ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ავსტრალიურმა გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Travel + Leisure Australia საქართველოსა და თბილისს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
სტატიის ავტორი თბილისს აღწერს, როგორც ქალაქს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე კულტურული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის არქიტექტურაზე, გასტრონომიაზე, ღვინის კულტურაზე, სასტუმროებსა და ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაზე.
„ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი მის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ქალაქად იქცა. კავკასიონის მთების გულში მდებარე საქართველოს დედაქალაქი ყოველგვარ ინდექსებზე მაღლა დგას, როდესაც საქმე ტრენდულ სასტუმროებს, გამორჩეულ რესტორნებსა და დინამიკურ არტ-სცენას ეხება“, - წერს ავტორი.
Travel + Luxury ავსტრალიის პრესტიჟული სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც მაღალი კლასის მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი და მსოფლიოს პრემიუმ მიმართულებებს აშუქებს. საქართველოს შესახებ სტატია სამოგზაურო გამოცემის 800 000-იანი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციასა და მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების დაინტერესებას.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 17:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს, არსი სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის
ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახეთ იმ რეზოლუციით, რომელშიც კვლავ ჯო უილსონმა თავისი სახე დაგვანახა და თავისი თავი შეგვახსენა. ვნახეთ ერთი რამ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების კრიტიკაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რუსლან სტეფანჩუკი: ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე
„აქედან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილით მივდივარ. პირველი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი შეხვედრა წარმატებული იყო. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს წარმატებები, უნდა გავუზიაროთ შეცდომები, უნდა გავუზიაროთ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს - ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. მეორე გზავნილი, რომელზეც დღეს ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ეხება“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
08 ივლისი 2026, 17:25
მსოფლიო
აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მისცეს.
08 ივლისი 2026, 17:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიასთან ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ.
08 ივლისი 2026, 17:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით
„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით“, - განუცხადა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 ივლისი 2026, 17:22
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის“ (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
08 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე: დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობა. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება. ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომელიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში
მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვით დისკრედიტაციას მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები და ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები ვიყოთ მონაწილე ერთიანი პროცესისა, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 17:14
მსოფლიო
ტრამპი: შესაძლოა, ირანს ამაღამ ძლიერად დავარტყათ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაღამ ამერიკამ, შესაძლოა, ირანს კვლავ დაარტყას.
08 ივლისი 2026, 16:55
მსოფლიო
ნატო 2026 წელს უკრაინას 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ანკარაში გამართული სამიტის შედეგად საერთო დეკლარაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ალიანსი 2026 წელს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 70 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
08 ივლისი 2026, 16:47
მსოფლიო
ვალერი ზალუჟნი: არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთმა ომი წააგო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ გამოცემა The Telegraph-თვის სტატია დაწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ადამიანებმა, არ უნდა იფიქრონ, რომ რუსეთმა ომი წააგო.
08 ივლისი 2026, 16:45
საზოგადოება
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია: „ლამარიას“ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული - პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით
პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით, - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტრის პროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
08 ივლისი 2026, 16:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს
ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
08 ივლისი 2026, 16:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღევანდელი ანკარა ორ გზას შორის არჩევანს ჰგავს - ერთი გზა მსოფლიოს შემდგომ მილიტარიზაციამდე მიდის, მეორე - დერეფნების მშენებლობისკენ. პირველი ქმნის ახალ გამყოფ ხაზებს, მეორე კი ახალ დამაკავშირებელ ხიდებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანკარაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარე NATO-ს სამიტს და ფორუმს Allies in Ankara სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ანკარა ამ დღეებში ლევ ტოლსტოის უკვდავ რომანს, „ომი და მშვიდობა“ XXI საუკუნეში გადატანილ ილუსტრაციას ჰგავს.
08 ივლისი 2026, 16:02
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში გამართული „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სადაც ის აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
08 ივლისი 2026, 16:01
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება“, - ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მედიასთან საუბარში მთავრობის ახალ ინიციატივას ეროვნულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
08 ივლისი 2026, 15:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად
ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
08 ივლისი 2026, 15:54
სამართალი
პროკურატურა: სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას თითქოს, ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია
„კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
08 ივლისი 2026, 15:48
ეკონომიკა
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალი გაიმართა
მე-12 მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს, რის შედეგადაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ასევე, პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
08 ივლისი 2026, 15:26
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობი 6%-ზე მეტით გაძვირდა და ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია
ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო ორი კვირის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, რამაც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხების შიშები კვლავ გააძლიერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


