imedi /  23 ივნისი 2026, 13:46 / სანდო წყარო

პაატა სალია: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას

პაატა სალია

პაატა სალია

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბატონ ლი ჯუნჰუას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

„მინდა, დავაფიქსირო ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმაც კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის – ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი; ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება, სახელმწიფოების წინაშე ერთი ფუნდამენტური კითხვა დგას – როგორ შევინარჩუნოთ მოქალაქის ნდობა ცვლილებების ეპოქაში.

„შეიძლება შეიცვალოს ტექნოლოგია, შეიცვალოს სერვისების მიწოდების ფორმა, შეიცვალოს კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფო იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, სამართლიანი და სანდო. დღეს საჯარო სამსახურის ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი მიმართულება, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა; თუმცა, ნებისმიერი ტრანსფორმაცია არ იზომება მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებით, მისი მთავარი მიზანი და საზომი არის ადამიანი. თუ ინოვაცია ვერ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, თუ რეფორმა ვერ აძლიერებს მოქალაქის ნდობას, მაშინ ასეთი ცვლილებები საკუთარ მიზანს ვერ აღწევს.

საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა, იდეა და გამოცდილება ხვდებოდა; დღეს კი, გვინდა, რომ თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში იქცეს ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცოდნა და გამოცდილება ახალი გადაწყვეტილებების, ახალი პარტნიორობების და ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცეს. ბოლო წლებში საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია, ხოლო მთავარი საყრდენი – მოქალაქის ნდობა. პროგრესი იწყება სწორედ მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საბოლოოდ, საჯარო მმართველობა არ იზომება არც შენობებით, არც ტექნოლოგიებით, არც სტატისტიკით, მისი ნამდვილი საზომია, თუ რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, რამდენად ამყარებს ნდობას, რამდენად აძლიერებს სამართლიანობას და რამდენად აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 09:21

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.

მაგდალენა ანდერსონი

14 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.

ემანუელ მაკრონი

14 სექტემბერი 2026, 09:04

მსოფლიო

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

პატრიარქი შიო მესამე

14 სექტემბერი 2026, 08:45

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმინდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

14 სექტემბერი 2026, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში

14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

14 სექტემბერი 2026, 08:28

სპორტი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

5 მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე. სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირზე 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

დონალდ ტუსკი

14 სექტემბერი 2026, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე, მათ შორის პოლონეთის საზღავრთან რუსულ თავდასხმას ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. იაგოდინის რკინიგზის სადგურზე კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ლოკომოტივთან ერთად, იაგოდინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურზე იერიშს დინალდ ტურსკმა გაზრდილი საფრთხის კიდევ ერთი დადასტურება უწოდა. თავდასხმას კიევში მყოფი რადოსკავ სიკორსკიც გამოეხმაურა.

14 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.

ირაკლი ფავლენიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:07

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.

14 სექტემბერი 2026, 08:04

საზოგადოება

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.

დავით მამისეიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.

13 სექტემბერი 2026, 23:45

რეგიონი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:35

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.

ირმჰილდ ბოსფორდი

13 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა

წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.

13 სექტემბერი 2026, 22:25

კულტურა

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.

ზურაბ სიჭინავა

13 სექტემბერი 2026, 22:20

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.

13 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.