ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს
ლანა მორგოშია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
„ქალაქ ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, 11 საათიდან მოსულ სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით დახვდება. როგორც ყოველთვის, წელსაც ვიზრუნეთ იმაზე, რომ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის სტუმარს. ზუგდიდის მთავარ მოედანზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, პენიტენციური სამსახურის კვადროციკლები და საჯარო რეესტრის ამზომველების უახლესი მოწყობილობები. გარდა ამისა, ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან საინტერესო ინსტალაციები“, - განაცხადა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, 26 მაისის ღონისძიებებზე სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული საკუთარი საქმიანობის შესახებ სტუმრებს არაერთი ინტერაქციული პროგრამით კიდევ ერთხელ გააცნობს თავს.
„იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული არქივი, რომელსაც შემონახული აქვს როგორც დამოუკიდებლობის, ისე ჩვენი გაქრისტიანების უძველესი ისტორიული მასალები. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს სწორედ ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, იუსტიციის სამინისტროს სამარკო ნიშანია პასპორტი. როგორც ყოველ 26 მაისს, წელსაც სამახსოვრო პასპორტს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს ბოლო ერთი წლის რეფორმებია აღბეჭდილი, სტუმრებს ადგილზევე დავუბეჭდავთ და საჩუქრად გადავცემთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისის მრავალფეროვან ღონისძიებებზე, სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმის კუთხესთან ერთად, წარმოდგენილი იქნება „რე-მარკეტის“ სივრცეც.
„რე-მარკეტი“ - ეს არის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შექმნილი და წარმოებული პროდუქცია ფართო საზოგადოებას ანახონ, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი, საკუთარ საჭიროებებს მოახმარონ“, - თქვა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა გასართობ სივრცეებზე. ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე მისულ ბავშვებს ბევრი სიურპრიზი ელით. „ასე რომ, ყველას, ვისაც 26 მაისის საინტერესოდ გატარება სურს, ზუგდიდში გელით. ეს დღე ჩვენია!“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 11:16
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს - ხალხს ახსოვს `„თიბისი ბანკის ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქართველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში
რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში.
22 მაისი 2026, 11:02
სამართალი
პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:53
მსოფლიო
ტეხასში ქალი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომლითაც ქალაქში წყლის ხარისხს აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ წყლის მოხმარების შემდეგ ტრინიდადის მცხოვრებლები საავადმყოფოში გადაიყვანეს
აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრები ქალი, ჯენიფერ კომბსი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც აცხადებდა, რომ ქალაქ ტრინიდადში წყლის მოხმარების შემდეგ მცხოვრებლები საავადმყოფოში მოათავსეს.
22 მაისი 2026, 10:50
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:47
რეგიონი
მდინარე ხობისწყალზე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
22 მაისი 2026, 10:43
პოლიტიკა
მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს
აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის, სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს.
22 მაისი 2026, 10:29
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პოლონეთში 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
22 მაისი 2026, 10:24
რეგიონი
მესტიის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარსგურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:18
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:16
მსოფლიო
POLITICO: რუტე ნატოს მოკავშირეებს ამერიკული იარაღის ყიდვას სთავაზობს, რათა აშშ-მა მათ ზურგი არ შეაქციოს
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ახალი გეგმა შეიმუშავა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ზურგს არ შეაქცევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
22 მაისი 2026, 10:05
საზოგადოება
სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust-ის „The Travel List Green List“-ში შევიდა. „The Travel Green List“ სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust ყოველწლიური, გლობალური პრესტიჟული რეიტინგების სიაა. ეს პროექტი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ იმ გამორჩეულ მიმართულებებს, ინიციატივებსა და ტურისტულ პლატფორმებს აერთიანებს, სადაც ეკომეგობრულ ტურიზმს ხელს უწყობენ.
22 მაისი 2026, 09:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
22 მაისი 2026, 09:38
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად
უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
22 მაისი 2026, 09:32
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა.
22 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას. ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს
არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „მატყარა მდგომარეობაში ყოფნა სახალისო არ არის.”
22 მაისი 2026, 09:18
კულტურა
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამო აგებული იყო ვახუშტი კოტეტიშვილის ლიტერატურულ-დრამატულ კომპოზიციებზე, ლექსებზე, თარგმანებზე, მის ბიოგრაფიულ რომანსა და ჩანაწერებზე.
22 მაისი 2026, 08:59
მსოფლიო
პოლონეთმა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
პოლონეთის ხელისუფლებამ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 08:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: პეტერ ფიშერის განცხადებები სრულიად ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპულია
დიპლომატის მორიგი ანტიქართული რიტორიკა - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პეტერ ფიშერის მორიგ განცხადებას. საუბარია ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუზე, სადაც გერმანიის ელჩი ამბობს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ.
22 მაისი 2026, 08:40
საზოგადოება
დღეს ნიკოლოზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.


