შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საჯარო სერვისების მისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
იუსტიციის სამინისტრო ეფექტიანად იყენებს გონივრული მისადაგების პრინციპს, რათა სისტემაში დასაქმებული 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აქტიურად იყოს ჩართული უწყების საქმიანობაში. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი და სხვა.
ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა უწყებაში გაიმართა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 12:30
მსოფლიო
Bloomberg: კატარი ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ თხევადი გაზის წარმოების სწრაფ აღდგენას გეგმავს
კატარი თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების სწრაფად გაზრდას გეგმავს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 12:29
საზოგადოება
შიო მესამე: ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ
„თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით“
16 ივნისი 2026, 12:19
ტექნოლოგიები
რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა სახლის სავარაუდო მფლობელის ვინაობაც დაადგინეს - ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს აქ ანტიკური წყალგაყვანილობის ტყვიის მილის ნაჭერი იპოვეს, რომელზეც მფლობელების სახელები იყო ამოტვიფრული: უმბრია ალბინა და ლ. ფაბიუს გალუსი (სავარაუდოდ, უმბრიას ქმარი ან სახლის მომდევნო მფლობელი). ისტორიკოსები იცნობენ უმბრიუსების საგვარეულოს. მათ ეკუთვნოდათ ვილა ალფედენაში და აგურის წარმოება. უმბრია ალბინას მამა, სავარაუდოდ, იმპერატორ ადრიანეს დროს პროკურატორი და ძალიან მდიდარი ადამიანი იყო.
16 ივნისი 2026, 12:09
პოლიტიკა
ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.
16 ივნისი 2026, 12:07
მსოფლიო
POLITICO: ტრამპი უკრაინას უბრუნდება - კიევის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან
ევროპელი და დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მას შემდეგ რაც ის ირანის კრიზისიდან კვლავ უკრაინაზე და ომის დასრულებაზე გადაერთო. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 12:05
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ” ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „რაც არ უნდა მისცე რუსებს, ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს“.
16 ივნისი 2026, 11:56
ეკონომიკა
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2,363.8 ლარი შეადგინა.
16 ივნისი 2026, 11:54
საზოგადოება
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით
„ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეიხა ალ ნუვაისმა.
16 ივნისი 2026, 11:52
რეგიონი
მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის II ფაზის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზის და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გზებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 კილომეტრის რადიუსში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. „შავი წერტილების“) აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
16 ივნისი 2026, 11:50
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
16 ივნისი 2026, 11:42
სპორტი
კაბო ვერდეს მეკარემ ესპანეთთან მატჩში კარი მშრალად შეინახა და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა H ჯგუფში, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი - ესპანეთი დებიუტანტ კაბო ვერდეს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, თამაშის გმირი კი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია გახდა.
16 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა
„ფაქტია, რომ თუ შევადარებთ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს 2022 წლის დასაწყისში და დღევანდელ დღეს, წმინდა ტერიტორიული მატება მართლაც არ იზომება ათეულობით ან ასეულობით ათასი კვადრატული კილომეტრით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ეხმიანება.
16 ივნისი 2026, 11:32
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს
ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ განათავსონ და დააფინანსონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 11:30
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს( გოჭები).“.
16 ივნისი 2026, 11:26
რეგიონი
რუსთავში კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა
რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა.
16 ივნისი 2026, 11:05
ტექნოლოგიები
გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈
გობლინური ზვიგენი (Mitsukurina owstoni) ზვიგენების ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება. ის ამ უძველესი საგვარეულოს ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელია. სახეობა გამოირჩევა მოძრავი ყბებით, რომლებიც თავდასხმის დროს ელვისებურად ვარდება წინ - წამში სამ მეტრზე მეტი სიჩქარით.
16 ივნისი 2026, 11:01
სამართალი
მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.
16 ივნისი 2026, 10:59
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა
ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.
16 ივნისი 2026, 10:56
სპორტი
ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩში უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში G ჯგუფში მოასპარეზე ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.
16 ივნისი 2026, 10:50
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, ჩინეთის, უზბეკეთის, ალჟირის, ბანგლადეშის, იორდანიის, ლიბანის, ტაჯიკეთის, უგანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 94 მოქალაქე.


