საზოგადოება

ამაღლების ხატი

21 მაისი 2026, 00:01

დღეს ამაღლებაა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

20 მაისი 2026, 19:03

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანთა დასაქმებისა და გადამზადების სამსახურის (VETS) ხელმძღვანელი და აშშ-ს შრომის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯერემი ვორქმენი, მისი მოადგილე ენდრიუ აუერბახი, ვეტერანთა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარშალ აშერი, ეროვნული პროგრამების დირექტორი აივან დენტონი, აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია.

20 მაისი 2026, 18:52

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო

იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 დასრულდა. ფორუმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე კომპანია TAV Georgia-სთან ერთად ერთობლივი სტენდით მონაწილეობდა და საერთაშორისო ავიაბაზარზე ქვეყნის საავიაციო და ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.

20 მაისი 2026, 18:29

გივი მიქანაძემ ბოლო ზარის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.

20 მაისი 2026, 16:54

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოსა და მოლდოვის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

დავით ქართველიშვილი

20 მაისი 2026, 15:35

დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი

არ გვპატიობენ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არარჩევას, ხოლო ქორეპისოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ლევან დვალი

20 მაისი 2026, 15:23

ლევან დვალი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც საერთაშორისო კინოფესტივალებთან, ასევე უცხო ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან - ქვეყნის წარმოჩენას შევძლებთ კანადაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში

ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოჩენილი.

20 მაისი 2026, 15:20

ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სასწავლო კურსი, რომლის მიზანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა, 8-12 ივნისს ჩატარდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}