07 ივნისი 2026, 18:01 / სანდო წყარო

პატრიარქი შიო III: თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით

პატრიარქი შიო III

პატრიარქი შიო III

თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მან მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე მიულოცა და მსახურების დროს ტაძარში წაკითხული სახარება განმარტა. პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის.

„გილოცავთ სულთმოფენობიდან პირველ კვირას, როდესაც აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება. დღეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს.

რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული? - ეკლესიას სურს, გვიჩვენოს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად არ იყო უნაყოფო და ამაოდ არ მომხდარა, არამედ წმინდანების ცხოვრება, მათი ღვაწლი გვიჩვენებს, რომ ძე ღმერთის განკაცებამ, ვნებამ, ჯვარცმამ, სიკვდილმა, მკვდრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და შემდეგ სულიწმინდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში.

ეკლესია გვიჩვენებს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს ადამიანებს, წმინდანებს, „რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა“ (ებრ. 11, 38 ), - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული.

წმინდანების ცხოვრებაც, მათი ღვაწლიც ძალიან დიდი საიდუმლოებაა. ეს წუთისოფელი საგონებელში ვარდება, როდესაც ბიბლიაში კითხულობს ადამიანებზე, რომლებმაც ღვთის გულისთვის დაითმინეს ყოველგვარი გაჭირვება, გვემა, დილეგი, ბორკილები. დღეს წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები: „იყვნენ ხმლით განგმირულნი, ქვებით ჩაქოლილნი, ცხვრის ტყავებით მოარულნი, ტყეებსა და ღრეებში მოხეტიალენი, გამოქვაბულებში, უდაბნოებში შეფარებულნი“ (ებრ. 11, 37-38 ) და ა.შ.

მავანი ფიქრობს: „რა საჭიროა ეს ყველაფერი, ასეთი უკიდურესობა?“. მათი აზრით, ეს ფანატიზმიც კი არის. მართლაც, საიდუმლოა ყოველი წმინდანის ღვაწლი და ცხოვრება. ამ საიდუმლოებაზე პასუხს გვაძლევს, უფრო სწორად, გვიხსნის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში. ორი გამონათქვამია. უფალი ამბობს: „ვინც მაღიარებს მე ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე, ხოლო ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ზეციერი მამის წინაშე“ (მთ. 10, 32-33). და შემდეგი: „ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი და ვისაც უყვარს ძე თვისი ან ასული ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 37). აი, ასეთი სიტყვებია უფალ იესო ქრისტესი. ეს სიტყვები, როგორც გითხარით, გვიხსნის ამ საიდუმლოებას, თუ საიდან ჰქონდათ მათ ასეთი საოცარი ერთგულება და სიმტკიცე.

წმინდანებმა უფალი აირჩიეს და გაჰყვნენ მას. იგი მათთვის არ იყო მხოლოდ რაღაც ზნეობრივი იდეალი, მხოლოდ მაგალითი, არამედ მათ აირჩიეს იგი, როგორც ცოცხალი პიროვნება, ღმერთი და მაცხოვარი; არ შეეშინდათ, რომ ეღიარებინათ ის ისეთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ბევრს არაფერს ნიშნავს უფალი იესო ქრისტე, ან გაუგებარია სრულიად, ან უფრო მეტიც, იდევნება კიდევაც. ეს გამბედაობა, ასეთი სიყვარული ეყოთ მათ. ამიტომ უფალმაც აღიარა ისინი ზეციერი მამის წინაშე და მისცა მათ ასეთი საოცარი მადლი და ძალა. ამიტომაც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ქვეყანას. „განა არ იცით, რომ წმინდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“ (1 კორ. 6, 2), - წერს ის, მაგრამ სიტყვა „განკითხვა“ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ წმინდანები პირადად გაასამართლებენ ადამიანებს საშინელ სამსჯავროზე, არა! არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რწმენა, მათი მოშურნეობა ამხელს და განიკითხავს სხვების ურწმუნოებას და უზრუნველობას. აი, ასეთი სიტყვებია წმინდა პავლე მოციქულისა.

