საზოგადოება
30 ივლისი 2026, 21:53
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 20:15
რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.
30 ივლისი 2026, 19:10
გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე
მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
30 ივლისი 2026, 18:16
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.
30 ივლისი 2026, 18:09
გიორგი შანიძე: რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ვიღაც ფეხით ანგრევდა ტაძრის კარს, შეურაცხყოფდა მონასტრის კედლებს და ა.შ. როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება
როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს და აუცილებლად პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება, - განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ „დღის ქრონიკაში“, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დააანონსა, რაც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.
30 ივლისი 2026, 17:51
ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 16:38
დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1 066 175 ჰექტარია
30 ივლისი 2026, 15:50
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო, არაგეგმურად შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


