01 მაისი 2026, 12:38 / სანდო წყარო

ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა

ბესიკ ჯიქურაული

ბესიკ ჯიქურაული

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წარუდგინა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ბესიკ ჯიქურაული აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი შონიას შეცვლის. გიორგი შონია კი დღეიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი კომპანიის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სხვადასხვა წლებში ბესიკ ჯიქურაული მუშაობდა კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საბანკო სექტორში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტში.

ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე, არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.

ყველა სიახლე

01 მაისი 2026, 13:52

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში Land and Property Research Conference მონაწილეობს.

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:52

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აგროთანადაფინანსების პროგრამის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა ტიპის ცვლილებით არის წარმოდგენილი ახალი ხედვა.

01 მაისი 2026, 13:49

პოლიტიკა

დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება

დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

01 მაისი 2026, 13:47

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, შალვა კბილაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:45

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: პროგრამისა და რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე არის მონიტორინგის სისტემის გაძლიერება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვასა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:35

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: აგროთანადაფინანსების პროგრამა ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა, არამედ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვს უპირატესობა საექსპორტო ბაზრებისთვის გახდეს საინტერესო.

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:24

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის

„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

გვიდო კროზეტო

01 მაისი 2026, 13:22

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ იმუქრება ტრამპი იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით

იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ იმუქრება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით.

გურამ მაჭარაშვილი

01 მაისი 2026, 13:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება

„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას.

ეკა სეფაშვილი

01 მაისი 2026, 13:15

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დავით სონღულაშვილი

01 მაისი 2026, 13:14

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისათვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს

აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.

დიმიტრი ხუნდაძე

01 მაისი 2026, 13:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას, შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური

ვაფასებ ამ შრომას, კარგი დოკუმენტია, მაგრამ გვჭირდება დრო, რომ სრულად გავეცნოთ. ასევე აუცილებელია, რომ მეტი კონკრეტული რეკომენდაცია იყოს წარმოდგენილი, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის დასკვნა განიხილებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

01 მაისი 2026, 13:11

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო ევროკავშირის ელჩს ბაქოში საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი, მარიანა კუიუნჯიჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

01 მაისი 2026, 13:11

საზოგადოება

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 12:50

საზოგადოება

გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით 41 პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 41 მისამართზე დაასრულა.

01 მაისი 2026, 12:44

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგსა“ და ,,სადახლოზე“ 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,ყაზბეგი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

01 მაისი 2026, 12:41

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შოთა ბერეკაშვილი

01 მაისი 2026, 12:39

პოლიტიკა

ბერეკაშვილი: გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აცნობს საზოგადოებას.

01 მაისი 2026, 12:33

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ქვეყანა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს

აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტთან ურთიერთობას აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის გამო მიიღეს.