11 მაისი 2026, 22:00 / სანდო წყარო

საქართველოს ახალი პატრიარქის, შიო III-ის არჩევა. სამება. 11.05.2026. ფოტოგალერეა

პატრიარქი შიო მესამე

პატრიარქი შიო მესამე

სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო, მეუფე იობმა 9 და მეუფე გრიგოლმა 7 ხმა. 1 ხმა გაუქმდა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი - ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი - ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.

May be an image of text that says 't'

May be an image of the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception

May be an image of one or more people and text

May be an image of the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception

May be an image of the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception and text

May be an image of the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception and text

May be an image of crowd, the Brandenburg Gate and text

May be an image of text

May be an image of the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception and text

May be an image of the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception

May be an image of wedding and text

No photo description available.

ყველა სიახლე

შიო მესამე

12 მაისი 2026, 15:14

საზოგადოება

პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი

„რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“.

თენგიზ შარმანაშვილი

12 მაისი 2026, 15:14

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს პატრიარქს ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ

„ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ და შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს მას ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ და წაუძღვეს ჩვენს მართლმმადიდებელ ეკლესიას სამომავლო გამოწვევებისა და სიკეთისკენ“, - განაცხადა შარმანაშვილამ.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს

ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

12 მაისი 2026, 15:09

სამართალი

პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

12 მაისი 2026, 15:08

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება

„დღეს, როდესაც არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ

შიო მესამე

12 მაისი 2026, 15:07

საზოგადოება

შიო მესამე: გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის

„ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“.

ანდრია ჯაღმაიძე

12 მაისი 2026, 15:06

საზოგადოება

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქი შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ახალი პატრიარქი - შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს.

ანდრია ჯაღმაიძე

12 მაისი 2026, 15:04

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ერთად ვმუშაობდით კათოლიკოს-პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის

კათოლიკოს-პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიებისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის, - განუცხადა მცხეთაში ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანრია ჯაღმაიძემ.

12 მაისი 2026, 15:02

საზოგადოება

პატრიარქი: ქვეყნის ხვალინდელი დღე ჩვენი შვილები არიან. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ქვეყანას

გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.

12 მაისი 2026, 14:55

ეკონომიკა

შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება: გამოვხატავთ მზადყოფნას საცალო რეალიზაციის ქსელებთან ერთად ვიმუშაოთ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად

კომპანია გამოხატავს მზაობას, საცალო რეალიზაციის ქსელებთან ერთად იმუშაოს პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

შიო მესამე

12 მაისი 2026, 14:52

საზოგადოება

პატრიარქი: საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს

საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოდ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.

12 მაისი 2026, 14:48

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში, ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო.

12 მაისი 2026, 14:47

საზოგადოება

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე: ვუყურებ სასულიერო პირებს და ცოტა ტრაგიკომიკური ხომ არ არის? ეპისკოპოსს როცა შეხედავ, პირველი მათგან გამოსჭვივის მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება და არა სულიერება, ღვთიურობა

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე პატრიარქის ინტრონიზაციაზე სოციალურ ქსელში წერს და სასულიერო პირებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, ღვთის სახლს საიუველირო მაღაზიად ნუ გადააქცევენ.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2026, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ - ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი

„ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო - იმ ადგილას, სადაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იყო მიღებული. ასე რომ, აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ - ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

12 მაისი 2026, 14:44

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

12 მაისი 2026, 14:43

რეგიონი

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბორის ჯონსონი

12 მაისი 2026, 14:39

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივნის განცხადებით, 2022 წლის აპრილში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონმა ჩაშალა - ზელენსკის პირობა მისცა, რომ მას ყველაფერი ექნებოდა: იარაღი, გავლენა, აღიარება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის, იულია მენდელის განცხადებით, 2022 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ჩაშალა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2026, 14:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ცდილობენ გადაგვიყვანონ იმ სულიერი მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია მოსდევს. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ესენი არიან იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს და იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას

ცდილობენ გადაგვიყვანონ იმ სულიერი მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია მოსდევს. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ესენი არიან იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს და იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას, - განუცხადა მცხეთაში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შიო მესამე

12 მაისი 2026, 14:37

საზოგადოება

შიო მესამე: საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება

„2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია“.

12 მაისი 2026, 14:35

საზოგადოება

შიო მესამე: მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადავუხადო დალოცვისთვის. მეუფე, შემთხვევით არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს, ის მამა იყო ჩვენი და ვალია მართლაც, გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე

პირველ რიგში, სანამ მე ჩემს სიტყვას ვიტყვი სამადლობელს, მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის და დალოცვისთვის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.