ექიმი იაგო ფრანგიშვილი: დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება. მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა, EMA-მ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი
იაგო ფრანგიშვილი
ფოტო: Facebook
დუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება. მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა EMA-მ, ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი, - წერს სოციალურ ქსელში უცხოეთში მოღვაწე ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
იგი პაციენტების მომსახურების ქართულ და უცხოურ პრაქტიკასა და დიუშენის სინდრომის მკურნალობაზე ვრცელს პოსტს აქვეყნებს.
პოლიტიკაზე მინდოდა რაღაცა დამეწერა და
ესეც პოლიტიკაა
ის, რაც საქართველოში გენეტიკურად დეტერმინირებული კუნთოვანი დისტროფიის ,,მკურნალობის,, თემასთან დაკავშირებით ხდება, არის აბსოლუტურად ტიპიური საქართველოში ჯანმრთელობის მიმართ მენტალური დამოკიდებულების აღსაწერად.
საქართველოში ცნობილ ექიმთა დიდი კოჰორტა, ყოველგვარი მორალური და ადამიანური პასუხისმგებლობის გარეშე ატყუებს ადამიანებს, იყენებს შიშებს და გაურკვევლობის გრძნობას, რის გამოც ათიათასობით ადამიანი მიდის სამკურნალოდ თურქეთში, როცა იდენტური მკურნალობა ადგილზეც შეიძლება.
უფრო ხშირად აგზავნიან თურქეთში პაციენტებს, რომელთაც მკურნალობის შანსიც კი არ გააჩნიათ და ერთადერთი სამედიცინო დახმარება პალიაციაა, ანუ მდგომარეობის შემსუბუქებაა.
საქართველოში აბსოლუტურად შესაძლებელი გახდება ყველანაირი მკურნალობა, თუკი მოხდება უპირველესად საშინელ ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოების სანირება და წესრიგის, სამედიცინო წესრიგის დამყარება საავადმყოფოებში, რაც ნიშნავს რომ არსებობენ საკმარისად მორიგე პერსონალი, საკმარისად სამედიცინო და დამხმარე მედიკაცია, საკმარისად ჰიგიენაზე მზრუნავი პერსონალი და ადამიანური დამოკიდებულება პაციენტის და მისი პატრონის მიმართ.
აი მხოლოდ ამით გვჯობია თურქეთი.
საქართველოში ექიმს ეშინია ან მიზანმიმართულად არ უხსნის პაციენტს საკუთარ მდგომარეობას.
სამაგიეროდ ამისამართებს თურქეთში, საიდანაც მიიღება პროვიზია, ანუ პროცენტი.
ადამიანები და ოჯახები ყიდიან ყველაფერს, მათი სანათესავო იღებს ვალებს, უფინანსებენ თურქეთში სამედიცინო მომსახურებას და მაქსიმუმ 2 წლის მერე, როცა ყველანაირი სახსარი ამოიწურება და დაავადება უკვე აშკარად პალიაციურ, ტერმინალურ მდგომარეობაში გადადის, უბრუნდებიან საქართველოს და კეთდება ის, რაც ადრევე იყო გასაკეთებელი.
ასეთ აბსოლუტურად პალიატიურ ავადმყოფებსაც კი თურქეთი აიმედებს და ეუბნება, რომ არსებობს ეს და ის და ფულია საჭირო.
ბევრი იჯერებს და იღებს უფრო და უფრო მეტ ვალს. ბევრი ევროპას მიმართავს.
ადრე იტალიელი და ფრანგი კლინიკებიც იყვნენ ამ თურქულ ქართულ კომპოტში ჩართული. დღეს უკვე საბედნიეროდ ევროპის დიდი კლინიკები ერთხმად ეუბნებიან პაციენტს რომ სიტუაციის განკურნება შეუძლებელია და მდგომარეობა პალიატიურია.
ძალიან ბევრი ამას არ იჯერებს, ჰგონიათ რომ ფულის ნაკლებობის გამო ეუბნებიან ამ პასუხს, რაც კიდევ უფრო სავალალო შედეგს იწვევს პაციენტისთვის და ოჯახისთვის.
დღეს, 21-ე საუკუნის და ღია გაიდლაინების ეპოქაში ნებისმიერ ექიმს და სამედიცინო სფეროში ოდნავ გარკვეულ ადამიანს შეუძლია დაადგინოს და დააზუსტოს საკუთარი დაავადების ხარისხი და თერაპიული საშუალებები.
რა თქმა უნდა, არსებობს ფარმაკოინდუსტრია, რომელიც მილიარდებს ხარჯავს ახალი მედიცინის შექმნაში და დიდი ინტენსივობით ეძებენ პაციენტებს მეორე და მესამე ფაზის კვლევებისათვის.
