11 მაისი 2026, 15:12 / სანდო წყარო

სამებაში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემა დაიწყო - მღვდელმთავრები პატრიარქს ირჩევენ. LIVE

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი - ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი - ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.

ყველა სიახლე

11 მაისი 2026, 16:23

საზოგადოება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს გაიმართება, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა შიო მესამემ.

ბიძინა ივანიშვილი
ეკატერინა ივანიშვილი

11 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ.

11 მაისი 2026, 16:13

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.

11 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე: სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 მაისი 2026, 16:00

საზოგადოება

საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს - საეკლესიო კრებამ 142-ე პატრიარქად შიო მესამე აირჩია

სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 13:00 საათიდან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

11 მაისი 2026, 15:59

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

11 მაისი 2026, 15:59

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელთან, შოთა ყიფიანთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მისალოცი წერილი გადასცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

11 მაისი 2026, 15:54

ტაბლოიდი

ნორვეგიაში 6 წლის ბიჭმა ექსკურსიის დროს ვიკინგების ხმალი იპოვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა ხმალი სოფელ ბრანდუს მახლობლად, მინდორში, კლასთან ერთად მოგზაურობისას იპოვა. ჰენრიკის თქმით, მიწიდან ჟანგით დაფარული ხმლის ნაწილი იყო ამოშვერილი. თავიდან ვერ მიხვდა, რა იყო, ამიტომ მისი აღება და დათვალიერება გადაწყვიტა.

11 მაისი 2026, 15:54

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლებია. კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 9% იყო, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1%-ია.

ნიკოლოზ სამხარაძე

11 მაისი 2026, 15:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში

დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

11 მაისი 2026, 15:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე

სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

11 მაისი 2026, 15:18

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 მაისი 2026, 15:14

რეგიონი

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ახალი უფროსი წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, სამსახურის პირველ მოადგილესთან, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებს ახალი უფროსი - გია კობაჩიშვილი წარუდგინა.

დონალდ ტრამპი

11 მაისი 2026, 14:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე: სამხედრო კუთხით დამარცხებულები არიან

„არასდროს დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რადგან ისინი შეშლილები არიან. ირანის ბირთვული შეთანხმება რომ არ შეგვეწყვიტა, ამ იარაღს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. მეტიც, მათ აქვთ რაკეტები, რომლებითაც ევროპასაც მისწვდებოდნენ. ისინი სამხედრო კუთხით დამარცხებულები არიან. აღარც საზღვაო ფლოტი ჰყავთ, აღარც საჰაერო ძალები, არც იარაღი, არც რადარები, არც ლიდერები. ახლა საქმე გვაქვს რთულ ჯგუფთან - ჯერ გვთანხმდებიან, შემდეგ ამ შეთანხმებას არღვევენ. დღესვე რომ დავტოვოთ იქაურობა, ირანს აღსადგენად 20 წელი დასჭირდება“, - მიიჩნევს ტრამპი.

ქალაქ კოსიცეში (სლოვაკეთი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

11 მაისი 2026, 14:36

საზოგადოება

სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება - სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება

სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება - სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის რიხარდ რაშის შეხვედრიდან გახდა ცნობილი.

რობერტ ფიცო

11 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

რობერტ ფიცო: მიგვანიშნეს, რომ ამერიკელები დაინტერესებულები არიან შეისყიდონ ევროპაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. გამოდის, რუსეთი ამერიკას მიაწვდის გაზსა და ნავთობს, ამერიკელები კი დიდი ფასნამატით მოგვყიდიან. უკვე ასეთი იდიოტები ვართ?

„ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან გაზის მიწოდება 2027 წელს სრულად შეწყდება. ერთ-ერთ შეხვედრაზე ნათლად მიგვანიშნეს, რომ ამერიკელები დაინტერესებულები არიან შეისყიდონ ევროპაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. ეს ძალიან სახალისოა. გამოდის, რომ რუსეთი ამერიკას მიაწვდის გაზსა და ნავთობს სტანდარტულ ფასად, ხოლო შემდეგ ამერიკელები ჩვენ მოგვყიდიან დიდი ფასნამატით. ჩვენ უკვე ასეთი იდიოტები ვართ? - განაცხადა ფიცომ.

11 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ესპანური მედია: ევროკავშირის კორონავირუსის შემდგომი აღდგენის ფონდიდან მილიარდობით ევრო გაქრა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის კორონავირუსის შემდგომი აღდგენის ფონდიდან მილიარდობით ევრო გაქრა. ევროპის აუდიტორთა სასამართლომ, ამ ფონდიდან გაწეული ხარჯების აღრიცხვისა და გამჭვირვალობის კუთხით, სერიოზული ხარვეზები გამოავლინა. უწყების ცნობით, ევროპელი გადასახადების გადამხდელთა მილიონობით ევრო ისე განაწილდა, რომ უცნობია, კონკრეტულად ვინ მიიღო თანხა, რა დაჯდა კონკრეტული პროექტები და რა იყო მათი შედეგები.

კაია კალასი

11 მაისი 2026, 14:08

მსოფლიო

კაია კალასი რუსეთთან მოლაპარაკებაში გერჰარდ შრედერის ჩართვას არაგონივრულად მიიჩნევს

„უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას, დანიშნოს მომლაპარაკებელი ჩვენი სახელით, ეს არ იქნება განსაკუთრებით გონივრული. ფაქტობრივად, შრედერი მაგიდის ორივე მხარეს იჯდებოდა“, - განაცხადა კალასმა.

11 მაისი 2026, 13:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა.