17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
ფოტო: საპატრიარქო
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დალოცავს.
„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 14:48
პოლიტიკა
მაღლაფერიძე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს: რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები, ევროპის სახელით დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას
ვინ არიან ის პოლონელი ევროპარლამენტარები ვინც ქართული მედიის დასანქცირებას ითხოვენ - ამ თემაზე ბრიფინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გამართა. ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა მათ შორის ორ ევროპარლამენტარზე მარიუშ კამინსკიზე და მალგიჟეტა გოშევსკაზე და მათ პოლიტიკურ წარსულზე.
14 მაისი 2026, 14:48
სამართალი
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
14 მაისი 2026, 14:45
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
14 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე: ეს არის სამაგალითო კვლევა, შედეგები და რაც მთავარია, სამაგალითო პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც გვესმის ხოლმე მათ შორის, ბრიუსელის მხრიდან
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას აფასებს. მისი თქმით, ამ კვლევის შედეგი არის პასუხი უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
14 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს
„ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი ევროპული გზა აი ამ მახასიათებლებით არის გამორჩეული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
14 მაისი 2026, 14:37
მსოფლიო
თეთრი სახლი: სი ძინპინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 14:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მოლდოვაზე: ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს
ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მოლდოვას გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული სამი მედია-საშაულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას არ გააშუქებენ.
14 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, ეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა.
14 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
14 მაისი 2026, 14:13
მსოფლიო
რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 5 და დაშავდა 40 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა, მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
14 მაისი 2026, 14:07
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღეს - 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, სამების ტაძარში აღავლენს პირველ სადღესასწაულო წირვას, რომელსაც ეკლესიების დელეგაციები დაესწრებიან
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
14 მაისი 2026, 14:05
სპორტი
„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽
„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და იდენტობის უდიდესი ნაწილი. სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის ოცნება გულიდან არასდროს გამქრალა. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფერნანდესმა.
14 მაისი 2026, 14:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური "სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
14 მაისი 2026, 13:45
პოლიტიკა
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა, სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს.
14 მაისი 2026, 13:41
საზოგადოება
ანტიოქიის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს მისალოც წერილს უგზავნის - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მე-X შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
14 მაისი 2026, 13:40
კულტურა
სტოკჰოლმში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა
„ღონისძიებას, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 500-მდე მაყურებელი დაესწრო. სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულდა 20-ზე მეტი ნომერი. კონცერტის ფარგლებში, საელჩოს მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღებაც გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შვედეთის სამეფო კარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
14 მაისი 2026, 13:30
პოლიტიკა
შათირიშვილი: ბუნებრივია, თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს
ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 13:28
მსოფლიო
The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა
აშშ-მა ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგების პროცესი ყველასთვის მოულოდნელად შეაჩერა, რაც კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 13:27
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.