ასეთი ძებნის, აგრესიულად აქტიური ძებნის შედეგი იყო ზრდის დარღვევის ადამიანების დემონსტრაცია საქართველოში.
აშკარა იყო რომ ის პრეპარატი მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე და მხოლოდ გარკვეულ პაციენტთა ჯგუფში შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც საცდელი პრეპარატი.
იმის მაგივრად რომ შესაბამის ექიმებს საქართველოდან ეაქტიურათ, მოენახათ კონტაქტი ფარმაკოფირმასთან, მოეხდინათ შესაბამის პაციენტთა ევალუაცია და ჩაესვათ პროგრამაში, მოხდა რა?
წამალი გამოცხადდა ,,სასწაულად,, და ,,განკურნებადად,, ყველა ზრდის დარღვევის პაციენტისათვის.
დღესაც იგივე ხდება დუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება.
მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა EMA მ, ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას.
ეს გახლავთ აი იმ დეფექტური გენის რაღაც ნაწილი, რომლებიც მიეცემათ პაციენტს.
გენური რეპარაციის და რეკონსტრუქციის თერაპია ცოცხალ კომპლექსურ ორგანიზმებში ჯერჯერობით არ არსებობს, ასე რომ ეს თერაპია სამკურნალო არ გახლავთ. არაა სამკურნალო. საცდელი თერაპიაა.
ევროპაში მხოლოდ კვლევების ფორმატით დაშვებული. ამის ახსნა არის ექიმის მოვალეობა.
და ახლა უმთავრესი
ის ადამიანები, რომლებიც დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფიით არიან დაავადებულნი, უნდა იღებდნენ ყველაზე ეფექტურ და აბსოლუტური სამტკიცებით გამყარებულ თერაპიას, რომელიც ადამიანებს პრობლემებსაც უმსუბუქებს და ცხოვრების ხარისხსაც უუმჯობესებს.
ესაა ფიზიოთერაპია, აქვა თერაპია, ინტენსიური მანუალური თუ აპარატული ვარჯიში და ზრუნვა ადამიანზე.
ესაა დამტკიცებულად ერთადერთი გზა, რომელიც მოქმედებს დაა ფუნქციონირებს.
გენეტიკური დაავადების განკურნება დღესდღეობით მხოლოდ სამი დაავადებისაა შესაძლებელი და თუკი ბავშვობის ადრეულ ასაკში მიეცემა.
ამიტომაც აი ამ შემთხვევაშიც მივმართავ საქართველოს შესაბამის ექიმებს რომ დაეკონტაქტონ ფარმაკოფირმას, მოახდინონ შესაბამის პაციენტთა ევალუაცია და დამერწმუნეთ, აი ეს რამდენიმე ბავშვი, რომელიც შეესაბამება წამლის პროფილს, მოხვდება საკვლევ პროგრამაში, უფასოდ.
ევროპაში ამ წამლის არა საცდელად, არამედ წამლად დასაშვებად ფარმაფირმებს ესაჭიროებათ პაციენტები.
მოვუწოდებ ექიმებს რომ იმუშაონ პაციენტთან და მის მშობლებთან ერთად იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დღეს საქართველოს ჯანდაცვას აქვს", - წერს იაგო ფრანგიშვილი.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 10:15
რეგიონი
თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 10:12
რეგიონი
ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.
31 ივლისი 2026, 10:09
სპორტი
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 09:51
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება
პოლონეთის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება. ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე სმარტფონებისა და მსგავსი ფუნქციის მქონე მოწყობილობების გამოყენება აეკრძალებათ.
31 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა.
31 ივლისი 2026, 09:26
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა ზოგან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. მომდევნო დღეებში კი მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.
31 ივლისი 2026, 09:23
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 09:17
რეგიონი
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო
მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საპროექტო ორგანიზაციისა და გეოლოგების წარმომადგენლებთან ერთად, თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფებოდა.
31 ივლისი 2026, 09:11
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომ უკან იხმობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
31 ივლისი 2026, 09:03
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას.
31 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა
რუსეთში, ვოლგოგრადის, თათრეთისა და კრასნოდარის მხარეებში გვიან ღამით Wildberries-ის რამდენიმე ობიექტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 04:19
მსოფლიო
„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.
31 ივლისი 2026, 04:08
მსოფლიო
დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.
31 ივლისი 2026, 03:55
მსოფლიო
Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.
31 ივლისი 2026, 03:48
მსოფლიო
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 ივლისი 2026, 03:34
მსოფლიო
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.
31 ივლისი 2026, 03:24
მსოფლიო
The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.


