გიორგი ჯინჭარაძე წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა
ფოტო: აფხაზეთის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიატებს შეხვდა. შეხვედრაში 9 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 221 სტიპენდიატს შორის ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
„ვულოცავ ახალგაზრდებს მოპოვებულ სტიპენდიას. განათლებული და მოტივირებული თაობა ქვეყნის მომავლისა და განვითარების უმთავრესი გარანტიაა. ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად ჩართული იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და აფხაზეთში დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ დეტალურად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა სტიპენდიის მიღებამ მათი ყოველდღიური სასწავლო პროცესი და რა დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინა მათ პროფესიული განვითარების გზაზე. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერა მათთვის უდიდესი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გააგრძელონ სწავლა.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა და მზაობა გამოთქვა, რომ აფხაზეთის მთავრობა კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს სტუდენტურ ინიციატივებს და გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროგრამების მასშტაბების გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 221 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილმა სტუდენტმა 200 და 300 ლარიანი სტიპენდიები მიიღეს.
ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 17:37
რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის
24 აპრილი 2026, 17:30
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ფოლკლენდის კუნძულებზე: სუვერენიტეტი ჩვენ გვეკუთვნის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი აშშ-ის მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის სავარაუდო შეცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კუნძულები გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის.
24 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
„ტვ პირველი“ მანიპულირებს, რომ 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2333 პირს მიენიჭა, რომელთა 60% რუსეთის მოქალაქეა - არაფერს ამბობს იმაზე, რომ განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შეუწყდათ მოქალაქეობა
ოპოზიციური მედიის მანიპულაცია: ტელეკომპანია „ტვ პირველი“ BPN-ზე დაყრდნობით ავრცელებს 2025 წელს საქართველოს მოქალაქოების მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაციას და წერს, რომ გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, რომელთაგან 60% რუსეთის მოქალაქეა.
24 აპრილი 2026, 17:11
სამართალი
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლო პროცესი დახურული იყო, შესაბამისად, დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის რომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მათგან ორს დაუსწრებლად, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
24 აპრილი 2026, 17:05
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
24 აპრილი 2026, 17:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
24 აპრილი 2026, 16:52
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთი დაკავებული უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, ხოლო მერე დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები“.
24 აპრილი 2026, 16:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან Xiaomi-სთვის შეთავაზებულია ადგილობრივი აწყობის, ე.წ. CKD საწარმოს შექმნა, რაც პროდუქციის კომპონენტების იმპორტსა და მათ ადგილზე აწყობას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემო ქმნის მყარ საფუძველს კომპანიისთვის, რათა საქართველოში აწყობილი პროდუქციითა და შეღავათიანი სატარიფო განაკვეთებით რეგიონული ბაზრების მომარაგება შეძლოს.
24 აპრილი 2026, 16:29
პოლიტიკა
თინათინ რუხაძე პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურულ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
24 აპრილი 2026, 16:11
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა. ცვლილებების თანახმად, თბილისის მსგავსად, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, ქალაქის მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭება. მომხსენებლის განმარტებით, სსიპ-ები სხვადასხვა სფეროს მართვის ეფექტიანობას გააძლიერებს და საჯარო და მუნიციპალური სერვისების დახვეწას შეუწყობს ხელს.
24 აპრილი 2026, 16:08
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას. ეს იქნება მთავრობათაშორისი ფორმატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტს შორის, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, მათ შორის, ინვესტიციებზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.
24 აპრილი 2026, 15:57
მსოფლიო
Reuters: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისლამაბადში ჩავა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
24 აპრილი 2026, 15:43
სპორტი
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანია საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზის სრულფასოვანი განახლება და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან გათანაბრება.
24 აპრილი 2026, 15:38
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის ეფექტურობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს პერმანენტულად ამოწმებს
მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის ეფექტურობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებებს პერმანენტულად ამოწმებს.
24 აპრილი 2026, 15:31
მსოფლიო
ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია
ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია. ამის შესახებ ლიდერებმა კომენტარი კვიპროსში მიმდინარე არაფორმალურ სამიტზე გააკეთეს.
24 აპრილი 2026, 15:11
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, დროა, ევროპამ გამოიღვიძოს და უარი თქვას ევროკავშირის მიგრაციის პაქტზე.
24 აპრილი 2026, 14:35
მსოფლიო
The European Conservative: არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის გახსნა იგეგმება - არხს „ცისარტყელა“ დაერქმევა
The European Conservative-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, უნგრეთში Rainbow TV-ის სახელით ლგბტ თემატიკის მედია პლატფორმის შექმნა იგეგმება.
24 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია ახალი „ნაცმოძრაობის“ იდეას წაჰყვეს და გვარამიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი „ნაცებიც“, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
24 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
ყოფილი ევროკომისარი: მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება
დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა.


