14 მაისი 2026, 18:52 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით თბილისის საკრებულოს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა, მოაწერეს.

როგორც ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, მემორანდუმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

„დღეს ჩვენ ვაფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლის დაფასებას და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მეხსიერება არ დაიკარგოს და მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე - გაიღეს. თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც ჩვენი გმირების სახელის უკვდავყოფასა და ვეტერანების მხარდაჭერას ემსახურება.

მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი მუშაობა არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას დაუდებს სათავეს.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებულ პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს, რომელთა თავდადებამ საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა დაიცვა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

„თბილისის საკრებულოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ნაყოფიერი გამოცდილება აქვს. მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, მრავალმხრივია და ითვალისწინებს როგორც სახელდების, ასევე სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილებების მიღებას. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავყოფა ჩვენი მოვალეობა და პატივია და თბილისის საკრებულო ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად იმუშავებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე და საკრებულოს წევრები, ვეტერანი მეომრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისა და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და შესაბამის საკითხებზე კოორდინირებული თანამშრომლობა. მემორანდუმის მიხედვით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით თბილისის საკრებულო, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირი შეთანხმდნენ ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემისთვის წარმოდგენილი ინიციატივების განხილვისა და განხორციელების პროცესში თანამშრომლობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის შექმნის და კავშირის საქმიანობის შესახებ ფილმი აჩვენეს.

ყველა სიახლე

14 მაისი 2026, 19:39

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომაზე ისაუბრა

მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც დაესწრო 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

14 მაისი 2026, 19:37

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

ბრედ კუპერი

14 მაისი 2026, 19:32

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური: ირანის შესაძლებლობა, დაემუქროს აშშ-სა და მის პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში, მნიშვნელოვნად შესუსტდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ხუთშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, ირანის შესაძლებლობა, დაემუქროს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში, „მნიშვნელოვნად შესუსტდა“.

ლი ციანი

14 მაისი 2026, 19:14

მსოფლიო

ჩინეთის პრემიერმა ამერიკელ ბიზნესლიდერებს მოუწოდა, გააღრმავონ თავიანთი წარმომადგენლობა ჩინეთში

ჩინეთის პრემიერმა, ლი ციანმა ილონ მასკს, ტიმ კუკს, ჯენსენ ჰუანსა და აშშ-ის სხვა ბიზნესლიდერებს მოუწოდა, გააღრმავონ თავიანთი წარმომადგენლობა ჩინეთში და იქცნენ „ხიდად“ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 18:57

მსოფლიო

რუბიო: აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია

აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პეკინში, ამერიკისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

14 მაისი 2026, 18:55

პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

14 მაისი 2026, 18:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და რეგიონული ენერგეტიკული ტრანზიტის ჯაჭვის სასიცოცხლო ნაწილს წარმოადგენს, რომელიც კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. სწორედ საქართველოზე გადის არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აღსანიშნავია სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე, სადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ენერგეტიკის მინისტრების პანელზე ისაუბრა.

ისრაელ კაცი

14 მაისი 2026, 18:41

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ლამინ იამალმა ისრაელის წინააღმდეგ წაქეზება და სიძულვილის გაღვივება აირჩია - ვიმედოვნებ, რომ ისეთი დიდი და პატივსაცემი კლუბი, როგორიც „ბარსელონაა“, გაემიჯნება ამ განცხადებებს

ლამინ იამალმა ისრაელის წინააღმდეგ წაქეზება და სიძულვილის გაღვივება აირჩია მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ებრძვიან ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ - ორგანიზაციას, რომელმაც 7 ოქტომბერს დახოცა, გააუპატიურა, დაწვა და მოკლა ებრაელი ბავშვები, ქალები და მოხუცები, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას

ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

14 მაისი 2026, 18:33

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

14 მაისი 2026, 18:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრ სტავროს პაპასტავროუსთან.

გურამ მაჭარაშვილი

14 მაისი 2026, 18:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მოლდოვაზე: რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ?! ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას და თურმე, მერე ამით შევა ევროკავშირში. ქართულ სახელმწიფოს თავისი გზა არჩეული აქვს

რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ?! ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას და თურმე, მერე ამით შევა ევროკავშირში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვას ხელისუფლებაზე საუბრისას.

მარიო დრაგი

14 მაისი 2026, 18:26

მსოფლიო

მარიო დრაგი ევროპას აფრთხილებს: ჩვენი თაობის მეხსიერებაში პირველად, ჩვენ ნამდვილად მარტონი ვართ ერთად

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ გერმანიის ქალაქ აახენში სიტყვით გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააფრთხილა, - წერს გამოცემა POLITICO.

გურამ მაჭარაშვილი

14 მაისი 2026, 18:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს 2007 წლის მოვლენები. მაშინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით იმედში ფიზიკურად შეიჭრა და დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ევრო ბიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“

ამგვარ საქციელს და ქმედებებს „ხალხის ძალამ“ შეფასებები ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მივეცით და იმის მერე ყოველთვის ხან განცხადებებში და ხან კომენტარებში ვამბობდით, რომ სამწუხაროდ მაშინდელი აშშ-დან, მაშინდელი და დღევანდელი ევრო ბიუროკრატიიდან მოდიოდა შეტევა, შტურმი და დეზინფორმაცია სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, ასევე ქართულ მედიაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

14 მაისი 2026, 18:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში გაიმართა და მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

გურამ მაჭარაშვილი

14 მაისი 2026, 18:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობო სექტორი აღარ გვაქვს ქვეყანაში. რეალურად, უცხოურ ძალას შექმნილი ჰქონდა პარალელური ხელისუფლება საქართველოში. ეს იყო ის ტოტი, რომელიც ჩვენ ამ კანონების მიღებით ჩავჭერით

არასამთავრობო სექტორის შინაარსის მქონე ორგანიზაციები აღარ გვაქვს ქვეყანაში. ესენი არიან უცხოური ძალის წარმომადგენლები. მათი მიდგომა, რა თქმა უნდა იგივე იქნება, რაც აქვს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატიას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, კითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე.

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:16

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მალგოჟეტა გოშევსკას საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ დახარჯო. საკუთარ ქვეყანაში კანონგარეშედ მიჩნეული ადამიანები ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას

დავით მათკაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ აფასებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის თავისუფალი ხმის ჩახშობა.

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი

„ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ, მეტი არაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნინო ფოჩხუა

14 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან

ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სოციალურ ქსელში.