22 ივნისი 2026, 11:29 / სანდო წყარო

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის 84.1% ანუ 3 მილიონ 304 ათასი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5% -ით ანუ 80 ათასი კაცით

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.

მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი ადამიანით.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 84.1% ანუ 3 მილიონ 304 ათასი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5% -ით ანუ 80 ათასი კაცით.

„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაექვემდებარა ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება, მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი).

საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა - ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქ. თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1 პროცენტით (222 768 კაცი) აღემატება.

2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7 პროცენტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2 პროცენტი). დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში - 9.7 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8 პროცენტი), კახეთში (4.6 პროცენტი) და იმერეთში (4.3 პროცენტი).

2014 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 54.2 პროცენტით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8 პროცენტი), ლენტეხისა (17.5 პროცენტი) და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (11.0 პროცენტი). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქ. ქუთაისსა (9.0 პროცენტი) და ქ. რუსთავში (5.6 პროცენტი).

2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხულოს (29.9 პროცენტი) და შუახევის (26.2 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ცაგერის (18.2 პროცენტი), წყალტუბოს (15.1 პროცენტი) და ტყიბულის (14.9 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47.9 პროცენტს კაცები შეადგენენ (1 881 004), ხოლო 52.1 პროცენტს - ქალები (2 048 577). 2014 წელთან შედარებით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 3.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.6 პროცენტი შეადგინა (692 700 კაცი). 0–14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.6 პროცენტი შეადგინა (770 823 კაცი). 15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 4.3 პუნქტით შემცირდა და 62.8 პროცენტი შეადგინა (2 466 058 კაცი).

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 პროცენტიდან 96.1 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 კაცი შეადგინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირველ ხუთეულს წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის (37 715 კაცი), ინდოეთის (23 925 კაცი), უკრაინის (11 542 კაცი), აზერბაიჯანის (8 309 კაცი) და სომხეთის (5 381 კაცი) მოქალაქეები.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 304 075 კაცი შეადგინა. თუმცა, მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი 86.8 პროცენტიდან 84.1 პროცენტამდე შემცირდა. მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს 268 832 კაცით (6.8 პროცენტი) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომელთა რიცხოვნობა 15.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მესამე ჯგუფს 169 296 კაცით (4.3 პროცენტი) ეროვნებით სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0.7 პროცენტითაა გაზრდილი.

ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა აღწერათაშორის პერიოდში 60.8 პროცენტით გაიზარდა და 42 545 კაცი შეადგინა. ინდოელი ეროვნების მოსახლეობა 446 კაციდან 23 996 კაცამდე გაიზარდა. უკრაინელთა რიცხოვნობა 139.4 პროცენტით გაიზარდა და 14 443 კაცი შეადგინა. არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 კაციდან 12 533 კაცამდე, ბელარუსელთა რიცხოვნობა 431 კაციდან 4 558 კაცამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 კაციდან 4 304 კაცამდე გაიზარდა.

აფხაზი ეროვნების მოსახლეობა 5 პროცენტით გაიზარდა და 907 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3 პროცენტით შემცირდა და 12 611 შეადგინა, ხოლო იეზიდთა რაოდენობა 7.0 პროცენტითაა შემცირებული და 11 324 კაცი შეადგინა.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82.0 პროცენტს (3 223 206 კაცი) მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. თუმცა, აღწერათაშორის პერიოდში, მთლიან მოსახლეობაში მათი წილი 83.4 პროცენტიდან 82.0 პროცენტამდე შემცირდა.

მუსლიმური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვმა 437 458 შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 11.1 პროცენტი), რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.7 პროცენტით აღემატება. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა და 101 736 კაცი შეადგინა. კათოლიკური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვი თითქმის უცვლელია, ხოლო იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 13 პროცენტით შემცირდა და 10 787 კაცი შეადგინა.

2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85.1 პროცენტისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია. 2014 წელთან შედარებით, ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2.7 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87.6 პროცენტიდან 85.1 პროცენტამდე შემცირდა.

მშობლიური ენის მიხედვით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა - მას მშობლიურ ენად 265 534 ადამიანი (6.8 პროცენტი) მიიჩნევს. 2014 წელთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14.7 პროცენტით გაიზარდა. სომხური ენა მშობლიურად 139 438 ადამიანს (3.5 პროცენტი) აქვს მითითებული, რაც წინა აღწერით მიღებულ მონაცემებს 3.7 პროცენტით ჩამორჩება.

ამავე პერიოდში, რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. ოსური ენა მშობლიურ ენად მიუთითა 3 839 კაცმა, რაც წინა, 2014 წლის აღწერის შესაბამის მონაცემებზე 32.6 პროცენტით ნაკლებია. 370 კაცისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს აფხაზური, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (272 კაცი) შედარებით 36.0 პროცენტით მეტია“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 13:26

სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

14 სექტემბერი 2026, 13:21

საზოგადოება

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

მარინ ლე პენი

14 სექტემბერი 2026, 12:49

მსოფლიო

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.

14 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 სექტემბერი 2026, 12:39

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.

14 სექტემბერი 2026, 12:31

ეკონომიკა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.

14 სექტემბერი 2026, 12:07

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მარკ კარნი

14 სექტემბერი 2026, 11:59

მსოფლიო

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.

14 სექტემბერი 2026, 11:55

პოლიტიკა

გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

14 სექტემბერი 2026, 11:47

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს

ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.

აკაკი ალადაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:23

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.

თენგიზ შარმანაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.

ალის ვიდელი

14 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.

14 სექტემბერი 2026, 11:11

რეგიონი

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

14 სექტემბერი 2026, 11:10

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

ჟან-ლუკ მელანშონი

14 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა

„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

რუსლან კრავჩენკო

14 სექტემბერი 2026, 10:53

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.