03 ივლისი 2026, 16:45 / სანდო წყარო

დისტანციური სწავლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების’’ პროგრამის ფარგლებში, ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიმართულების ქართული ენის მასწავლებლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე ხუციშვილმა საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცებისა და თანამედროვე განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროგრამის მასწავლებლები გაეცნენ ტრადიციული სწავლების მეთოდების ონლაინგარემოზე ადაპტირების თანამედროვე მიდგომებს, ონლაინგაკვეთილის ეფექტიანი დაგეგმვისა და დროის მართვის პრინციპებს, ასევე, ციფრული ჩართულობის გაზრდის პრაქტიკულ მექანიზმებს; გაიზიარეს სიახლეების მიმღებლობის, ემოციების მართვისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების მეთოდები.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები და მოეწყო დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:

• „სწავლების მეთოდების ტრანსფორმაცია ონლაინ სწავლებისთვის“- თანამედროვე სასწავლო მეთოდების ადაპტირება დისტანციური სწავლების გარემოსთვის;

• „ქართული ენა ემიგრანტებისთვის - მოსმენის უნარის განვითარება“ - მოსწავლეთა სმენითი აღქმისა და კომუნიკაციური უნარების განვითარების ეფექტიანი მიდგომები;

• „მდგრადობა ცვლილებებისათვის“ - პროფესიული ადაპტაციის, მოქნილობისა და გამოწვევებთან გამკლავების პრაქტიკული სტრატეგიები.

• „ქართული ენა ემიგრანტებისთვის – კითხვის უნარის განვითარება“ - ტექსტთან მუშაობის, გააზრებული კითხვისა და ენობრივი კომპეტენციების განვითარების თანამედროვე მეთოდები.

სამუშაო შეხვედრის მიზანს დისტანციურ სწავლებაში ჩართული მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობა, ასევე ონლაინ სასწავლო პროცესის ეფექტიანობისა და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების’’ პროგრამის მენეჯერი, პროგრამის კონსულტანტები და ქართული დიასპორისათვის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაფორმალური განათლების’’ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციური სწავლების მიმართულებით ქართული ენის 43 მასწავლებელთან თანამშრომლობს. 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში პროგრამაში საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები 3500-მდე მოსწავლე იყო გაწევრიანებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

კრისტიან მერტენსი

13 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AFD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AFD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.

13 სექტემბერი 2026, 21:17

სამართალი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

13 სექტემბერი 2026, 20:59

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.

ვატო შაქარიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.

13 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.

ამირან სალუქვაძე

13 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.

გიორგი ბარამიძე

13 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის? - ამ კითხვას პასუხი ახლა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს, რადგან ახლახან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დააკავა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.

ირაკლი ჩიხლაძე

13 სექტემბერი 2026, 20:17

პოლიტიკა

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას

პატრიარქი შიო მესამე

13 სექტემბერი 2026, 19:50

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შაკო ჩაჩანიძე

13 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“ „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

13 სექტემბერი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.

13 სექტემბერი 2026, 17:40

მსოფლიო

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი დანაშაული აღკვეთეს.

13 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.

ლეო XIV

13 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.

13 სექტემბერი 2026, 17:09

მსოფლიო

ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს

ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

13 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს, რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევია

„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს; პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში იმყოფება“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.

13 სექტემბერი 2026, 16:00

საზოგადოება

ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.