09 ივლისი 2026, 14:35 / სანდო წყარო

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „ეკოსრევის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც მერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქალაქში არსებული პრობლემები ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდებოდა და თბილისი გახდებოდა თანამედროვე, ევროპული, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.

„2017 წელს, როდესაც თბილისელებმა დედაქალაქის მართვა გვანდეს, კარგად ვიცოდით, რომ ეს მარტივი გზა არ იქნებოდა, რადგან გვხვდებოდა ქალაქში დაგროვილი მრავალწლიანი პრობლემები - მოსაწესრიგებელი გზები, მძიმე სატრანსპორტო მდგომარეობა, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, თუმცა ერთი რამ თავიდანვე ვიცოდით, რომ განვსაზღვრავდით სწორ პრიორიტეტებს და თანმიმდევრულად ვიმუშავებდით, არ დავზოგავდით ძალისხმევას და თბილისი აუცილებლად შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და ახლაც არის - თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ადამიანებს ღირსეულ, უსაფრთხო, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ექნება.

ბოლო წლებში ძირფესვიანად წესრიგდება გზები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ეწყობა სპორტული ცენტრები და მოედნები, იქმნება ახალი პარკები, სკვერები და ურბანული გამწვანების ზონები, თუმცა ქალაქის განვითარება მხოლოდ ახალი პროექტების განხორციელება არ არის. განვითარება ნიშნავს იმასაც, რომ უკვე შექმნილის ყოველდღიურად მოვლა-პატრონობა შევძლოთ, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში გადავცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს, მერიის სისტემაში შეიქმნა შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობაზე.

„რაც უფრო იზრდება ახალი პარკებისა და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკა და შესაბამისი რესურსი, რათა საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს. დღეს გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ წინასაარჩევნოდ დაპირებული 40-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ტექნიკის განახლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს ნიშნავს უფრო მეტ მოვლილ პარკსა და სკვერს, უფრო მწვანე გარემოსა და მუნიციპალური მომსახურების მაღალ ხარისხს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მწვანე, ყველანაირად მოწესრიგებული და აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჯანსაღ და მწვანე გარემოში შეძლონ სასიამოვნო დროის გატარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების თანამშრომლებსაც, რადგან ქალაქში გამწვანებული სივრცეების რაოდენობის ზრდა სწორედ მათი ერთობლივი შრომის შედეგია.

„ეკოსერვის ჯგუფის“ ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა: 13 ერთეული სტანდარტული თვითმცლელი, რვა ერთეული ორმაგკაბინიანი თვითმცლელი, შვიდი მიკროავტობუსი, სამი ბორტიანი სატვირთო ავტომობილი სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით, ოთხი ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები. ასევე შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და 130 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმი.

განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა „ეკოსერვის ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით.

ტექნიკის პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, რაიონული გამგებლები, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

23 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

23 აგვისტო 2026, 17:11

რეგიონი

ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.

23 აგვისტო 2026, 17:09

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.

23 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს

„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.

23 აგვისტო 2026, 14:37

მსოფლიო

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.

მოჰსენ რეზაი

23 აგვისტო 2026, 14:36

მსოფლიო

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.

23 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

23 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კალანდარიშვილი

23 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული

პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

დავით მათიკაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა

ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა და ამ დროს საუბრობდნენ, რომ თურმე მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ, -განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დავით საყვარელიძის განცხადების შეფასებისას.

დავით საყვარელიძე

23 აგვისტო 2026, 14:03

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

23 აგვისტო 2026, 13:26

ტექნოლოგიები

ჩინურმა რობოტებმა უსეინ ბოლტის რეკორდი მოხსნეს

პეკინში, ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშებზე, ჩინურმა ჰუმანოიდმა რობოტმა საკვალიფიკაციო რბენაში 100-მეტრიანი დისტანცია 9,39 წამში გაირბინა. ამით მან კაცთა შორის მსოფლიო რეკორდი (9, 58 წამი) გააუმჯობესა, რომელიც გამოჩენილ იამაიკელ სპრინტერს, უსეინ ბოლტს ეკუთვნის.

23 აგვისტო 2026, 13:08

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში 73 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ცოტნე ანანიძე

23 აგვისტო 2026, 12:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა - ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე არ უფიქრიათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანანიძის შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი “ნაცმოძრაობას” თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყანაზე არ უფიქრიათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 აგვისტო 2026, 12:34

მსოფლიო

ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს

„მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა მივიყვანო ქვეყანა ომის დასრულებამდე და შევინარჩუნო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. და მე მას ვასრულებ“, - დასძინა ზელენსკიმ.

23 აგვისტო 2026, 12:17

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა, რომ: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ“. და დავრბოდით. ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა

იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ მაშინ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე საუბრისას.

23 აგვისტო 2026, 12:05

მსოფლიო

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

პროფკავშირში კი უარყოფენ, რომ დავა ხელფასებს უკავშირდება და აცხადებენ, რომ საკვანძო საკითხებად რჩება შესვენებების ხანგრძლივობა და ორგანიზება, მუშაკთა პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული პოლიტიკა, ასევე ინსტრუქტორების მუშაობის რეკომენდაციები.

23 აგვისტო 2026, 11:53

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

მან ასევე დასძინა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გარდა ამისა, ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოკავშირეებთან, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში.

23 აგვისტო 2026, 11:34

მსოფლიო

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს. Deutsche Welle წერს, რომ ეს პროგრამა „აღმოსავლეთ ფარის“ ნაწილია, რომლის მიზანიც პოლონეთისა და ნატოს რუსეთთან არსებული საზღვრების გამაგრებაა.