26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.
დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე
.
17:10 საათზე მთელს ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალა კონცერტებით დასრულდება.
26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება.
პროგრამა:
ალექსანდრეს ბაღი
12:00 – 19:00 - საბავშვო კონცერტი - ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;
12:00 – 20:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა - საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;
ხაზინის და ფხოვის ქუჩა
12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები; საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;
ფურცელაძის ქუჩა
12:00 – 20:00 - ღვინისა და ხორბლის სივრცე - ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;
14:00-18:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;
12:00-16:00 - მუსიკალური ნაწილი - ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;
ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა
12:00 – 19:00 - სახელოვნებო სივრცეები - ყვავილების სივრცე/გამოფენა - ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;
ვეკუას ქუჩა
12:00 – 20:00 - კვების კუთხე
იტალიის ქუჩა
12:00 – 20:00 - კვების ობიექტები
ათონელის ქუჩა
17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო - საქართველოს ჰიმნი
ათონელის ქუჩა, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
20:00 - გალა კონცერტი
26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში და მარნეულში მემორიალთან - „კიდევაც დაიზრდებიან“, დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები.
ახალქალაქი - პროგრამა:
11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა;
11:00 – 18:00 კვების სივრცე;
11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები);
12:30 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;
13:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
14:00 - საბავშვო ანიმაციური აქტივობა;
16:00 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;
17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - კვარტეტი „უნისონი“;
17:15 - გალა კონცერტი
მარნეული - პროგრამა:
11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
11:00 – 18:00 კვების სივრცე;
11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, თამაშები);
12:30 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;
13:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
14:00 - საბავშვო ანიმაციური საცეკვაო თამაში/აქტივობა;
16:00 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;
17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - შაბან მამედოვი და ტრიო „ბალადა“;
17:15 - გალა კონცერტი
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება შემეცნებითი, გასართობი და სამეწარმეო აქტივობები.
პროგრამა:
11:00 – 15:30 - ჯადოსნური წიგნების სამყარო - ვეფხისტყაოსანი
12:00 – 17:00 - პატარებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სახალისო ვორქშოფები: ჩემი ციხესიმაგრე - საბავშვო მშენებლობა სპეციალური მასალით; პატარა უფლისწული - პლანეტების დამზადება; ჩანთების და კერამიკული ნივთების მოხატვა;
11:00 – 18:00 - აღმოსავლური ბაზარი - ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები; მინიატურული ქანდაკებები; სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული დეკორატიული ნივთები; ნაქსოვი პროდუქცია; სამკაულები; აქსესუარები; ტრადიციული მესხური კერძები და ნუგბარი;
13:00 – 14:30 - ახალციხის მუნიციპალიტეტის ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
12:00 - 17:00 - მოსიარულე მზე და მისი მეგობრები / საპნის ბუშტები; შოუ პროგრამა
14:30 - 17:00 თითების თეატრის წარმოდგენა
17:10 - საქართველოს ჰიმნი - ანსამბლი „შავნაბადა“
18:00 - გალა კონცერტი
დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი გორში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს, აგრეთვე, პროგრამა დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით:
12:00 – 19:00 - გორის ცენტრალური მოედანი / საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია - მთავარი ინსტალაციები, საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები - „ჭკვიანი ქალაქი“ - საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ინტერაქტიული სივრცე; ისტორიული და თემატური საგამოფენო სივრცეები; საინფორმაციო და ინტერაქტიული სტენდები; ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა; სიმბოლური საპასპორტო კონტროლის სივრცე; პოლიციის ფორმებისა და ატრიბუტიკის გამოფენა; საბავშვო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები; საცოცი კედელი; ფოტოზონები და თემატური ინსტალაციები; სასაჩუქრე და ბრენდირებული აქსესუარები;
12:00 – 19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - ანიმატორები; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობები; დრამების მარში;
12:00 – 19:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კვებისა და ტკბილეულის სივრცე;
14:00 – 16:30 - ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - გორის ქალთა კამერული გუნდი;
18:00 – გალა კონცერტი.
