12 ივლისი 2026, 20:38 / სანდო წყარო

ქართველობისგან სრულად დაცლილი ქართველის შექმნა არ გამოუვიდათ, არც ეკლესიის დანგრევა - ისტორიას მაინც უნდა გადაავლონ თვალი და გაიხსენონ, რამდენად ძლიერი და რამდენად შეუვალია დედაეკლესია, როცა საქმე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სკანდალური ინტერვიუ თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. არ შეიმჩნიეს მხოლოდ ბრალდებულებმა, ვინც ქართულ ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენას მოითხოვდნენ და არ შეიმჩნიეს ქართველმა რადიკალებმა, რომელთა მთავარი სამიზნეც ის ინსტიტუცია იყო, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ეროვნულ იდენტობასთან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან აღნიშნა, რომ „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა, შორენა ხვიჩიამ მასალის მოსამზადებლად, კითხვები ყველა იმ ევრობიუროკრატს გაუგზავნა, ვინც უშუალოდ შეხვდა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და საპატრიარქოს დელეგაციას. კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე ასევე გადაუგზავნეს ოჯახური ღირებულებების კანონის მოწინააღმდეგე დასავლელ მაღალჩინოსნებსაც.

„ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ქართულ ეკლესიაზე გავლენის მოხდენის მცდელობა მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის თუ გაერთიანების მხრიდან. საპატრიარქომ ამ თემაზე დუმილი გასულ კვირას ექსკლუზიურად „იმედის კვირასთან“ დაარღვია. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები იმ ე.წ. მეგობრების ევროპული სტრუქტურებიდან, რომელთა მიზანიც იყო ლგბტ პროპაგანდისთვის ეკლესიის გამოყენება. ბრიუსელი ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობას სთხოვდა.

ზეგავლენა ხალხზე და მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდაში - საპატრიარქომ ევრობიუროკრატიის ზრახვები გაშიფრა, ბრალდების ადრესატები კი, რომლებიც საქართველოს თემაზე გაკეთებული განცხადებებით ზოგჯერ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც კი ასწრებენ, ამ დრომდე იმალებიან. როგორც ჩანს, პასუხებს დუმილი არჩიეს. ან რა უნდა ჰქონდეთ დამატებით სათქმელი, როცა საქართველოს საპატრიარქოზე თავდასხმის მოტივი სრულად გაცხადდა.

შორენა ხვიჩიამ კითხვები ყველა იმ ევრობიუროკრატს გაუგზავნა, ვინც უშალოდ შეხვდა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და საპატრიარქოს დელეგაციას.

გასულ კვირასაც ვთქვი და ისე გავმეორდები - ბოლომდე მაინც არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მათი აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ.

ოჯახური ღირებულებების კანონის მოწინააღმდეგე დასავლელ მაღალჩინოსნებს კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნეთ. თუ სურვილი გაუჩნდებათ, მზად ვართ, დავუთმოთ ეთერი და მოვისმინოთ მათი არგუმენტები. თუმცა, ჩემთვის ბრალდების ადრესატების დამალვა და კითხვების უპასუხოდ დატოვება უფრო გასაგებია, ვიდრე ოპოზიციის მიერ ამ სკანდალური ინტერვიუს სრული იგნორი.

ვერც ერთმა რადიკალმა ვერ გაბედა საპატრიარქოს მხარდაჭერა, ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ბრიუსელი მოიქცა ძალიან ცუდად. ისინი ვერც მაშინ ბედავდნენ ხმის ამოღებას, როდესაც უწმინდესს ორკესტრირებულად ესხმოდნენ თავს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ცალკეული ე.წ. თეოლოგები და პოლიტიკოსები, რადგან იცოდნენ, რომ ეს იყო ევრობიუროკრატიის პირდაპირი დავალება და ამ დავალების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში მკაცრად დაისჯებოდნენ. ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება იყოს - ეკლესიას, პატრიარქს, სასულიერო პირებს შეურაცხყოფდნენ და შენ ხმის ამოღების უფლებაც კი წართმეული გქონდეს.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სკანდალური ინტერვიუ თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. არ შეიმჩნიეს მხოლოდ ბრალდებულებმა, ვინც ქართულ ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენას მოითხოვდნენ და არ შეიმჩნიეს ქართველმა რადიკალებმა, რომელთა მთავარი სამიზნეც ის ინსტიტუცია იყო, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ეროვნულ იდენტობასთან.

ქართველობისგან სრულად დაცლილი ქართველის შექმნა არ გამოუვიდათ, არც ეკლესიის დანგრევა - სულ მცირე ისტორიას მაინც უნდა გადაავლონ თვალი და გაიხსენონ, რამდენად ძლიერი და რამდენად შეუვალია დედაეკლესია, როცა საქმე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.

ლევან მახაშვილი

17 აგვისტო 2026, 17:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ორსახოვნებას ამ ადამიანების მხრიდან. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. შესაძლოა, მათ სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიებში იდიდგულონ. გულზე მჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ, რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ჰყიდიან, აფხაზეთსაც ჰყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ჰყიდიან და ამის ზემოდან, თუ საჭირო იქნება, საკუთარ დედასაც გაყიდიან".

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.

17 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. "ტელეგრაფის" ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 17:05

პოლიტიკა

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.

17 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:45

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 აგვისტო 2026, 16:41

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ქეცბაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:37

სპორტი

ბადმინტონის მოთამაშეებმა ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა, ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

ვახტანგ ცინცაძე

17 აგვისტო 2026, 16:30

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

ირაკლი ნადარეიშვილი

17 აგვისტო 2026, 16:24

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

17 აგვისტო 2026, 16:07

ეკონომიკა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

17 აგვისტო 2026, 15:51

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

17 აგვისტო 2026, 15:49

რეგიონი

საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

17 აგვისტო 2026, 15:41

თავდაცვა

„არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმიამ“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

17 აგვისტო 2026, 15:34

მსოფლიო

Al Arabiya: აშშ-მა და ირანმა ზავი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

18 ივნისს აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების 60 დღით შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მემორანდუმის მიხედვით, 17 აგვისტომდე მოქმედებდა.

17 აგვისტო 2026, 15:24

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 11,8407 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე)“. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ცაზარი ტომჩიკი

17 აგვისტო 2026, 15:08

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

„ჩვენ ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება. სცენარებს უკვე რეალურ და არარეალურად კი არა, მხოლოდ სავარაუდო და ნაკლებად სავარაუდო სცენარებად ვყოფთ. დღეს მე საბოლოო ვადას აღარ დავასახელებდი. კრემლის მხრიდან რაიმე მასშტაბური პროვოკაციაც კი სრულიად შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

17 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ

„ვინ აწარმოებს საკვებს? ბიუროკრატი ბრიუსელში? კლიმატის აქტივისტი? ან იქნებ რომელიმე პოლიტიკოსი? საკვებს ფერმერი აწარმოებს. პოლონელმა ფერმერებმა დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი იმას, რაც ახლა ნიდერლანდებში ხდება. სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ“, - წერს ევროპარლამენტარი.

17 აგვისტო 2026, 14:26

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პრესსამსახური ავრცელებს.