05 მაისი 2026, 13:09 / სანდო წყარო

რკინიგზა სრულად განაახლებს სამგზავრო პარკს და მგზავრებს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩაიყვანს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რკინიგზას მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი.

დაწყებულია სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია, მათ შორისაა: თბილისის, ფოთის, ურეკის, ქობულეთის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ჭიათურის სადგურები. საქართველოს რკინიგზა დამატებით 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს, რის შემდეგაც მაგისტრალური რეისები სრულად ახალი შემადგენლობებით შესრულდება.

ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრობის დროის შემცირებაზე. ზაფხულის სეზონის ბოლოსთვის რკინიგზა მგზავრებს ბათუმში, 5 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 4 საათში ჩაიყვანს.

„არსებულ რეისებს ორი ახალი მიმართულება დაემატება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი. ამჟამად მიმდინარეობს თბილისი-ახალციხის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც მგზავრებს ახალციხეში სამ საათში ჩავიყვანთ. ასევე ვიწყებთ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის აღდგენას. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ე.წ. კუკუშკას, რომელიც მგზავრებს 2027 წლიდან მოემსახურება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

05 მაისი 2026, 14:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებზე: დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან

„ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძალებით საქართველოში, დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს, ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ სანამ უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე იქნებიან აწყობილები და სხვების მაამებლობით დაკავებულები, საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

05 მაისი 2026, 14:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ

ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

05 მაისი 2026, 14:42

პოლიტიკა

ანა დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა

პარტია „ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა.

შალვა პაპუაშვილი

05 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას

ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და სადაც საუბარია სამი ტელევიზიის დასანქცირებაზე.

შალვა პაპუაშვილი

05 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი რაიმე ღირებულებაზე ნუ დაგველაპარაკება. მათ - იუკნევიჩიენეს მსგავს ადამიანებს, ერთადერთი რამ აინტერესებთ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ იარაღად

მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი რაიმე ღირებულებაზე, წესზე თუ კანონზე ნუ დაგველაპარაკება. როდესაც არიან დიქტატორის, მწამებლის, კორუმპირებული ადამიანის ფანკლუბის წევრები, ეს უკვე განაჩენია მათთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

05 მაისი 2026, 14:30

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას. როდესაც მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს

„ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია - რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონი იუკნევიჩიანე არის ამ რეზოლუციის ავტორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 მაისი 2026, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დიდი ჰუმანიტარული დახმარება გასწია საქართველომ უკრაინისთვის თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ამ ფონზე ჩვენ მივიღეთ ელჩის გაწვევა, მიტინგებზე ჩართვები და მოწოდება შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისა

საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა უყოყმანოდ დაგმო აგრესია, მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტივ რიდი

05 მაისი 2026, 14:26

მსოფლიო

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში შესაძლებლობას იძლევა აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის, სტივ რიდის განცხადებით, კანონი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

მარიამ ლაშხი

05 მაისი 2026, 14:25

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა

ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

გიორგი სოსიაშვილი

05 მაისი 2026, 14:21

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას - ჩვენ კი მივიღეთ ელჩის გაწვევა, ბულინგი, მოწოდება რადიკალებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით

ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა [უკრაინას] რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფარგლებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

ლევან მახაშვილი

05 მაისი 2026, 14:13

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი. ღიმილისმომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა

ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ფრიდრიხ მერცი

05 მაისი 2026, 14:09

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი გერმანიაში პოპულარობით ბოლოსწინა ადგილზეა

გერმანიის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პოპულარობით ბოლოსწინა ადგილზეა. გამოკითხვის შედეგებს გერმანული Die Welt-ი ავრცელებს.

05 მაისი 2026, 14:09

ჯანდაცვა

მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში, NCDC-ს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დონალდ ტრამპი

05 მაისი 2026, 13:50

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკი გაიძვერა ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკი ადამიანი უწოდა.

05 მაისი 2026, 13:47

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

ირაკლი კობახიძე

05 მაისი 2026, 13:36

პოლიტიკა

პრემიერი: ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას

ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

05 მაისი 2026, 13:29

საზოგადოება

გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს

გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

05 მაისი 2026, 13:24

საზოგადოება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

05 მაისი 2026, 13:16

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.