21 ივლისი 2026, 11:22 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე110 მილიმეტრი შეადგინა, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ იყო კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი ინფორმაციით, წუხელ დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრილიყო შექმნილი პრობლემები.

„გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქის რამდენიმე უბანში, რადგან ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ხუთი საათის განმავლობაში სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა. კერძოდ, ნალექის რაოდენობამ, მათ შორის, თსუ-ს ტერიტორიაზე110 მილიმეტრი შეადგინა, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ იყო კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე ლოკაცია იყო, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა - თამარაშვილის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა, გურამიშვილის გამზირი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია, ერისთავის ქუჩა, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოწესრიგდა.

პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის, „თბილსერვის ჯგუფს“, რაიონული გამგეობების თანამშრომლებს. მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ადგილებზე მუშაობდნენ. გამწმენდის სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება, რათა ქუჩები დასუფთავდეს და ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის საგზაო სამუშაოების წარმოებამდე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, არსებული პრობლემები კი ეტაპობრივად მოგვარდება.

„როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც.ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებში, ეკონომიურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი იქაც ქმნის პრობლემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან, სადაც საგზაო სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების განახლება გვაქვს პრიორიტეტად.

წინა წლებში გზებს ხშირად მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ, ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას, პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა. დღეს იმ პრობლემების მოგვარება გვიწევს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.სამწუხაროდ, ზოგისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზია, ჩვენი ამოცანა კი კამათი არ არის. ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერ ზარზე შესაბამისი რეაგირება ხდება.

„ცხელ ხაზზე იყო მომართვიანობა და ახლაც არის. ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას დავეხმარებით. ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავუდგებით გვერდით, ვისაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რადგან დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემა და ა.შ.ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ.გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ამორტიზებული, კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ყველაფერს განვაახლებთ და მოვაწესრიგებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება. ძალიან დიდი თანხებია საჭირო. მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.

ვლადიმირ პუტინი

04 სექტემბერი 2026, 22:04

მსოფლიო

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

04 სექტემბერი 2026, 21:52

რეგიონი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მესამე ვიზიტია ბათუმში. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.

ზაალ ანჯაფარიძე

04 სექტემბერი 2026, 21:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.

04 სექტემბერი 2026, 21:32

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

სერგეი მარჩენკო

04 სექტემბერი 2026, 21:29

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში

რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.

04 სექტემბერი 2026, 21:16

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.

04 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.

04 სექტემბერი 2026, 21:07

სამართალი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.

04 სექტემბერი 2026, 21:03

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

ირმჰილდ ბოსდორფი

04 სექტემბერი 2026, 21:00

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.

მალტე კაუფმანი

04 სექტემბერი 2026, 20:55

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.

04 სექტემბერი 2026, 20:51

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

04 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

04 სექტემბერი 2026, 20:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

04 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.

04 სექტემბერი 2026, 20:12

საზოგადოება

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.

პიტერ მადიარი

04 სექტემბერი 2026, 19:49

მსოფლიო

პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.