კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით
ფოტო: თბილისის მერია
ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას.
მისი განცხადებით, როდესაც ოპონენტები მუნიციპალიტეტის მთავრობას მოუწოდებენ ესტაკადების, გვირაბების გაკეთებას ანდა გზების გაფართოებას, ეს ყველაფერი კვლევებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რამდენად მოაგვარებს არსებულ გამოწვევას და მსგავს პროექტებს ხომ არ ექნება მოკლევადიანი ეფექტი.
„ბოლო წლებში ხშირად ვისმენ კრიტიკას ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ვერ მოვისმინე რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები გადაიდგას. თქვენ, საუბრობთ, რომ გავაკეთოთ გვირაბები, ესტაკადები, მაგრამ ეს ყველაფერი კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს. უნდა არსებობდეს მოდელირება, ამით პრობლემის მოგვარებას რამდენად შევძლებთ. სამწუხაროდ, მეც დამემართა ასეთი რამ - 2017 წელს, მქონდა დაპირება, რომ „ვეფხვი და მოყმის“ მიმდებარედ, საავტომობილო ხიდს გავაკეთებდით. როდესაც დარგის სპეციალისტების ჩართულობით, დავიწყეთ მუშაობა, გაკეთდა მოდელირება, აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი იმ გამოწვევას ვერ უპასუხებდა, რომელიც ამ კონკრეტულ მონაკვეთში არსებობს. როდესაც ჩვენს პოლიტიკას აკრიტიკებთ, უმჯობესია კონკრეტულ კვლევებზე დაფუძნებული გამოსავალი შემოგვთავაზოთ.
მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს გაგვიკეთებია მოწოდებები, რომ ყველამ გააჩერეთ ავტომანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეთ-თქო. ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რომ ეს ქალაქი იყოს ყველასი, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანით, მოტოციკლეტით, სკუტერით მოსარგებლეებისთვის. გავიხსენოთ, 2017 წლამდე, რამხელა პრობლემა იყო ტროტუარზე ფეხით გადაადგილება. ტროტუარები ავტომანქანების საპარკინგო სივრცედ იყო ქცეული, მათ შორის, კარგი მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ჩვენ გადავდგით პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯები, მაგრამ ეს იყო საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ასევე, კახა კალაძემ გადაცემაში სტუმრობისას წარმოადგინა თბილისის სატრანსპორტო გეგმა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით ხელმძღვანელობს.
„მე წამოღებული მაქვს თბილისის სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში პირველი გრძელვადიანი სტრატეგიაა. ის 2023 წელს შევიმუშავეთ დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ. მასში დეტალურად არის გაწერილი, წლების განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ, რა ინფრასტრუქტურული ჩარევებია საჭირო. სხვათა შორის, მსგავსი გამოწვევების წინაშე მარტო თბილისი არ დგას. არაერთი დიდი ევროპული ქალაქი - პარიზი, ლონდონი, მილანი და სხვა - ათეული წლების წინ, ისინიც მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ. ჩვენს მიერ გადაიდგა „მტკივნეული“ ნაბიჯები და დღეს, სიტუაცია შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულია. 2012 წელს დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეს კი, პიკის საათებში 850 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.
ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას? ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. დღეს, შეიძლება ამ გადადგმული ნაბიჯებით გარკვეულ მონაკვეთებში მდგომარეობა მოვაწესრიგოთ, მაგრამ ეს იქნება მოკლევადიანი. ჩვენ შევისყიდეთ ახალი ავტობუსები, ვზრდით მათზე ხელმისაწვდომობას, მოცდის დროს ვამცირებთ. კიდევ 200 ავტობუსის ყიდვა გვინდა, რომ უფრო მეტად კომფორტული გახდეს გადაადგილება. თბილისში მცხოვრები ადამიანი კი თავად გადაწყვეტს - კერძო მანქანით იაროს თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის მოხმარება 15%-ზე იყო ჩამოსული და 40%-მდეა გაზრდილი. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას მეტროსადგურების შესახებაც და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, უახლოეს მომავალში კი იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია.
„რაც შეეხება მეტროს, გულწრფელად ვიტყვი, რომ ათეული წლების განმავლობაში თითი თითზე არავის დაუდია. ჩვენ შევძელით ის, რომ ყველა მეტროსადგურში ძალოვანი კაბელები შევცვალეთ, გვირაბების გამნიავებელი ახალი სისტემები გვაქვს, შევიძინეთ ახალი ვაგონები. წლის ბოლოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გვექნება კონკრეტული პროექტები მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოსაცხადებლად, რომ მათში უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა. ხომ ნახეთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია რამდენიმე წელი ვერ შევძელით, რადგან ქვეყანაში შესაბამისი კომპანია ვერ მოვიძიეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა „დებატების“ ეთერში.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 04:19
მსოფლიო
„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.
31 ივლისი 2026, 04:08
მსოფლიო
დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.
31 ივლისი 2026, 03:55
მსოფლიო
Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.
31 ივლისი 2026, 03:48
მსოფლიო
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 ივლისი 2026, 03:34
მსოფლიო
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.
31 ივლისი 2026, 03:24
მსოფლიო
The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.


