სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას.
სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც გამოწვევების საპასუხოდ მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ აქტიურად ტარდება აზიურ ფაროსანას მონიტორინგი და შეწამვლის სამუშაოები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა მეფუტკრეობის დარგში შექმნილ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
„დღევანდელი შეხვედრა არის კარგი პლატფორმა, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და რისკებზე, რაც თან ახლავს ჭარბ ნალექს. კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს, მინიმუმამდე შეამცირონ რისკები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.
ამ ეტაპზე საქართველოში აღინიშნება ნალექების არათანაბარი პიკური განაწილება, როდესაც ჭარბ ნალექებს ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი მოჰყვება. აღნიშნული კლიმატური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მცენარეთა სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის და არაერთი კულტურის (თხილი, ვაზი, მარცვლოვნები) მოსავლიანობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ფერმერების ჩართულობა და შესაბამისი ღონისძიებების დროულად ჩატარება უმნიშვნელოვანესია.
მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ფერმერებს, სწორად და დროულად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი რისკები.
კონფერენციას ფერმერები, დარგობრივი ასოციაციები, სამეცნიერო წრეებისა და სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 18:16
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ
ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ „დღის ქრონიკაში“.
08 ივნისი 2026, 18:09
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ის ქვეყნებია, რომელთა პარტნიორობაც დიდწილად განსაზღვრავს კავკასიასა და რეგიონში არსებული მოცემულობის სტაბილურ, გათვლად, პროგნოზირებად განვითარებას
უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს ის ყოველწლიური შეხვედრები სამ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თურქეთში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას.
08 ივნისი 2026, 17:53
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა 75 000 წლის ნეანდერტალელის თავის ქალა აღადგინეს
წინასწარი მონაცემებით, ნაშთი, რომელსაც Shanidar Z უწოდეს, ეკუთვნოდა ქალს, რომელმაც დაახლოებით 40 წელი იცოცხლა. პრეისტორიული პერიოდისთვის ეს ასაკი შედარებით მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
08 ივნისი 2026, 17:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
08 ივნისი 2026, 17:30
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: საკმაოდ რთული მოლაპარაკებები იქნება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ პოზიციის შეცვლა არ შეგვიძლია და არ არსებობს ადამიანი, რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, რომელიც გვიკარნახებს რომ უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ლგბტ პროპაგანდის მიმართ
საკმაოდ რთული მოლაპარაკებები იქნება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ პოზიციის შეცვლა არ შეგვიძლია და არ არსებობს ადამიანი, რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, რომელიც გვიკარნახებს რომ უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ლგბტ პროპაგანდის მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
08 ივნისი 2026, 17:28
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
დანაშაულის აღიარების შემდეგ, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ყველა მათგანი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება.
08 ივნისი 2026, 17:24
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა ნავროცკისა და ზელენსკის დიალოგისკენ საჯაროდ მოუწოდა
„ვინაიდან დიპლომატიამ შედეგი არ გამოიღო, მე საჯაროდ მივმართავ პრეზიდენტებს ნავროცკისა და ზელენსკის პირდაპირი და გულწრფელი საუბრისკენ მოწოდებით, სანამ ემოციებმა გაანადგურებს ჩვენი სოლიდარობა, რომელიც რუსული საფრთხის წინაშე დაიბადა. თანამშრომლობა ორივე ჩვენი სახელმწიფოსა და ერის ინტერესებს ემსახურება, მაშინ როცა კონფლიქტი მოსკოვის ინტერესებში შედის. ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის აშკარაა“, - წერს ტუსკი.
08 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
„არა, დიდი არა“ - ევროპარლამენტარმა „ქრონიკას“ კომენტარზე უარი უთხრა
„ქრონიკამ“ ევროპარლამენტარ ნატალი ლუასოს სთხოვა კომენტარი, ექნება თუ არა ევროპარლამენტს, ან თავად მას რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ პოლარიზაციაზე.
08 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
პაპუაშვილი: გულწრფელად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოძმე სომეხ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას
„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოძმე სომეხ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა დინამიური, მეგობრული და პროდუქტიულია. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ კავშირების განვითარებას ჩვენი მოძმე ერების მომავლის სახელით“, -წერს შალვა პაპუაშვილი.
08 ივნისი 2026, 17:17
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი განიხილა ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
08 ივნისი 2026, 17:13
პოლიტიკა
ჰაქან ფიდანი: ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები უკრაინაში და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა. საზღვრების გადაკეთების ნებისმიერ მცდელობას მივყავართ დესტრუქციასთან, ნგრევასთან და ომის საშინელებებთან
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახლავთ თუ რამდენად სენსიტიური და მძიმე გამოდგა რუსთ-უკრაინის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა.
08 ივნისი 2026, 17:09
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარს.
08 ივნისი 2026, 17:09
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს
ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თურქეთში გამართულ ბრიფინგზე.
08 ივნისი 2026, 17:08
მსოფლიო
ევროკავშირმა ირანს, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, სანქციები დაუწესა
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ნავიგაციის თავისუფლების ახალი რეჟიმი გამოიყენა და საჭიროების შემთხვევაში მას კვლავ გამოვიყენებთ“, - დასძინა კალასმა.
08 ივნისი 2026, 17:03
მსოფლიო
ირანში განაცხადეს, რომ ისრაელზე დარტყმებს წყვეტენ, თუმცა ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში იერიშს განაახლებენ
თუმცა, ამავე განცხადებაშია გაფრთხილება იმის შესახებ, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება, „მათ შორის სამხრეთ ლიბანზეც“, ირანი უპასუხებს „უფრო მკაცრად და ძლიერად, ვიდრე ადრე“.
08 ივნისი 2026, 17:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, საუკეთესო მაგალითები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
08 ივნისი 2026, 17:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი კონფლიქტი დაკავშირებულია მსხვერპლთან, დანაკარგებთან და ეს არის ის, რაზეც ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ და ძალისხმევა არ დავიშროთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში მიღწეული იყოს გრძელვადიანი მშვიდობა
ნებისმიერი კონფლიქტი, დაკავშირებულია მსხვერპლთან, დანაკარგებთან და ეს არის ის, რაზეც ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ და ძალისხმევა არ დავიშროთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში მიღწეული იყოს გრძელვადიანი მშვიდობა,-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
08 ივნისი 2026, 17:01
მსოფლიო
ჯეიჰუნ ბაირამოვი: როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში, გარკვეული დროით, მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი. თუ ეს არ იქნება, მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის
ყოველი კონფლიქტი შეიცავს გარკვეულ რისკს. როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში მაგრამ გარკვეული დროით მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო ჯამში შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. თუ ეს არ იქნება მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება, როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვი სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
08 ივნისი 2026, 16:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის განაცხადებით, საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის მომდევნო მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს
„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.


