პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა - მეუფე ზენონის მიერ „ტვ პირველზე“ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების და ბრალდებების ტირაჟირებას ოპოზიცია და ცალკეული მედიასაშუალებები ახდენენ
ფოტო: ვიდეო/კადრი
პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა. „ტვ პირველმა“ ეთერი დაუთმო მეუფე ზენონს. შეურაცხყოფების გარდა იყო მძიმე ბრალდებები. შემდგომ მისი განცხადებების ტირაჟირება მოახდინეს ცალკეულმა მედიასაშუალებებმა.
კამპანიაში ჩართულები არიან პოლიტიკოსებიც ოპოზიციიდან. არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში იმყოფებოდა. მისი განცხადებებიც იყო იმ შეტევის გაგრძელება, რომელიც საპატრიარქოსა და პატრიარქის არჩევნებს შეეხება.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 12:09
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიების ფარგლებში, შედგა მრავალმხრივი ინტერაქტიული დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატებში, ასევე გაიმართა პლენარული სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.
06 მაისი 2026, 12:05
ეკონომიკა
კომპანია Jan De Nul N.V. - ის პროექტის დირექტორი: გეგმურად მივყვებით პროექტის გრაფიკს. მიმდინარეობს მზადება 1380მ სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღება-მომსახურებას
ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა, რომელმაც, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
06 მაისი 2026, 12:05
კულტურა
Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს
Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში, დინამო არენაზე Kanye West, YE-ს შოუს აანონსებს.
06 მაისი 2026, 12:03
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
მხარეებმა შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს, ამასთან, განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული თემები. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
06 მაისი 2026, 12:00
ეკონომიკა
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი: კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებით შევძელით ანაკლიის პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან - მობილიზაცია/პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მობილიზაცია/პროექტირება დასრულებულია და შესაბამისად სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
06 მაისი 2026, 11:56
საზოგადოება
ვაკის გამგეობა რაიონში ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 11:50
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ონიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის, ტროტუარისა და ბორდიურის რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, შეიცვლება არსებული დაზიანებული წყლის მილები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 700 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
06 მაისი 2026, 11:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
06 მაისი 2026, 11:45
საზოგადოება
კახა კალაძე: რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
06 მაისი 2026, 11:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში.
06 მაისი 2026, 11:42
მსოფლიო
მარკო რუბიო: რატომ ფიქრობს ვინმე, მათ შორის რომის პაპიც, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ოდესმე ქონა კარგი იდეაა?
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რომის პაპის ლეო მე-XIV დაპირისპირებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ვატიკანში ვიზიტის წინ ეხმიანება.
06 მაისი 2026, 11:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მშენებლობა დაიწყო, ეს კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას
ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში, სადაც ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
06 მაისი 2026, 11:31
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
06 მაისი 2026, 11:17
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტი. დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო.
06 მაისი 2026, 11:09
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გაცილების ოპერაცია დროებით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გაცილების ოპერაციას, რომელსაც „თავისუფლების პროექტი“ უწოდა, დროებით აჩერებს.
06 მაისი 2026, 11:08
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა?
რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან დაკავშირებით, მეუფე ზენონ იარაჯულის განცხადებას ეხმიანება.
06 მაისი 2026, 11:08
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ რაშად ისმაილოვს შეხვდა
„ჩვენ ვაფასებთ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში. არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, თუმცა მისი მეტად გაძლიერების პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატურ რისკებზე ერთობლივი რეაგირების კუთხით. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობამ რეალური გავლენა მოახდინოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
06 მაისი 2026, 10:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა
უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების შესახებ.
06 მაისი 2026, 10:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.


