ლანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმრებს ზუგდიდის მთავარ მოედანზე იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდება. ლანა მორგოშიას თქმით, წელს 26 მაისთან ერთად აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავი და ეს დღე ორმაგად საზეიმო და განსაკუთრებულია.
„გვექნება არაერთი მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიება, ისევე, როგორც ყოველ წელს. უბრალოდ, წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის. იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. წელს აღვნიშნავთ ზუგდიდში და წარმოვადგენთ ჩვენი ეროვნული არქივის ინსტალაციებს, ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ისტორიასა და ქრისტიანობის ისტორიასთან ერთად წარმოვადგენთ ისტორიას ზუგდიდის შესახებ, ისტორიულ ფაქტებს. გვექნება თემატური სტენდები, სივრცეები, ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართულებებიც იქნება წარმოდგენილი. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული კუთხეები. მე შემიძლია მიკერძოების გარეშე ვთქვა, რომ მეგრული სამზარეულო არის ძალიან გამორჩეული და, შესაბამისად, ესეც გვაქვს გათვალისწინებული. გვაქვს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სწორედ ამ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით სერვისს აწვდის და 26 მაისსა და სხვა ღონისძიებებზეც გვაქვს გამოფენა-გაყიდვა. გვექნება, ასევე, ყველასათვის ნაცნობი და ძალიან მოთხოვნადი სამახსოვრო პასპორტები, ქორწინების სივრცე, რომელიც არაჩვეულებრივად იქნება მოწყობილი და, წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ყოველთვის ერთი წყვილი მაინც გვყავს ხოლმე, რომელიც ამ დღეს ხელს აწერს. ვცდილობთ, ყველა ასაკის სტუმრის გემოვნება და მოთხოვნილებები გავითვალისწინოთ, თუმცა, ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. ჩვენც გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი პენიტენციური სამსახურის აღჭურვილობა და კვადროციკლები. ასევე, მოსწონთ სამახსოვრო პასპორტები, ID ბარათების კუთხე, სადაც შესაძლებელია ფოტოს გადაღება“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ ზუგდიდში აღნიშნავს. მთავარ მოედანზე ღონისძიებები 11.00 საათიდან დაიწყება. 17.10 საათზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 16:39
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.
25 მაისი 2026, 16:38
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს
„ჩვენ უწყების მანდატის შესაბამისად, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაზე. ,,ქართული ენა გვაერთიანებს“ - იქნება მთავარი გზავნილი. სახელწმიფო ენის ცოდნის დონე ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი აქტივობა დავაკავშირეთ სახელმწიფო ენასთან და კონკურსებში გამარჯვებულებისთვის შესაბამისი ბრენდირებული პრიზებიც გვექნება“.
25 მაისი 2026, 16:38
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაისი 2026, 16:34
პოლიტიკა
პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა.
25 მაისი 2026, 16:30
საზოგადოება
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
25 მაისი 2026, 16:24
რეგიონი
მცხეთაში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს
„26 მაისს, 12:00 საათიდან, მცხეთის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე აკეთებს - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორები სპეციალურ სივრცეში ჩაატარებენ გულ-ფილტვის რეანიმაციის დემონსტრაციას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ პირველადი დახმარების წესები შეისწავლონ. იქვე წარმოდგენილი იქნება სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა და სამედიცინო მოტოტრანსპორტი“.
25 მაისი 2026, 16:23
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
25 მაისი 2026, 16:23
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.
25 მაისი 2026, 16:20
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც „სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
25 მაისი 2026, 16:17
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას
გასული წლის მონაცემებით, მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - 2025 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე 2.3 პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
25 მაისი 2026, 16:15
საზოგადოება
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე ნათია კიკალიამ და პროკურორმა გიგა გურაშვილმა მცხეთის N1 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
25 მაისი 2026, 15:53
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
25 მაისი 2026, 15:48
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 მაისი 2026, 15:44
სამართალი
„ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
25 მაისი 2026, 15:40
ტაბლოიდი
ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა🗼
ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე თითქმის 450 ათას ევროდ გაიყიდა. საუბარია კოშკის ისტორიული კიბის ფრაგმენტზე -14-საფეხურიან სექციაზე, რომლის სიმაღლე დაახლოებით 2,7 მეტრია, ხოლო წონა თითქმის 1,4 ტონას შეადგენს. ეს ნაწილი ნაგებობის მეორე და მესამე დონეებს აკავშირებდა. სწორედ ამ კიბით ადიოდნენ 1889 წლის მსოფლიო გამოფენის სტუმრები, რომლისთვისაც ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა თავისი კოშკი დააპროექტა, რაც მოგვიანებით პარიზის სიმბოლოდ იქცა.
25 მაისი 2026, 15:21
თავდაცვა
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ.
25 მაისი 2026, 15:19
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 მაისი 2026, 15:17
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება და არა „პენიტენციური კოდექსით“. ასევე, ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს, ნაცვლად, იუსტიციის მინისტრისა.
25 მაისი 2026, 15:01
საზოგადოება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


