პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს
ფოტო: ვიდეო/კადრი
დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას, წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
„ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას, წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტების სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნულ გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია?! არამედ ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება. დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის, საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად“, - განაცხადა პატრიარქმა.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 13:36
მსოფლიო
ოდესას წრიული თავდაცვისთვის ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქ ოდესას წრიული თავდაცვისთვის ამზადებენ.
26 მაისი 2026, 13:36
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 13:30
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ორმხრივი ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.
26 მაისი 2026, 13:24
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: დამოუკიდებლობის გაძლიერება ყოველდღიური შრომით იწყება
როგორც მინისტრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისი არის დღე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებულ ემოციას უკავშირდება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყოველდღიური შრომით გრძელდება.
26 მაისი 2026, 13:21
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას- უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან იმიტომაც არიან უსამშობლოები
გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, ერევანში ჩასულმა რუბიომ იქიდან დაგვინახოსო! დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რომ რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში, რეალურად, მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
26 მაისი 2026, 13:18
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
26 მაისი 2026, 13:17
საზოგადოება
პაატა სალია: ეს დღე გვასწავლის იმას, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა და იქ, სადაც არ არის თავისუფლება, შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე
იუსტიციის მინისტრმა 26 მაისი მიულოცა ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
26 მაისი 2026, 13:08
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: დღეს მართლა სიყვარულის დღეა და მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად მდგრად, სტაბილურ ქვეყანაში გვეცხოვროს და მთელი მსოფლიოსთვის ხმამაღლა გვეთქვას - ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის ჩვენი ტრადიციები, რაზეც გავიზარდეთ
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ „იმედის“ ეთერიდან საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მინისტრს მიაჩნია, რომ საამაყოა ის, რომ ერთიანობით შეძლეს ქართული საუკეთესო ტრადიციების წარმოჩენა და ისტორიისთვის ხაზის გასმა.
26 მაისი 2026, 13:03
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 12:36
საზოგადოება
შიო მესამე: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის
„დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება“, - განაცხადა პატრიარქმა.
26 მაისი 2026, 12:35
რეგიონი
შსს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს გორში მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში მასპინძლობს. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან მიმდინარეობს. სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე, ქალაქის სტუმრები, სადაც მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერაქციული და საინფორმაციო აქტივობა
26 მაისი 2026, 12:33
საზოგადოება
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილს: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ პირადად თქვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 12:32
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: გელოდებით ყველას ამბროლაურის ცენტრალურ ბულვარში, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილია რაჭაში, ამბროლაურის, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
26 მაისი 2026, 12:31
პოლიტიკა
საქართველოში ისრაელის ელჩი: ამ განსაკუთრებულ დღეს მთელი გულით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 12:31
პოლიტიკა
კატარის პრემიერი მაკა ბოჭორიშვილს: მეგობარი ქვეყნის - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, გულთბილი მილოცვები და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კატარის სახელმწიფოსა და მეგობარ საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს
კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
პატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას
დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წვევამდელებმა ფიცი დადეს.
26 მაისი 2026, 12:19
პოლიტიკა
პაატა სალია: ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა
მინისტრმა იმ ღონისძიების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართავს. მისი თქმით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციებს და მიიღოს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უწყება აწვდის მოქალაქეებს.
26 მაისი 2026, 12:18
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:18
საზოგადოება
პატრიარქი: წელს აღვნიშნავთ 1 700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება
„ამ ღირებულებებით განმსჭვავლუმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილსა და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არა თუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერებისა და კულტურის საგანძურში“, - აღნიშნა პატრიარქმა.