ზუგდიდში, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამა:
11:00-17:00 - თავდაცვის ძალების შეიარაღების გამოფენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია - საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი; ეროვნული არქივის ინსტალაცია - საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ; საინფორმაციო ინსტალაცია სამინისტროს შესახებ; გიგანტური პასპორტი; 360 GIFFER; ფოტო სივრცე - გაზეთი; ფოტო სივრცე - ID ბარათი; ტრადიციული ფოტო სივრცე; მობილური იუსტიციის სახლი - გაიცემა სიმბოლური დაბადების მოწმობა; რე-მარკეტი; მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა; ძველი სანოტარო აქტების გამოფენა; სსიპების სტენდები; პენიტენციური სამსახურის კვადროციკლების გამოფენა; პენიტენციური სამსახურის შეიარაღება და სპეცსაშუალებები; „მართე პროცესი მარტივად“ - მოცულობითი სტენდი; კვების ზონა; ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცე; სამართლებრივი კონსულტაციები ნოტარიუსებისგან; ამზომველების კონსულტაცია; სიმბოლური პასპორტების ბეჭდვა;
12:00 – 15:00 - ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების კონცერტი
17:10 - ჰიმნს შეასრულებს ადგილობრივი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი;
18:00 - გალა კონცერტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს თელავი.
პროგრამა:
11:00-18:00 - საბავშვო აქტივობები: 3D მაკეტი მოძრავი ელემენტებით. რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლებამდე; ენერგეტიკული გასაფერადებელი; ააშენე მილსადენი; ენერგეტიკული ფაზლი; ინტერაქტიული თამაში; ქარის სათამაშო ტურბინა. შემეცნებითი აქტივობები: 3D ზონა - VR/3D სათვალეები, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები მიიღებენ ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას ენერგიის წყაროების მუშაობის შესახებ და ექნებათ ვირტუალურ რეალობაში მოხვედრის საშუალება; ენერგიის გენერირების ველოსიპედები; საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ციფრული ვიზუალიზაცია; გაზი და უსაფრთხოება - შემეცნებითი კუთხე; მინი ექსპერიმენტორიუმი “შექმენი საკუთარი ენერგია“;
12:00-18:00 - მასკოტები
12:00-19:00 - სამეწარმეო სივრცე:
13:00-22:00 - კვების ზონა.
15:00 - 16:30 - ადგილობრივი საბავშვო შემოქმედებითი ჯგუფები
17:10 - საქართველოს ჰიმნი - „თელავის კაპელა“
17:30-18:30 - ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი;
19:00 - გალა კონცერტი
საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, თელავში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
11:00-18:00 - საბავშვო აქტივობები; ღია ბარათების გაგზავნა; ფოსტალიონები; კალიგრაფისტი; ინტერაქციული აქტივობა ზრდასრულებისთვის -“თქვენთვის წერილია”;
ქუთაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტუმრებს სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები დახვდებათ.
პროგრამა:
11:00-18:00 - საბავშვო აქტივობები;
11:00-18:00 - მინი გოლფი , შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;
11: 00 -16:00 - მოსიარულე ორკესტრი , ოჩოები;
12:00 - 15:00 - ექსპერიმენტები;
13:00 - 15:30 - თეატრი;
14:00-22:00 - კვების ზონა და ბარი;
17:00 - პერფორმანსი;
17:10 - საქართველოს ჰიმნი
19:00 - გალა კონცერტი;
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.
პროგრამა
11:00-18:00 - საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;
11:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 – 18:00 - კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;
13:30 – 14:30 - კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში - "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" - მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში.
13:30 -13: 50 - კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი;
14:30 – 16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;
17:10 – 17:15 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
17:20 – გალა კონცერტი.
ამბროლაურში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საგამოფენო, ინფორმაციული და მულტიფუნქციური სივრცეები მოეწყობა.
პროგრამა:
11:00-18:00 - შემეცნებითი სტენდი ავიაციის თემატიკით; სასრიალო თვითმფრინავი საბავშვო აქტივობისთვის; პინგპონგის აქტივობა; ფოტოზონა თვითმფრინავის ჩარჩოში; ფოტო ჯიხური, ბრენდირებული ფოტოებით; საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემა, აქტივობა - საბავშვო გასაფერადებლები.
