ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისათვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია.
„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა,“ - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტისა და ჰიპერპოპულაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 17:09
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება. როგორც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება. როგორც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან. გვინდა განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები და ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთის გამოცდილებიდან ვისწავლოთ“, - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.
07 ივლისი 2026, 17:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას შეხვდა.
07 ივლისი 2026, 17:02
მსოფლიო
მედია: პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო - სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.
07 ივლისი 2026, 17:02
მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციის ორ „რესპუბლიკელ“ წევრს როჯერ უიკერსა და ჯონ უილსონს შორის უთანხმოება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამეირკული მედია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 17:00
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ მისგან არ გაკვირვებია მსგავსი შეფასებები.
07 ივლისი 2026, 16:38
მსოფლიო
მარკ რუტემ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო ინიციატივა დააანონსა
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში ჩრდილოატლანტიკური სამიტის მიმდინარეობისას 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ინიციატივა სახელწოდებით Drone Edge დააანონსა, რომლის მთავარი პრიორიტეტი უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლა იქნება.
07 ივლისი 2026, 16:34
საზოგადოება
დავით მაღრაძე პარმის ბურბონთა სამეფო ოჯახმა საზეიმო ვახშამზე მიიწვია
პოეტი დავით მაღრაძე, მეუღლესთან ერთად, პარმის ბურბონთა სამეფო ოჯახის, ჰერცოგ კარლო სევარიოს და ჰერცოგინია ანამარიას მიერ საზეიმო ვახშამზეა მიწვეული.
07 ივლისი 2026, 16:25
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტების მიმდინარეობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
07 ივლისი 2026, 16:19
მსოფლიო
მედია: პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო.
07 ივლისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება - ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“, ანაკლიის მართვა კი საერთაშორისო ოპერატორს უნდა გადაეცეს.
07 ივლისი 2026, 16:10
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.
07 ივლისი 2026, 16:09
მსოფლიო
ნავროცკის კანცელარიის ხელმძღვანელი „მიროტვორეცის“ ბაზაში მოხვდა
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის კანცელარიის ხელმძღვანელი ზბიგნევ ბოგუცკი ცენტრ „მიროტვორეცის“ ბაზაში შეიყვანეს. ამის მიზეზი გახდა მისი განცხადებები უკრაინის დასავლეთ ოლქების შესახებ, რომლებსაც მან „აღმოსავლეთ მალოპოლსკა“ უწოდა ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებული კომენტარის დროს, ასევე მისი შეფასებები სტეპან ბანდერას პიროვნებასა და უკრაინის აჯანყებულთა არმიაზე.
07 ივლისი 2026, 16:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“, თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება
ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას, მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
07 ივლისი 2026, 16:08
პოლიტიკა
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა
მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში.
07 ივლისი 2026, 16:07
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის
გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია "ლელოში" მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
07 ივლისი 2026, 16:05
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე. გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება-საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. დეპუტატმა გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა და თქვა, რომ ამგვარად კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვა საქართველოში. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის ცხადი ხდება საქართველოს როლი შუა დერეფანში, ხოლო ანაკლიის პორტი დერეფნის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური საყრდენია.
07 ივლისი 2026, 16:05
სამართალი
სგპ „სადახლოს" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იქნა გამოვლენილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
07 ივლისი 2026, 16:05
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო
ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის კომენტირებისას.
07 ივლისი 2026, 16:04
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების ახალ გამარტივებულ წესს სთავაზობს
აქვე განვმარტავთ, რომ მხარის მიერ, ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობის გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის ვადაში ანგარიშ-ფაქტურების დროული წარდგენა, რაც იწვევს დამატებით დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულებას.


