28 აპრილი 2026, 21:12 / სანდო წყარო

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს.

„2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), რომელმაც წმინდა სინოდის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

სხდომას არ ესწრებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

1. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 3 აპრილის წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან (საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ) დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.

აზრი გამოთქვეს:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), რომელმაც საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი მიმართვა წმინდა სინოდისადმი (დანართი N1).

ასევე, საკითხზე იმსჯელეს:

ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე), სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი).

წმინდა სინოდის ყველა წევრის მიერ აღინიშნა ერთსულოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

აზრთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა.

წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება.

წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან მიმართებით, მოცემულ ვითარებაში –კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება.

2. ამის შემდგომ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) წმინდა სინოდის წევრებს წარუდგინა საპატრიარქო კანდიდატების სია და განმარტა ხმის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შემდეგაც შედგა კენჭისყრაში მონაწილე ექვსი კანდიდატის საბოლოო სია:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
4. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
5. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
6. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
4. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა;
5. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
6. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა.

ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.

ამგვარად, გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ შეადგინა კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ოქმი (დანართი N2).

3. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) წმინდა სინოდს გააცნო ტექსტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების „1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოლოცვითი მოგზაურობის შესახებ“.

სხდომის დასასრულს მღვდელმთავრებმა საპატრიარქო კანდიდატებს მიულოცეს კანდიდატებად გამორჩევა, მადლობა შესწირეს უფალს და აღავლინეს ლოცვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 20:53

მსოფლიო

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

მაკა სახურია

31 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა... არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამიანური ხიბლი და სიმაღლე, - წერს პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში.

31 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების, ისტორიული გმირებისა თუ სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი დაცვა საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულია. მაგალითად, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება.

31 ივლისი 2026, 20:36

პოლიტიკა

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვის მთავარი თემა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე.

31 ივლისი 2026, 20:29

ჯანდაცვა

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაასრულა მოლაპარაკებები იტალიურ ფარმაცევტულ გიგანტთან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ შეძენილია.

გიორგი გამსახურდია

31 ივლისი 2026, 19:57

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

,,აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა, არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს, აგროვებს კაპიტალს და მძიმე დაავადებით დასნეულებული ბავშვებით სპეკულირებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს. ახლოსაც ვერ მიხვალთ, გაკეთებული საქმეებით ,,ქართულ ოცნებასთან’’, დასაბამიდან დღემდე, ხართ და იყავით აგენტურა, მავნებელები და გადასაშენებლები (პოლიტიკურად, რა თქმა უნდა),’’ - წერს გამსახურდია.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 19:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით დღიდან სანქციების დაწესებისა და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

მეტე ფრედერიკსენი

31 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა, თუ მიგრაციის კონტროლის საკითხები სათანადოდ არ მოგვარდება.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 19:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს. ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ, არის შედეგიანი. პირველ რიგში, მისასალმებელია ნაურუს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვთქვით მზაობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთ ნაურუსთან და ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 19:25

მსოფლიო

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 19:19

რეგიონი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორი თანასოფლელის მიმართულებითაც განახორციელა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილი.

ფრიდრიხ მერცი

31 ივლისი 2026, 19:08

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ბერლინი ესპანეთისგან ელის, რომ ის ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ვალდებულებას შეასრულებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დღე-ღამის განმავლობაში 60 000-მდე მიგრანტი შეიჭრა ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 19:05

საზოგადოება

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

ბატონო რობერტ, დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ქართული კულტურის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

მიხეილ ყაველაშვილი

31 ივლისი 2026, 18:50

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

„ბატონ რობერტს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება შთაგონების წყაროდ ქართული კულტურისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.