დავით სონღულაშვილი BP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრითიშ პეტროლიუმის (BP) საქართველოს ოფისის დირექტორს აითან ჰაჯიევას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა BP-ისა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„BP-თან თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული. სამინისტროსა და კომპანიას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, ისე მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, BP საქართველოში საქმიანობის 30 წელს აღნიშნავს და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. BP რეგიონს არ ტოვებს, პირიქით, საქართველოში და მთლიანად რეგიონში საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს. ჩვენ ვრჩებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემის პარტნიორებად და გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვას“, - აღნიშნა აითან ჰაჯიევამ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით და საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის ტყის აღდგენისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ BP აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან როგორც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ისე გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წკრიალაშვილი, ზურაბ ეზუგბაია და ბრითიშ პეტროლიუმის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 14:58
პოლიტიკა
ზარქუა: „ნაცების“ დროს საქართველო იყო პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობით - 22 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდათ, 300 000-ზე მეტი ქართველი გამოატარეს იმ პერიოდში ქართულ ციხეებში - ხომ იცით, ციხეები მაშინ რას წარმოადგენდა, ტრაგედიები ტრიალებდა
„ნაცების“ დროს საქართველო იყო პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობით - 22 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდათ, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
20 მაისი 2026, 14:50
საზოგადოება
დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარია
დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარია. საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.
20 მაისი 2026, 14:45
მსოფლიო
Bloomberg: აშშ უკრაინას მოუწოდებს ბელარუსის სასუქზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს
აშშ უკრაინას მოუწოდებს შეამსუბუქოს ბელორუსულ კალიუმის სასუქზე დაწესებული სანქციები და ზეწოლა მოახდინოს ევროპელ მოკავშირეებზე, რათა მათაც იგივე გააკეთონ. ინფორმაციას Bloomberg-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 მაისი 2026, 14:42
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბუნებრივია, პატიმრების რაოდენობა მაღალი იყო. იყო პატიმრების უფლებების შელახვაც
სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ოპოზიციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ალტინფოს“ და მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ რეალური 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.
20 მაისი 2026, 14:38
სამართალი
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია - თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
20 მაისი 2026, 14:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოვიდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ანალოგიურ შემთხვევაში
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოვიდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ანალოგიურ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ყოველთვის მივუერთდებით საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ამაზე გვაკრიტიკებდნენ და რას არ გვეძახდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
20 მაისი 2026, 14:38
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი.
20 მაისი 2026, 14:34
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია
ეს არ არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით.
20 მაისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: სიძულვილის ენა ყოველთვის იყო ის იარაღი ოპოზიციისთვის, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველგვარი არგუმენტისგან იცლებოდნენ
„ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო სწორედ საზოგადოების დაკვეთა და, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ეფექტიანი ნაბიჯი. ვფიქრობ, სწორი პოზიციონირებით, ჩვენც და ოპოზიციური მხარეც, უკვე კონკრეტული არგუმენტებით გაჯერებულ კრიტიკაზე გადავალთ“, - მიიჩნევს შალამბერიძე.
20 მაისი 2026, 14:31
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ
საქმე ეხება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებასთან ერთად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკები.
20 მაისი 2026, 14:28
პოლიტიკა
რამდენად თანმიმდევრულია ბრიტანეთის პოლიტიკა - რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის განახლებასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ დიდი ბრიტანეთის საელჩოს კითხვით მიმართა
რამდენად თანმიმდევრულია ბრიტანეთის პოლიტიკა - რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის განახლებასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ დიდი ბრიტანეთის საელჩოს კითხვით მიმართა. როგორც ცნობილია, 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი. ეს გადაწყვეტილება ფარისევლობად ფასდება საქართველოს ხელისუფლებაში.
20 მაისი 2026, 14:28
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები
იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.
20 მაისი 2026, 14:21
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ჩვენ მოვინახულეთ მანქანათმშენებლობა და ამ პროვინციის ის ძლიერი მხარეები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის
ჩვენ მოვინახულეთ მანქანათმშენებლობა და ამ პროვინციის ის ძლიერი მხარეები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, - განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ჩინეთში, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
20 მაისი 2026, 14:20
მსოფლიო
Euronews: სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში და არა უკრაინაში კონფლიქტის დასრულება „ძალიან მნიშვნელოვანია“
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს შეეხო და აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა „ძალზე მნიშვნელოვანია“, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია „კრიტიკულ ეტაპზე“ იმყოფება და ომიდან მშვიდობისკენ იხრება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
20 მაისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია შევთავაზოთ
გვქონდა, რამდენიმე ერთობლივ პროექტზე საუბარი. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის შაანსის პროვინციაში გამართული შეხვედრების შემდეგ.
20 მაისი 2026, 14:18
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი სოზარ სუბარი, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, ჩინეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას აფასებს.
20 მაისი 2026, 14:15
პოლიტიკა
ჭაო იდე: გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე
ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე, - განაცხადა შანსის პროვინციის კომიტეტის მდივანი, კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჭაო იდემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას.
20 მაისი 2026, 14:14
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია⚽
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
20 მაისი 2026, 13:56
საზოგადოება
თინათინ რუხაძე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს: გილოცავთ ამ ლამაზ დღეს და უდიდეს წარმატებას გისურვებთ. თქვენ არა მხოლოდ თქვენი ოჯახის, არამედ ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი ხართ, თქვენი გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა!
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თინათინ რუხაძე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს „ბოლო ზარს“ ულოცავს.
20 მაისი 2026, 13:47
მსოფლიო
უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქების გამო ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა აკრძალეს
ხელისუფლების მონაცემებით, ორივე შემთხვევა დაკავშირებულია მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ აფეთქებასთან. ერთ-ერთი დაავადებული, 59 წლის კაცი, გარდაიცვალა. მეორე პაციენტი იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ორივე პაციენტი კონგოდან ჩამოსული პირია.


