთად 15 ქვეყნის 20-მდე უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის წამყვანი ქართველოლოგიური ცენტრებიდან.
კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა: „ივანე ჯავახიშვილი აერთიანებდა უდიდეს ცოდნას. ის იყო ავტორი ფუნდამენტური გამოკვლევებისა - ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში, ენათმეცნიერებაში, ეკონომიკის ისტორიაში, სამართლის ისტორიაში, მუსიკის ისტორიაში, არქეოლოგიაში, მედიცინის ისტორიაში, კავკასიოლოგიაში, ეთნოლოგიაში, სამხედრო საქმეში, გეოგრაფია-კარტოგრაფიაში, ეკლესიის ისტორიაში, არმენოლოგიაში, წყაროთმცოდნეობაში, პედაგოგიკაში, მუზეუმთმცოდნეობაში და სხვა. მაგრამ ყველაზე გამორჩეული საქმე მაინც, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაა. იგი იყო და არის მაგალითი თავისი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, მოკრძალებით, თავმდაბლობით, პრინციპულობით და სამშობლოსადმი სიყვარულით.“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი მიქანაძის თქმით, „ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა უკეთესი, განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, საკუთარ კვალს დაატყობდა მსოფლიო ცივილიზაციას თავისი უნიკალური კულტურითა და მდიდარი ისტორიით. იგი წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისთვის და ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. სწორედ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარ კერას, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.“
„ჩვენი ერის ისტორია გამოარჩევს ისეთი ერისკაცების ღვაწლს, რომლებიც თავიანთი თავმდაბალი ცხოვრებით ყოველდღიურად ამოწმებენ ჭეშმარიტ სიყვარულს უფლის, სამშობლოს და მოყვასისადმი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ არა უბრალოდ დიდ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც ჩვენს ერს, მის მომავალ თაობას გაუკვალა ცოდნისკენ მიმავალი გზა. ივანე ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ რიგითი სახელი ჩვენს სასიქადულო მამულიშვილთა შორის. ის არის ცოდნის და საქმის სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ხატება, რომელმაც თავისი თავმდაბალი, დაუღალავი, შეუპოვარი შრომით, ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებს კი - ეროვნული მისია,“ - აღნიშნა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ.
დიდი მეცნიერის საიუბილეო ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ (ლადო) პაპავა და საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე დავით გურგენიძე.
ღონისძიებაზე თსუ შემოქმედებითმა ჯგუფებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საგალობელი „წმინდაო ღმერთო“.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ პრეზენტაცია, რომელშიც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ივანე ჯავახიშვილის როლი საქართველოს ისტორიაში. კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, „ივანე ჯავახიშვილმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. ის იყო მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ევროპული მოდელის ეს უმაღლესი სასწავლებელი ყველაზე ძველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. ამით ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით და ვიამაყებთ. ფილმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ეძღვნება, გვარწმუნებს იმაში, რომ განათლება ეროვნული იდენტობის ძლიერ საძირკველზე დგას.“
კვირეულის ფარგლებში უკვე გაიმართა არაერთი ღონისძიება: დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული და ფინალისტი სკოლის მოსწავლეები; მოეწყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთების, ხელნაწერების, წიგნების, ფოტოების და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც თსუ-ის მუზეუმშია დაცული; ასევე, გაიმართა თსუ-ის ბიბლიოთეკაში დაცული მასალების - ივანე ჯავახიშვილის წიგნების, პირველი სამეცნიერო სტატიის და მის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა; წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი.
იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი მონეტის და საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 19:55
მსოფლიო
ტრამპი: ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან
ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 აპრილი 2026, 18:52
ეკონომიკა
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines“-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილე ტან გუანგთან გამართეს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
ისრაელური მედია: ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ტექნიკოსს ბრალი წაუყენეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ტექნიკოსს ბრალი წაუყენეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 18:48
ეკონომიკა
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
23 აპრილი 2026, 18:45
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო დღე აღინიშნა
„ინოვაციის დღე KIU-ში“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მეცნიერებასთან დაკავშირებული და საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებების კრიტიკული გააზრება; სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებული, მრავალფეროვანი პერსპექტივების წარმოჩენა; ინოვაციური იდეების და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინტერესების გაზიარება. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 18:43
მსოფლიო
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩვენ ნამდვილად ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვდგავართ
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტით გამოწვეული მიმდინარე ენერგოკრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა უახლეს ისტორიაში და მისი გავლენა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იგი.
