16 მაისი 2026, 18:01 / სანდო წყარო

დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი 17 მაისზე: ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად. პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ

 დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი

დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი

ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად, რომელსაც არ სჭირდება დიდი რეკლამირება, განსაკუთრებული დაგეგმვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა 17 მაისთან დაკავშირებით.

დეკანოზის თქმით, პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ.

„პატრიარქმა, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დაგვიტოვა მრავალი მემკვიდრეობა და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვნახეთ, წინ უსწრებდა ხოლმე მოვლენებს. როდესაც რამე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ან სიტყვას იტყოდა ხოლმე, თითქოს მაშინ თანამედროვეებს არ ესმოდათ, მაგრამ შემდეგ ვხვდებოდით, როგორი წინმსწრები იყო მისი გადაწყვეტილება.

თავისთავად, ჩვენ გვესმის ასეთი რამ, რომ ტრადიციებს ზოგი ებრძვის, ზოგი იცავს. უნდა ითქვას, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველა ტრადიცია კარგი არ არის და ყველა ტრადიცია ცუდი არ არის. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის მთავარი. ვფიქრობ, ეს დღესასწაული [17 მაისი] და ამაზე ყურადღების გამახვილება პატრიარქ ილია მეორის მიერ, სწორედ იყო იმ ბურჯის, იმ საყრდენის მოცემა, რითაც ჩვენ გვითხრა, რომ ეს არის ის საყრდენი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა.

ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად, რომელსაც არ სჭირდება დიდი რეკლამირება, განსაკუთრებული დაგეგმვა. ხალხი თავისთავად გამოდის, თავისით ხდება ეს დღესასწაული, იზრდება და იზრდება სურვილი დასწრების. ამ გზის, ამ ხაზის გაგრძელება არის ბუნებრივად და პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ.

ახლა არის პირველი წელი, როდესაც მის გარეშე მოგვიწევს. შერეული გრძნობებია, თან ვდარდობთ, რომ ჩვენთან არ არის, მაგრამ თან გვიხარია, რომ ეკლესიის სისავსეა, ავირჩიეთ ახალი პატრიარქი, მისივე რჩეული. მადლობა ღმერთს, რომ ისევ ამ სისავსით, სიხარულით, 40 დღიანი გლოვის შემდეგ, შევძლებთ მის გარეშე, თუმცა იგივე პათოსით აღვნიშნოთ ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა მან.

ყველა სიახლე

მარიამ ლაშხი

16 მაისი 2026, 18:56

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

16 მაისი 2026, 18:40

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი ილია მეორეზე: ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია. დაგვიტოვა გაბრწყინებული, აშენებული ტაძრები, შვიდგზის ლოცვა

ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

ლელა რაზიკაშვილი

16 მაისი 2026, 18:22

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი: სიმბოლოები და დღესასწაულები ღირებულებებს ინარჩუნებს დროში, სივრცეში - პატრიარქის სიბრძნე იმაშია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება - ოჯახის სიწმინდე სიმბოლოდ და დღესასწაულად გვიქცია

გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისა და ამ დღესასწაულით ღირებულების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სიბრძნე სწორედ იმაშია, რომ ოჯახის სიწმინდის ღირებულება სიმბოლოდ და დღესასწაულად აქცია.

დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი

16 მაისი 2026, 18:19

საზოგადოება

დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: ის კარი, რომელიც უწმინდესმა გააღო, უფრო ფართოდ გაიღება - ერს მოსწონს, რომ შიო მესამე ილია მეორის გზის გამგრძელებელია

დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა ახალ პატრიარქზე, შიო მესამეზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. დეკანოზის თქმით, შიო მესამე ილია მეორის გზას ღირსეულად გააგრძელებს.

დეკანოზი ნიკოლოზი (ტატუაშვილი)

16 მაისი 2026, 18:10

საზოგადოება

დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: 17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა

17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას დეკანოზმა, ნიკოლოზ ტატუაშვილმა.

ვახტანგ ცაგარელი

16 მაისი 2026, 18:02

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

16 მაისი 2026, 17:45

საზოგადოება

საქართველოს ნოტარიატის დაარსებიდან 30 წელი აღნიშნეს

საქართველოს ნოტარიატის დაარსებიდან არაერთი წარმატებული წელი გავიდა. სისტემა მუდმივად ვითარდება და თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს.

მარიამ ლაშხი

16 მაისი 2026, 17:35

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ვიხილეთ სასტიკი ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, დანიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით

„არ ვიცი, ამას ორმაგი სტანდარტი თუ უსტანდარტობა ჰქვია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, შუაგულ ევროპაში ამ ძალადობრივ ქმედებებს ვერ ხედავ და შეფასებას არ უკეთებ, თუმცა, ყოველთვის იცლი საქართველოს კრიტიკისთვის, რომელიც ევროპის შეფასებებით, სამართლიანობის ინდექსში მოწინავეა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

გიორგი სოსიაშვილი

16 მაისი 2026, 17:30

ეკონომიკა

გიორგი სოსიაშვილი Fitch Ratings-ის ანგარიშზე: როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილური სიტუაცია, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდა

როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილური სიტუაცია, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა Fitch Ratings-ის ანგარიშთან დაკავშირებით.

16 მაისი 2026, 17:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება - მეექვსე კონფერენცია გორში გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. რიგით მეექვსე კონფერენცია გორში, შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა.

16 მაისი 2026, 16:51

მსოფლიო

Reuters: ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

16 მაისი 2026, 16:40

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა

ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს.

16 მაისი 2026, 16:34

საზოგადოება

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

16 მაისი 2026, 16:15

რეგიონი

გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალი ტალღის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

16 მაისი 2026, 16:11

რეგიონი

ახალციხეში ტურისტული სეზონი იხსნება

ახალციხეში ტურისტული სეზონი იხსნება.

ალექსანდარ ვუჩიჩი სი ძინპინი

16 მაისი 2026, 16:11

მსოფლიო

ტრამპისა და პუტინის შემდეგ ჩინეთში ჩასვლის სურვილი სერბეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ ისიც ჩინეთში ჩავა.

ზუგდიდის საკათედრო ტაძარი

16 მაისი 2026, 16:00

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყება

წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ქალაქის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან და მსვლელობა, საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც პარაკლისს გადაიხდიან.

დეკანოზი მატათა (ზოიძე)

16 მაისი 2026, 15:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან 12:00 საათზე დაიწყება

მანამდე მრევლს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ელოდებიან. მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან დასრულდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის. ეპარქია ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა მოქალაქეს იწვევს.

16 მაისი 2026, 15:25

პოლიტიკა

ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

ცესკოს ინფორმაციით, ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო. შეხვედრების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე და ისაუბრა იმ გამოცდილებასა და გზაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამდე გაიარა.