11:00 - 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა;
12:00 - 13:00 - დრამერების შოუ და ოჩოების გამოსვლა;
12:00- 18:00 - მეღვინეების მიერ ღვინის დეგუსტაცია / წარდგენა; ფოტო გადაღების კუთხე; საბავშვო აქტივობები: ყვავილების გვირგვინის დამზადება, პინების ვორქშოფი, თიხის ფიალების მოხატვა, ღვინის ეტიკეტის დამზადება;
13:00-15:30 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
15:00 - 16:00 - ლეგოების აწყობა;
15:00 - 16:00 თვითმფრინავების გაკეთება მუყაოს დეტალებით;
17:10- სახელმწიფო ჰიმნი
17:15 - გალა კონცერტი
მცხეთაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
პროგრამა:
12:00 - 19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
12:00 - 19:00 - თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები;
12:00 - 17:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტო ზონები;
12:00 - 16:00 - ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
14:00-16:00 - ოჩოების, მასკოტების ჩამოვლა დრამების შოუსთან ერთად;
12:00 - 17:00 - CPR დემონსტრაცია;
12:00 - 19:30 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
17:10 - საქართველოს ჰიმნი;
17:15 - გალა კონცერტი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
11:00 – 20:00 - შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; საბავშვო - გასართობი აქტივობები; ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; გალა კონცერტი;
11:00-20:00 - სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ვეტერინარია; ვიარ სათვალით მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში; მასტერკლასი აგრონომიაში; აფხაზური ცენტრი; პირველადი დახმარების სიმულაციები;
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ელექტრომიკროსკოპის საშუალებით მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებზე დაკვირვება; შემოქმედებითი და კულტურული აქტივობა - ქართული კალიგრაფია; ტექნიკური ამოცანების სესია; ფერწერული აქტივობა; აგრომიმართულების შემეცნებითი აქტივობა; აგრო - პრაქტიკული აქტივობა;
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის აქტივობა - შემეცნებითი ვიქტორინა; უნივერსიტეტების გამოფენა;
სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - საინფორმაციო კუთხე; საზღვაო კვანძების მასტერკლასი;
სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საიმიჯო და ტექნოლოგიური კუთხე; პირველადი სამედიცინო დახმარების სიმულაციური დემონსტრირება.
სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საგანმანათლებლო - სამეცნიერო აქტივობა; იმიტირებული არქეოლოგიური ველი.
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები; სტუდენტების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების წარდგენა; ექსპერიმენტები.
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საინფორმაციო კუთხე; ვირტუალური კამპუსის ტური; AR - პროექტი კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; KIU- ს მიურალების გაცოცხლება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.
სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფიზიკური მოდელი და ვორქშოპი თემაზე: ელექტრომობილებში ენერგოეფექტურობის გაზრდა; სასამართლო ექსპერტიზის მასტერკლასი; აზროვნების - პროგრამირების ტრენდები და რობოტიკის მასტერკლასები; ინტერაქციული მედიცინის კუთხე და მულაჟები; პირველადი დახმარების მასტერკლასები.
11:00 – 20:00 - ციფრული კუბი - საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - კიბერუსაფრთხოების ინტერაქციული დემონსტრაცია; ავტონომიური რობოტექნიკა და მოძრაობის ალგორითმები; SILKROUT AI - ინოვაციური პლატფორმა ტყის ეკოსისტემების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი: ჭკვიანი მაგიდა - ორგანაიზერი უსინათლოთათვის; ხიდებისა და შენობების მონიტორინგის სისტემა; ვიქტორინა - თემატური კითხვები ბავშვებისთვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - STEAM სკოლებში - სადემონსტრაციო აქტივობების და რესურსების კუთხე; Stam სწავლების მიმართულების ექსპერიმენტები და შემეცნებით-გასართობი ინტერაქტიური აქტივობები; საინფორმაციო კუთხე.
პროფესიული კოლეჯი „აისი“ - კოლეჯში დამზადებული პროდუქციის გამოფენა; ღვინის ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების მასტერკლასი; მასტერკლასი თემაზე: თექის მოთელვა; კულინარიული მასტერკლასი.
პროფესიული კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ - კულინარიის მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ბარის მასტერკლასი; ხის ნამუშევრებისა და აქსესუარების გამოფენა.
პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი “ - კონდიტერის მასტერკლასი; კულინარიის მასტერკლასი; მეფუტკრეობა.
პროფესიული კოლეჯი ,,იბერია“ - უპილოტო საფრენი აპარატების მასტერკლასი; ვორქშოპი ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების გამოყენებით; რობოტიკის მიმართულება; 3D კალმებით სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები; სამაგიდო თამაშები.
პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი“ - ბარმენთა შოუ; პიცის გამოცხობის მასტერკლასი; კონდიტერია; თემატური კულინარიული მასტერკლასები.
პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“ - სტუდენტთა მიერ შექმნილი ეროვნული და საღამოს სამოსის გამოფენა; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფლორისტიკა" - ყვავილების თაიგულის შექმნის მასტერკლასი; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,სადურგლო საქმე" - სტუდენტების მიერ ხისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab) - ინოვაციური ნაკეთობების გამოფენა.
პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ - ,,კულინარიის ხელოვნების'' მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ხელოვნების მიმართულების პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა;
პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ - სატყეო საქმის აქტივობები; ელექტრიკოსის აქტივობები; დეკორატიული ქსოვილების დამუშავება; კოლეჯის 3D ვირტუალური ტური; კულინარიის დაფა.
პროფესიული კოლეჯი ,,სპექტრი“ - ხის მხატვრული დამუშავება; კერამიკული ნაკეთობების წარმოება.
პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ - გურული ოდა; ღვინის დეგუსტაცია; უძველეს ქართულ რეცეპტებზე დაფუძნებული გასტრონომიული კუთხე; მოდის დიზაინის პროფესიული პროგრამა; სარესტორნო მომსახურების სტენდი.
11:00-20:00 - თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას.
11:00-20:00 - საბავშვო-გასართობი აქტივობები - დრამერების მსვლელობა; მასკოტები; კოსტიუმირებული მსახიობების წარმოდგენა; საბავშვო არქეოლოგიური სივრცე; სახალისო მეცნიერების აქტივობა; სამკაულების დამზადების მასტერკლასი; საკიდების დამზადების მასტერკლასი; ქართული ანბანის მორთვის ვორქშოპი; საპნის ბუშტების შოუ; ბოულინგი; სპორტული აქტივობა - ,,ისროლე მიზანში";
სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური - არტ-თერაპიული აქტივობები; კოლექტიური ნახატი ,,ჩემი საქართველო” ბავშვების ჩართულობით; თემატური გასაფერადებელი ნახატები - საქართველოს მეფეები, ისტორიული ძეგლები; სამაგიდო განმავითარებელი თამაშები.
12:00 – 15:30 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10 –- სახელმწიფო ჰიმნი.
17:15 – გალა კონცერტი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამა:
11:00 - ფოტოზონები, საინფორმაციო სტენდები;
12:00 - საზეიმო მსვლელობა - კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მონაწილეობით;
12:00-17:30 - ბავშვთა გასართობი სივრცე: სახის მოხატვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები;
12:00-19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი;
14:30-16:30 - ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
16:30 -კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;
17:30-19:30 - გალა კონცერტი
რუსთავში საზეიმო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.
პროგრამა:
დღის განმავლობაში - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა; ღვინის დეგუსტაცია; კულინარიული მასტერკლასი; რუსთავის ისტორიული პავილიონი - რუსთავში აღმოჩენილი ექსპონატების ასლების გამოფენა. რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი; დარგე შენი სახელობის ხე; ზღაპრის გმირები; ფერმერის ფოტოზონა; საგამოფენო სივრცე; 26 მაისის ინსტალაცია.
13:10 - 14:10 - საბავშვო მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა ,,ჟოზეს” მონაწილეობით;
14:20 - 16:50 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
17:10 - საქართველოს ჰიმნი - ანსამბლი მძლევარი;
19:00 - 21:00 - გალა კონცერტი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
11:00 – 20:00 - პატარებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები - სპორტული თამაშები - კალათბურთის ფარი; სპორტული თამაშები - მინი-ფეხბურთის თამაშები; სახეზე ხატვა; საჩუქარი „ჩემი ხელით“ - ტილოზე შესრულებული ნახატი პატარების მონაწილეობით;
12:00 – 19:00 - სტენდი — „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელების გულშემატკივრებთან შეხვედრა - სამახსოვრო ბარათებზე ხელმოწერა; ფოტოების გადაღება; საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გათამაშება;
11:00 – 20:00 - ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები; მინიატურული ქანდაკებები; სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული დეკორატიული ნივთები; ნაქსოვი პროდუქცია; სამკაულები; აქსესუარები; ტრადიციული კერძები და ნუგბარი;
17:15 - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
18:30 - გალა კონცერტი
26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 00:44
პოლიტიკა
„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.
25 მაისი 2026, 23:59
მსოფლიო
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.
25 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.
25 მაისი 2026, 22:53
სამართალი
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
25 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.
25 მაისი 2026, 22:00
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS-ი ავრცელებს.
25 მაისი 2026, 21:37
ეკონომიკა
შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
25 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 მაისი 2026, 21:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
25 მაისი 2026, 20:58
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან
საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
25 მაისი 2026, 20:52
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.
25 მაისი 2026, 20:50
საზოგადოება
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.
25 მაისი 2026, 20:42
რეგიონი
26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
25 მაისი 2026, 20:38
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
25 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
შეფასებები გიორგი კანდელაკის სტატიაზე, სადაც ავტორი საქართველოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები გიორგი კანდელაკი და „ნაციონალების“ ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი არიან.
25 მაისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 20:27
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.
25 მაისი 2026, 20:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით
ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
25 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე დონალდ ტრამპს დემოკრატიას უწუნებს - პოზიტიური სიგნალები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ოპოზიცია ვაშინგტონის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ზურაბ ჯაფარიძე დონალდ ტრამპს დემოკრატიას უწუნებს. ამერიკის პრეზიდენტი ოპოზიციის მხრიდან არა მხოლოდ კრიტიკის, ხშირად შეურაცხყოფის სამიზნეც ყოფილა.