23 აპრილი 2026, 18:39
პოლიტიკა
ილია ინჯია: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შეწყვიტონ საქართველოს მიმართ უსამართლო და დამამცირებელი დამოკიდებულება, პატივი სცენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მართოს საკუთარი სახელმწიფო
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დამკვიდრებულია ორმაგი სტანდარტი, მიკერძოებული დამოკიდებულება და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა.
23 აპრილი 2026, 18:23
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ბლაჟევიჩზე: ის საფრთხეები, რომელიც განსაკუთრებით 2022 წლიდან იყო საქართველოსთან მიმართებით, არასად გამქრალა. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება
ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვახსენებთ, რომ ის საფრთხეები, რომელიც განსაკუთრებით 2022 წლიდან იყო საქართველოსთან მიმართებაში, არასად არ გამქრალა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
23 აპრილი 2026, 18:17
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
„ბლაჟევიჩი ხომ ტყუილად არ მუშაობს, ანაზღაურებას იღებს, ვისგან არ ვიცი, ეცოდინება ალბათ შესაბამის სამსახურებს. დროს ტყუილად ხომ არ ხარჯავს?! ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ ეს უცხოელი პიარტექნოლოგები რევოლუციის მომწყობი უცხოელი ინსტრუქტორები - აკერმანი იქნება, ბლაჟევიჩი, თუ სკილაროვი, უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან. კიდევ წააგებენ, სანამ არ ისწავლიან პოლიტიკოსობას, ოპოზიციონერობას, არ გაიაზრებენ წარსულს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
23 აპრილი 2026, 18:15
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: გარედან ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც დაანონსებული აქვთ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარები უნდა განავითარონ საქართველოში
გარედან ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც დაანონსებული აქვთ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარები უნდა განავითარონ საქართველოში და შესაბამისად ხელოვნური სუნთქვის ჩაბერვის მცდელობა აქვთ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
23 აპრილი 2026, 18:14
სამართალი
პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 18:13
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს - ვერცერთი გემი ვერ შევა და ვერ გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნებართვის გარეშე
ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება „ბნელ წარსულში დაბრუნებას“, „ბნელ წარსულში“ ვიყავით უკვე და ზუსტად იმ ძალებს უჭერენ ახლა მხარს და უნდათ დაეხმარონ რევანშში
მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი განცხადებაა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
23 აპრილი 2026, 18:10
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ევროკავშირის ელჩისგან ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა. ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში შეუსრულებელი მისია აქვს. მათ ვერ შეძლეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება
ევროკავშირის ელჩისგან დღეს ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა, რომლის მიზანიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ხალხის დაშინება, დაშანტაჟება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“, პაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას.
23 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში
„ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
23 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
ჯერარდო ჯიოვანოლი: ვფიქრობ, ევროპის საბჭოსთვის პრობლემაა, რომ საქართველო აქ არ არის. ვიცით, მთავარი საკითხია ის, რომ ოპოზიცია თითქოს გაძევებულია პარლამენტიდან არჩევნების შემდეგ
ვფიქრობ ეს არის პრობლემა ევროპის საბჭოსთვის, რომ საქართველო აქ არ არის, მაგრამ როგორც ვიცით ქვეყანაში არსებული პირობები არ იძლევა რეალური ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობას. ვიცით, რომ მთავარი საკითხია ის, რომ ოპოზიცია თითქოს გაძევებულია პარლამენტიდან არჩევნების შემდეგ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ჯერარდო ჯიოვანოლმა.
23 აპრილი 2026, 17:48
მსოფლიო
ტრამპმა ყველა ირანული გემის ჩაძირვის ბრძანება გასცა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს განათავსებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა ჩაძიროს ყველა ირანული გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს განათავსებს.
23 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებელია, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა. საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი
ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა სიგურდურ ჰელგ პალმასონიმ.
23 აპრილი 2026, 17:41
სპორტი
ფიფას მონაწილეობით თბილისში მასობრივი ფეხბურთის გარემოს ანალიზის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს ერთობლივი ინიციატივით, თბილისში სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის გარემოს ანალიზისა და ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.


