აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო
სულხან თამაზაშვილი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი
მიაგო.
შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან და დელაგაციის წევრებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდა „შეჰიდების ხეივანში“, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 18:25
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში
რატომ გახდა აუცილებელი ახალი უწყების შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის მონიტორინგს გულისხმობს, - ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც დარახველიძემ განმარტა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.
18 მაისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
18 მაისი 2026, 18:23
სამართალი
ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა
ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
18 მაისი 2026, 18:18
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ვიმედოვნებთ, რომ Routes Europe 2026-ზე დღევანდელი შეხვედრები უახლოეს მომავალში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს
იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია TAV Georgia-მ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს როგორც მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებთან.
18 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ ილჰამ ალიევთან შეხვედრით. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში
მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:10
რეგიონი
პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნას დაესწრო.
18 მაისი 2026, 18:09
მსოფლიო
კირ სტარმერი: უკვე არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი, რომ წასვლას არ ვაპირებ - ძალიან მტკიცედ მწამს, რომ უნდა ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა არ დასრულებულა და რომ მას კვლავ „სურს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა“.
18 მაისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:02
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
18 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის
როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
18 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს, ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება. შეხვედრა მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
18 მაისი 2026, 17:52
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.
18 მაისი 2026, 17:49
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: საგარეო სექტორის მიმართულებით პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო.
18 მაისი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში, დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია
როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
18 მაისი 2026, 17:44
პოლიტიკა
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.
18 მაისი 2026, 17:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში.