დღესაც იყო წაკითხული სამოციქულოში, რომ მოციქულები განიკითხავენ ისრაელის თორმეტ ტომს, მაგრამ მაშინ მხოლოდ მოციქულები იყვნენ ქრისტეს გარშემო, შემდეგ, როგორც გითხარით, უკვე პავლე მოციქული იტყვის ამას, რომ მთელ ქვეყანას განიკითხავენ წმინდანები.

მაგრამ, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე!

თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, მაგრამ გვანუგეშებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „რაკიღა გარს გვახვევია ღრუბელივით ესოდენი სიმრავლე მოწმეთა, მოთმინებით განვვლოთ ჩვენი სარბიელი“ (ებრ. 12, 1).

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს - ყველა წმინდანის ხსენებას! ყველა წმინდანი შეგეწიოთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას! ყველა წმინდანის ლოცვით, მეოხებით, უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

ამასთან, უწმინდესმა დალოცა ცინცაძეების, ცინაძეებისა და ქოპილაშვილების გვარები.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 48,92% შეადგინა

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინა, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 17:00 საათის მონაცემებით ხმა 989 972 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 38,17%-ს შეადგენდა.

07 ივნისი 2026, 18:07

სპორტი

სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

07 ივნისი 2026, 18:04

მსოფლიო

სამართალდამცველებმა გიუმრიში „ძლიერი სომხეთის“ ოფისში პარტიის წევრები დააკავეს

ბლოკმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადვოკატებს ოფისში შესვლისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ.

ფრიდრიხ მერცი

07 ივნისი 2026, 18:00

მსოფლიო

INSA: ფრიდრიხ მერცის საქმიანობით გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი

ასევე, გამოკითხვამ დააფიქსირა თავად მერცის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში: INSA-ს გამოკითხვის რესპონდენტთა რეკორდულმა 77%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით, რაც 6 პუნქტით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.

07 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ.

07 ივნისი 2026, 17:35

სპორტი

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

07 ივნისი 2026, 17:35

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი მიმდინარეობს

600-ზე მეტი ბავშვის ნათლია, რომლებიც ოჯახების, მესამე და მომდევნო შვილებია, შიო მესამე იქნება. ის ილია მეორის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს.

07 ივნისი 2026, 17:27

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, - განაცხადა მან.

სოზარ სუბარი

07 ივნისი 2026, 17:25

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

დევიდ ლემი

07 ივნისი 2026, 17:23

მსოფლიო

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ჯეი დი ვენსი ქვეყანაში სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა

„გუშინ ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და რამდენიმე ასპექტს გავუსვი ხაზი. პირველ რიგში აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატია კარგად მუშაობს, გამოძიება ტარდება. მეორე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომხდარს მასობრივ მიგრაციასთან რაიმე კავშირი აქვს. ამიტომაც ვუთხარი ბატონ ვენსს, რომ ის ცდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში მკვლელობის ფაქტები შემცირებულია“, - აღნიშნა ლემიმ.

07 ივნისი 2026, 17:11

კულტურა

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 16:59

მსოფლიო

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისთვის 5 ადამიანი დააკავეს

ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება კომისიის წევრების შერჩევისას.

07 ივნისი 2026, 15:59

სამართალი

შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 15:31

მსოფლიო

რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა

ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.

07 ივნისი 2026, 15:25

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.

07 ივნისი 2026, 15:11

მსოფლიო

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების ბრალდებით 6 დაკავებულის შესახებ განაცხადა

უწყების ცნობით, დაფიქსირდა სავარაუდო განმეორებითი ხმის მიცემის 6 და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევის 5 შემთხვევა. შეგროვებული მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს.

07 ივნისი 2026, 14:53

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის „ტენერიფეს დაუპირისპირდება🏀

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „მურსია“ 100-76 დაამარცხეს და სერიაში 2-1 გაიმარჯვეს. 34 წლის ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

07 ივნისი 2026, 14:53

მსოფლიო

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

07 ივნისი 2026, 14:50

მსოფლიო

ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს

ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს. ოპერატიული მანევრები მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადეს. პეკინი ამას ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის, ასევე მისი საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დარღვევად მიიჩნევს.