სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს
ფოტო: The Armenian Report
სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს მეცნიერებმა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, მათ შორისაა თამარ მეფის დროინდელი იშვიათი მონეტა, თითქმის მთლიანად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების ყოველდღიური ცხოვრების ახალი არტეფაქტები. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღმოჩენილ საგანძურთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონეტა, რომელზეც გამოსახულია თამარ მეფე - XII–XIII საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი მონარქი, რომლის მმართველობის პერიოდიც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის პიკად მიიჩნევა. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის ისტორიულ ურთიერთკავშირს.
არქეოლოგებმა ციხესიმაგრეში აგრეთვე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, რომელიც შიდა კედელთან იყო დაკრძალული. სპეციალისტების თქმით, ჩონჩხის დაახლოებით 90% შემონახულია, მხოლოდ თითების ძვლებია დაკარგული. კბილების მდგომარეობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა ასაკის ადამიანი იყო.
ამბერდის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ნაგებობაა, რომელიც თანამედროვე სომხეთის არაგაწოტნის ოლქში, ერევნიდან 55 კილომეტრში მდებარეობს.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 14:49
რეგიონი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 14:44
სამართალი
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მოქალაქე ორი ათასი ლარით დააჯარიმა
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მოქალაქე ორი ათასი ლარით დააჯარიმა
30 ივნისი 2026, 14:40
ჯანდაცვა
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამით მიიღებენ
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 14:40
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ანტარქტიკაში ზღვის არსებები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა მელანომის განკურნებაში დაეხმაროთ
„კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ნივთიერებას თაგვები არ დაუხოცავს. მან მათი კიბო გაანადგურა, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ტოქსინს აქვს ფიზიოლოგიური თვისებები, რათა იმოქმედოს როგორც წამალმა. გვჭირდება მასალა, რათა ჩავატაროთ უფრო მასშტაბური კვლევა თაგვებზე, შესაძლოა გადავიდეთ ცხოველების სხვა მოდელებზეც და თუ უსაფრთხოებას დავამტკიცებთ, მაშინ შევძლებთ ადამიანებზე გამოცდის დაწყებას“, - თქვა პროფესორმა.
30 ივნისი 2026, 14:38
პოლიტიკა
კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს. როგორც მან ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.
30 ივნისი 2026, 14:35
საზოგადოება
თბილისის მერმა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ასევე, დაირგო 600-მდე სახეობის ხე-მცენარე.
30 ივნისი 2026, 14:29
სამართალი
სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს
სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, გლდანი - ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს გიგა ავალიანის დედამ მიმართა. ეკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გიგა ავალიანის საქმის ერთ - ერთ ეპიზოდში მსჯავრდებულის ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრმა მიაყენა. მაკა ბახტაძე სამი ათასი ლარით დაჯარიმდა.
30 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს.
30 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
მახაშვილი პეტერ ფიშერზე: არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, თუმცა კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პოლარიზაციის ეს თავი დაიხურება და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები
კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პოლარიზაციის ეს თავი დაიხურება ამ ნაწილში და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მან საქართველოში პეტერ ფიშერის საქმიანობა შეაფასა.
30 ივნისი 2026, 14:21
სამართალი
მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება.
30 ივნისი 2026, 14:16
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომაზე: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იმართება.
30 ივნისი 2026, 14:11
პოლიტიკა
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
30 ივნისი 2026, 14:11
პოლიტიკა
კახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
„რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ელჩი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც ქვეყანაში, აგენტურის ხელით, ცდილობდნენ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, დაპირისპირება, შეექმნათ ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფები და მოეხდინათ რევოლუციები“, - განაცხადა კალაძემ.
30 ივნისი 2026, 13:59
პოლიტიკა
ეკატერინა ივანიშვილის მიმართვა შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს: მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს
მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს, - აღნიშნულია ეკატერინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს.
30 ივნისი 2026, 13:50
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო.
30 ივნისი 2026, 13:45
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.
30 ივნისი 2026, 13:43
რეგიონი
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ჩაქვის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 13:41
რეგიონი
რუსთავის N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პროექტის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის - „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანების პროცესს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეები, დღეს N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაირგო.
30 ივნისი 2026, 13:36
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. შტატებს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს პორტები, ტერიტორია, შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, კორეის და ვიეტნამის დროს
მე მინდა, რომ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტს, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ, „ფორმულას“ ეთერში.


