imedi /  14 ივლისი 2026, 12:23 / სანდო წყარო

გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ გურამ ოქროპირიძესთან და N14 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორ მედეა გოგნაძესთან ერთად ჩადო.

„დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ აქ, ამ ერთ კონკრეტულ მუნიციპალურ ბაღში, აღიზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებიან. სწორედ აქ ისწავლიან მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ძლიერი საზოგადოების საფუძველია. ამიტომ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი - ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე იდგა ძველი, ამორტიზებული და სტანდარტებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების უსაფრთხოებას.

„ჩვენთვის სკოლამდელი განათლება არასდროს ყოფილა ხარჯი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მომავალში დებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს ვუყრით საფუძველს. ამ კაფსულაში მხოლოდ წერილს არ ვტოვებთ. აქ ვტოვებთ ჩვენს რწმენას, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო განათლებულ, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში იცხოვრებს. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში აღიზრდება არაერთი ბავშვი, რომელიც მომავალში ექიმი, მასწავლებელი, ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვანი თუ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული და წარმატებები უსურვა მათ.

პროექტის მიხედვით, ახალი ბაღი რვაჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაგა-ბაღის ტერიტორია 3 420 კვადრატული მეტრია, სადაც აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაგა-ბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. 2020 წლის შემდეგ ბაღი ალტერნატიულ ფართშია განთავსებული, რომელიც 117 პატარას ემსახურება.

ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, გამგებლები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

28 აგვისტო 2026, 15:51

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 15:47

საზოგადოება

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.

ნიკა ობოლაძე

28 აგვისტო 2026, 15:37

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.

28 აგვისტო 2026, 15:19

მსოფლიო

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

ამერიკული კონსერვატიული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ.

სოზარ სუბარი

28 აგვისტო 2026, 15:09

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.

28 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვს

ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ, ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ევროპული ეკონომიკური მოდელი დიდხანს ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა იაფი იმპორტირებული ენერგია, ღია გლობალური ვაჭრობა, ჩინურ ბაზარზე მზადრი წვდომა, ამერიკის მხრიდან სრტატეგიული დაცვა და დასავლეთის ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ფაქტორები გაქრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ეკონომიკურმა მოდელმა აქამდე არსებული უპირატესობა დაკარგა და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 აგვისტო 2026, 14:35

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე, როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა

შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს ეხმიანება.

ლევან ზალკალიანი

28 აგვისტო 2026, 14:26

რეგიონი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა

ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.

თამარ ჩერგოლეიშვილი

28 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

„თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას“ - აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულების მიერ პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 პირიდან 9, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულია. დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.

შიო III

28 აგვისტო 2026, 14:11

საზოგადოება

შიო მესამე: წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე

მარიამობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

28 აგვისტო 2026, 13:51

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის დიპლომატია ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება

ირანთან ომის მედიატორები კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას ჰორმუზის სრუტის გახსნას უთმობენ. თეირანი დათანხმდა, შეიმუშაოს პირობების სია, რომელთა შესრულების შემთხვევაში სრუტეში გემების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, იუწყება Reuters-ი.

ლევან მოსეშვილი

28 აგვისტო 2026, 13:32

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი ტერმინალები ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს

მესტიისა და თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების სამგზავრო ტერმინალების მშენებლობა ქვეყნის შიგნით ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.

არჩილ გორდულაძე

28 აგვისტო 2026, 13:31

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: წარსულში ხომ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ამუნათებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო?! ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი

ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი და რატომ? იმიტომ, რომ არ აინტერესებთ რეალურად ამ ადამიანების ბედი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.

ელბრიჯ კოლბი მარკ რუტე

28 აგვისტო 2026, 13:26

მსოფლიო

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერას ამოწმებს, პარალელურად კი ევროპაში ჯარების შემცირებას განიხილავს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ გუშინ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში არსებული ძირითადი მიზნების მხარდაჭერაზე, მათი პოზიცია შეამოწმა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

28 აგვისტო 2026, 13:22

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ, სამართლებრივი და ჰუმანურია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირთა შეწყალებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

28 აგვისტო 2026, 13:18

პოლიტიკა

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ ჩავიდა

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან სამი წელიც არ იყო გასული. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 13:00

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

ლევან მახაშვილი

28 აგვისტო 2026, 12:44

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი შეწყალების აქტზე: ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ერთ რამეს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, რა თქმა უნდა, ამ დროს სახელმწიფო იქნება ჰუმანური

ეს გასაკვირი არც იყო, პირიქით ჩვენ ის გაგვიკვირდებოდა თუ მათ [ოპოზიცია] გაუხარდებოდათ ამ ადამიანების თავისუფლება. ეს ბუნებრივიც იყო მარტივი მიზეზის გამო. მათთვის მთელი ეს პროცესი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ. ეს ადამიანები გაწირეს კანონთან დაპირისპირების გამო ძალიან კონკრეტული მიზნით, რომ შემდგომ თავიანთ პატრონებთან ჰქონოდათ სავაჭრო, სახვეწარი და დამატებითი მხარდაჭერის იმედი“ - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას.

დაურ ბუავა

28 აგვისტო 2026, 12:34

სამართალი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.