N96 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ფოტო: თბილისის მერია
ჩუღურეთის რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N96 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი ყოველწლიურად იზრდება, თავისთავად იზრდება მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც, რადგან არსებული რესურსი გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს იყო როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ისე არსებული შენობების განახლება და მოწესრიგება. უკვე ათასობით მშობელი და პატარა გავახარეთ, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და სააგენტო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. უკვე გამოცხადდა ტენდერი ჩუღურეთის რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N96 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობაზე. საბავშვო ბაღის ამჟამინდელი შენობა არქიტექტურულად არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც, პროექტის ფარგლებში მოხდება მისი დემონტაჟი და აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, სამსართულიანი შენობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღი ექვს ჯგუფზე იქნება გათვლილი და 170 აღსაზრდელს მოემსახურება.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც, შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყება.
„რაც მთავარია, სამუშაოების მიმდინარეობისას N96 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, რადგან მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 12:43
პოლიტიკა
წილოსანი დანიის მოვლენებზე პრემიერის ღია წერილზე: ეს იმ ტაქტიკის გამოყენებაა ჩვენი მხრიდან, რომელსაც ჩვენი პარტნიორები არასწორად იყენებდნენ საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად გამოვხატეთ აღშფოთება
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს აფასებს, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დანიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მიმართა.
20 მაისი 2026, 12:33
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდივიდუალური მეწარმე ზ. გ. -ის (მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N22) კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“. სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20 მაისი 2026, 12:31
მსოფლიო
პოდოლიაკი: უკრაინაში არჩევნები, შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები, შესაძლოა 2027 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.
20 მაისი 2026, 12:28
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელმა მსოფლიომ ასევე ნახოს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, რაც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს უკავშირდება
დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელმა მსოფლიომ ასევე ნახოს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, რაც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს უკავშირდება, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
20 მაისი 2026, 12:26
საზოგადოება
რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
20 მაისი 2026, 12:17
მსოფლიო
სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა 20-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული კოორდინაციის შემდგომი გაძლიერებისა და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.
20 მაისი 2026, 12:13
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.
20 მაისი 2026, 12:01
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს - დირკ რამაეკერსს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
20 მაისი 2026, 11:53
საზოგადოება
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
20 მაისი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან
სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
20 მაისი 2026, 11:49
პოლიტიკა
პაპუაშვილი ბრიტანეთის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე: ეს ნიშნავს რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები
ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
20 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი, წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი
ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკის და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 მაისი 2026, 11:45
კულტურა
„რიკი და მორტის“ მიხედვით სრულმეტრაჟიან მულტფილმს გადაიღებენ
ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი და გეგმავენ თუ არა მის დამზადებას მხოლოდ სტრიმინგებისთვის, თუ კინოგაქირავებაშიც გაუშვებენ.
20 მაისი 2026, 11:43
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობები მაქვს. რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივი უნდა ვცეთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობები აქვს.
20 მაისი 2026, 11:29
სამართალი
,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ზოდები, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო ჯამში: 543 გრამი) და არადეკლარირებული ნაღდი ფული კერძოდ, 48 200 აშშ დოლარი და 85 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
20 მაისი 2026, 11:29
საზოგადოება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე პრეტენდენტებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
20 მაისი 2026, 11:27
ჯანდაცვა
თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
20 მაისი 2026, 11:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მსგავსებაც კი არ არის იმ სასტიკ სისტემასთან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 პატიმარი ჰყავდა და 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% გამოცხადებული ჰყავდათ კრიმინალად
ჩვენ ვნახეთ, რომ კვლავ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ მსჯავრდებულები, არამედ ყველა, ვისზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არის 22 000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ალტ ინფოს“ წევრების განცხადებებზე საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ.
20 მაისი 2026, 11:24
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.


