პატრიარქი: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება
შიო მესამე
ფოტო: საპატრიარქო
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III ქადაგებისას წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ, ძვირფასო მეუფევ, მამებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ დღევანდელ დღეს - აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი, ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. აფხაზეთში, სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის.
ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში.
მაგრამ, ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. უკვე რამდენი წელი გავიდა, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვრწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება, როგორც ყოველი დიდი საქმე. მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ? - „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
აი, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ლოცულობს რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირადი საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომლებიც უშლის მას უფალთან დაახლოებაში, მადლის მიღებაში. თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, უფალი მას აუცილებლად ეხმარება.
მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც შესაბამისად, ეს სულიერი ცხოვრების კანონია, მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს, გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ, ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენისა და გაერთიანების მადლი. ამაზე იყო საუბარი დღევანდელ საღვთო ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაშიც.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს იმის შესახებ, რომ მას მოუწევდა თავის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება. რა თქმა უნდა, მოციქულები ამის გამო ძალიან წუხდნენ. დღეს წაკითხულ საუბარში, ისევე, როგორც სხვაგან, უფალი მათ ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. მაგალითად, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთ, ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, - ამბობს უფალი. ისინი მეტ სასწაულს მოახდენენ არა იმიტომ, რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულნი იქნებიან, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით.
უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ, ღმერთს მიმართოთ ლოცვით, იესო ქრისტეს სახელით (რაც აქამდე არ ხდებოდა) და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება, მაგრამ აქაც პირობას აყენებს: „დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინისმცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება“ (ინ. 14, 15-16).
„ნუგეშინისმცემელს“ უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი. ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს: გარდა იმისა, რომ მოგივლენთ ნუგეშინისმცემელს, მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მუდამ ვიქნები თქვენთან, „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად“ (ინ. 14, 18).
აი, ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. „მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) და თქვენც, ჩემთან ერთობით, როგორც სიცოცხლის წყაროსთან, იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი, ასეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოდ, ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ, რა თქმა უნდა, რწმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში, თუ ასევე რწმენით ვიღებთ მათ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მადლით ხართ გამოხსნილები და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია“ (ეფეს. 2, 8-9).
ეს არის ნიჭი ნუგეშინისმცემელი სულიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით რამდენიმე დღეში, სულ ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული. ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, განგვწმინდოს, გაგვაძლიეროს, აცხონოს ჩვენი სულები და მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა და იმ ძმური სიყვარულის აღდგენისა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის; მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით; მოგვცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ!“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.
30 ივლისი 2026, 20:38
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
30 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.
30 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.
30 ივლისი 2026, 20:28
რეგიონი
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა.
30 ივლისი 2026, 20:22
რეგიონი
ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 20:15
საზოგადოება
რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.
30 ივლისი 2026, 20:10
პოლიტიკა
მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრმა ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
30 ივლისი 2026, 19:58
მსოფლიო
„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება
UEFA-მ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხუთშაბათს მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას როგორც კაცების, ისე ქალების ტურნირებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება.
30 ივლისი 2026, 19:45
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა.
30 ივლისი 2026, 19:35
მსოფლიო
Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.


