შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს
ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.
„2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი: ქართული ენა და ლიტერატურა – 2 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ოსური ენა 2 ივლისი (პირველი სესია); უცხოური ენა 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენა. მათემატიკა – 10 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია – 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 14 ივლისი (პირველი სესია); ქიმია – 14 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება – 15 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია – 16 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 17 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე); 17 ივლისი (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -17 ივლისი (პირველი სესია); გეოგრაფია – 20 ივლისი (მეორე სესია); ლიტერატურა – 21 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა – 22 ივლისი (პირველი სესია)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 11:15
მსოფლიო
საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს დაიწყება. სამიტის უსაფრთხოებას 800-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.
15 ივნისი 2026, 11:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით
საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
15 ივნისი 2026, 11:09
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.
15 ივნისი 2026, 11:06
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ
რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი - მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.
15 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
აშშ-ში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, მისურის შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ბატლერის აეროპორტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 11 პარაშუტისტი და პილოტი დაიღუპა.
15 ივნისი 2026, 10:57
მსოფლიო
ნორვეგიის კრონპრინცესის ვაჟი გაუპატიურების 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს
ოსლოს საოლქო სასამართლოს 250-ე დარბაზის სამმა მოსამართლემ ის გაუპატიურების სხვა 2 ეპიზოდში გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო მრავალ სხვა სამართალდარღვევაში, რომლებშიც ბრალი ედებოდა.
15 ივნისი 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინერები ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:42
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციას ეწვია
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.
15 ივნისი 2026, 10:41
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:39
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:38
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.
15 ივნისი 2026, 10:27
ტაბლოიდი
იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა🐱
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.
15 ივნისი 2026, 09:57
მსოფლიო
რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს
თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.
15 ივნისი 2026, 09:55
პოლიტიკა
მაჭავარიანი: მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
15 ივნისი 2026, 09:48
საზოგადოება
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?
15 ივნისი 2026, 09:46
მსოფლიო
აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები ეცემა
გლობალური ნავთობის ეტალონის, „Brent“-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე $83.18 შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და $80.13-ზე ჩამოვიდა.
15 ივნისი 2026, 09:32
მსოფლიო
სომხეთის ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები აქციის ფონზე გამოაცხადა
პრორუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერ სომხეთს“ 23,27% ერგო. 9,92%- ით მესამე ადგილზე ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ გავიდა. მილიარდერის, გაგიკ ცარუკიანის პარტია კი პარლამენტს გარეთ დარჩა. პოლიტიკურმა ძალამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
15 ივნისი 2026, 09:29
მსოფლიო
ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.
15 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა
„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.


