სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს გოშგარ თაჰმაზლის შეხვდა. ბაქოში კოლეგებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება. „შემუშავდა მემორანდუმი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ როგორც მცენარეთა მავნებლებს, ასევე ცხოველთა გადამდებ ინფექციურ დაავადებებს“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ყველა სიახლე
07 მაისი 2026, 11:50
რეგიონი
ბათუმში მიმტანებისთვის ტრენინგები ჩატარდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს გადამზადება, როგორიცაა მაგიდის სერვირება, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი, კერძების აღწერის წესები და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
07 მაისი 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.
07 მაისი 2026, 11:40
საზოგადოება
ბებნისში ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა - მოჭრილია 21 ხე
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების დაზიანება გამოვლინდა.
07 მაისი 2026, 11:35
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ჩართვის მსურველ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და კლინიკაში არსებულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გაეცნო. საუბარია სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.
07 მაისი 2026, 11:31
მსოფლიო
გაერო: 1 მაისიდან დღემდე უკრაინაში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, 70-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა
1 მაისიდან დღემდე უკრაინაში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, 70-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. სტატისტიკას გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის კომისია აქვეყნებს.
07 მაისი 2026, 11:30
პოლიტიკა
პაატა სალია იუკნევიჩიენეს მხრიდან სამი ტელეკომპანიის სანქცირების მოთხოვნაზე: როდესაც პოლიტიკოსი რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები. ეს რა თქმა უნდა, არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე
თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, სადაც სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირებაზეც არის საუბარი. პაატა სალიას თქმით ბრალდებები, რომელიც ანგარიშშია, უსაფუძვლო და უარგუმენტოა.
07 მაისი 2026, 11:29
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: მონტენეგრო ისევე, როგორც საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ, საინტერესოა იმ გამოცდილების გაზიარება, თუ რა გამოცდილება აქვს ამ რთულ პროცესში
„მონტენეგრო ისევე, როგორც საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ, საინტერესოა იმ გამოცდილების გაზიარება, თუ რა გამოცდილება აქვს ამ რთულ პროცესში“, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.
07 მაისი 2026, 11:25
საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი ხორციელდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე შეფასდა განხორციელებული სამუშაოები და აღდგენილი ტყის მიმდინარე მდგომარეობა. 2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარმა 950.9 ჰექტარი ფართობი მოიცვა, მათ შორის სრულად განადგურდა 250 ჰექტარი სოფელ დაბასთან. ტყის აღდგენის სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე 2013 წელს დაიწყო, თუმცა 2017 წელს განმეორებით მომხდარმა ხანძარმა აღდგენილი ფართობებიც დააზიანა.
07 მაისი 2026, 11:21
კულტურა
რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „შერეკილების“ პრემიერა გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „შერეკილების“ პრემიერა გაიმართა.
07 მაისი 2026, 11:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვნახეთ კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ორგანიზატორობაში და გარედან მითითებული დავალებების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა რევოლუციის უკვე მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში
მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო არაერთმა ადამიანმა, მათ შორის ვნახეთ კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ორგანიზატორობაში და გარედან მითითებული დავალებების მიუხედავად, მაშინ როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა კოორდინირებულად იმუშავეს, შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა რევოლუციის უკვე მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
07 მაისი 2026, 11:18
საზოგადოება
რამსარის კონვენციის სამდივნოსთან შეხვედრაზე საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი წარადგინა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ რამსარის კონვენციის გენერალური მდივანი, დოქტორი მუსონდა მუმბა, რამსარის კონვენციის ევროპის რეგიონის უფროსი მრჩეველი ფლორ ლაფაიე დე მიშო, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიკა გიორგაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კონვენციის სამდივნოს წარმომადგენლები.
07 მაისი 2026, 11:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებული და ვერშემდგარი გადატრიალების შემდგომ, არის მოცემულობა, როდესაც ყველა იმ პირმა, ვინც იძალადა საკუთარ სამშობლოზე, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე
„რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებული და ვერშემდგარი გადატრიალების შემდგომ, რაც 4 ოქტომბერს საზოგადოებამ იხილა, დღეს არის მოცემულობა, როდესაც ყველა იმ პირმა, ვინც იძალადა საკუთარ სამშობლოზე, ვინც მოინდომა ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლა და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდ უბედურებაში გახვევა, რასაც ჩვენს სახელმწიფოში ომის ქარცეცხლი ჰქვია, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამიტომ, ყველა ის უუნარო მცდელობა გაიმართლონ თავი, ყველაფერი ღობეს დააბრალონ და საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს იქ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფიასკოსთვის არის განწირული“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
07 მაისი 2026, 11:11
საზოგადოება
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
07 მაისი 2026, 11:11
მსოფლიო
NBC News: ტრამპმა „თავისუფლების პროექტი“ მას შემდეგ შეაჩერა, რაც საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეზე წვდომა შეუზღუდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „თავისუფლების პროექტი“ მას შემდეგ შეაჩერა, რაც საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
07 მაისი 2026, 11:07
სამართალი
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება
ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ასევე მათ ბრალი აქვთ წარდგენილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით.
07 მაისი 2026, 10:52
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 მაისი 2026, 10:51
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო
მორიგ ეკო აქციაში ახალგაზრდებთან ერთად, რუსთაველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მანამდე კი ჭალის ტყეში ნერგები, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის მსახიობებმა დარგეს.
07 მაისი 2026, 10:50
სამართალი
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 მაისი 2026, 10:50
სამართალი
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პორტუგალიისა და პალაუს დროშებით მცურავი გემები 100-100 ათასი ლარით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.
07 მაისი 2026, 10:47
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაცნობს - 1946 წელს დაბადებულ შ.ე.-ს მის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თანხა მოსთხოვა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


