შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
შიო მესამე
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა, - განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ.
უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. პატრიარქმა რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებისეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა.
„გილოცავთ სულთმოფენობიდან მერვე კვირა დღეს და მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენებას! დღეს ამასთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივი დაპურების შესახებ. სახარება აზუსტებს, რომ ხუთი ათასი კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ე.ი. დაახლოებით, ათი ან თხუთმეტი ათასი ადამიანი მაინც იქნებოდა იქ, სავარაუდოდ.
ეს ეპიზოდი, როგორც ყველა საკითხავი სახარებისა, განსაკუთრებულ სწავლებას გვაძლევს იმის თაობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ღმერთის ლოცვა-კურთხევას და რწმენას, რწმენის ძალას.
მოციქულებს აზრადაც არ ჰქონდათ ის, რომ შეიძლება ხუთი პურით და ორი თევზით დაპურებულიყო ამდენი ადამიანი. ამიტომაც უთხრეს უფალს, რომ მათ მოშივდათ, ცოდონი არიან, გავუშვათ ახლომახლო სოფლებში, რათა იყიდონ თავისთვის საჭმელიო. უფალმა უთხრა: „არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ თქვენ მიეცით მათ საკვები“ (მთ. 14, 16). მოწაფეებმა გაკვირვებულმა მიუგეს: ჩვენ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს, ეს რას ეყოფა ამდენ ათას ადამიანს? (ინ. 6, 9). უფალმა თითქოს არც შეამჩნია მათი შეპასუხება და უთხრა: „უბრძანეთ, დასხდნენ ბალახზე რიგებად“ (მარკ. 6, 39). შემდეგ აიღო ეს პურები და თევზი, აღაპყრო თვალები ზეცისკენ იმის ნიშნად, რომ იგი არის ერთარსი მამა ღმერთისა და ერთია მათი მოქმედება, აკურთხა ეს პურები, მისცა მოციქულებს, მოციქულებმა კი დაურიგეს ხალხს და არა მხოლოდ დანაყრდა ამდენი ათასი ადამიანი, არამედ კიდევ დარჩა, თორმეტი კალათი აავსეს პურით. ე. ი. ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე იყო თავდაპირველად. მოციქულებმა დაინახეს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მათი რწმენის ძალა უფლისადმი.
ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენს სულიერ ცხოვრებაში: სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება, ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომც შრომობდნენ, მხოლოდ თავისი ნება-სურვილით ან არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება, ან საქმე საერთოდ არ გამოვა.
გარდა ამისა, რას გვასწავლის ეს წმინდა სახარება? მოციქულებსაც ასწავლა, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის, ყველასთვის, სულისთვის სასარგებლო სწავლებაა, რომ ღმერთს შეუძლია მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე, გაამრავლოს მცირედიც. ასევე ის, რომ უფალი არ უგულებელყოფს მცირედსაც კი. აი, ნახეთ: უფალი ახდენდა ამ სასწაულს და ხომ შეეძლო ზუსტად იმდენივე პური გაემრავლებინა, რამდენიც სჭირდებოდა ამ ხალხს, მაგრამ მან ბევრად მეტი მისცა. ასე იქნება ჩვენს ცხოვრებაშიც ყოველთვის. ამიტომ, არასდროს უნდა დავბრკოლდეთ, თუ ვხედავთ, რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია უფლისთვის, იქნება ეს ჩვენი მცირედი შრომა, ღვაწლი, უნარები თუ შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს აუცილებლად გაამრავლებს, როგორც ეს მოხდა დღევანდელი სასწაულის შემთხვევაში.
კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია: მოციქულებმა დაინახეს რწმენის ძალის მნიშვნელობა, რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ და არცერთი გარემოება არ უნდა ჩათვალონ უიმედოდ. ეს ჩვენთვისაც დიდი სწავლებაა.
რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება და, ვიმეორებ, შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას.
თუ გახსოვთ, როცა უფალი სასწაულებს ახდენდა, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, ვისაც კურნავდა თუ ეხმარებოდა: „თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ“ (მთ. 8, 13). ე. ი. როგორი რწმენაც გაქვთ, ისეთი იქნება ღვთის წყალობა, იმის მიხედვით მოგეცემათ ღვთის წყალობა. ეს ნიშნავს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში – ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს! ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის!
როდესაც მოციქულები გრძნობდნენ რწმენის ნაკლებობას, გახსოვთ მათი სიტყვები, როგორ სთხოვეს უფალს, რწმენა გაგვიმრავლეო? - „გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოება“ (ლკ. 17, 5). რატომ? იმიტომ, რომ ისინი უკვე დარწმუნდნენ ამ რწმენის ძალასა და მნიშვნელობაში, ამიტომაც სთხოვეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უფალმა უთხრა იქ თავის მსმენელებს, რომ როცა შეგცოდავს ადამიანი, გაუწყერი მას, ამხილე, მაგრამ თუ შენდობას გთხოვს, აპატიე და სამოცდაათჯერ შვიდგზის აპატიე, თუ შენდობას გთხოვსო (ლკ. 17, 3-4). ამის მერე უთხრეს მოციქულებმა: „გვიმრავლე ჩვენ რწმენა“.
თუ ისინი სთხოვდნენ ამას, მით უმეტეს, ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებიც ვართ მცირედმორწმუნენი, სულიერად გლახაკნი, გვმართებს, ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, გაგვიძლიეროს და გაგვიმრავლოს რწმენა, რომ მისი მადლით (აი, დღეს მთავარანგელოზობაა), მთავარანგელოზ გაბრიელისა და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით, გავხდეთ ნამდვილი და გულწრფელი ქრისტიანები“, - განაცხადა პატრიარქმა.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:12
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
10 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში
10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
10 სექტემბერი 2026, 08:43
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
10 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 08:15
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.
10 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.
10 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს
სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.
10 სექტემბერი 2026, 08:05
პოლიტიკა
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.
10 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.
10 სექტემბერი 2026, 00:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება
ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ
ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.
09 სექტემბერი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.
09 სექტემბერი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით
„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
09 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა
სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.


