გივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდის უნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღოს კრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით
გივი მიქანაძე
ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ უნდა უზრუნველყონ, დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%-ის მიღება, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს გადაწყვეტილება 2026-27 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებასთან დაკავშირებით.
ეს წესი გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას და არასწორი აღქმების შექმნას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომელიც უკვე სექტემბრიდან სწავლას დაიწყებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება - სტუდენტსა და ოჯახს არ უწევს უნივერსიტეტში არაფრის გადახდა. თუმცა, ამ ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უკვე უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში შეუნარჩუნდეს 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა, და თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება.
ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.
ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.
აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, დაფინანსების ახალი მოდელი სრულიად თავსებადია მსოფლიოს იმ ქვეყნების მოდელებთან, რომლებიც უნივერსიტეტებში სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობენ.
რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება.
ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა დაფასდეს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 12:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეკონომიკური ან სამხედრო კონფლიქტი ჩინეთთან იქნება კატასტროფის მომტანი როგორც ორივე ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
01 აგვისტო 2026, 12:13
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას" აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ბანაკში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.
01 აგვისტო 2026, 11:51
მსოფლიო
Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს
Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში ევროპელები ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გამოეყენებინა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაეწესებინა, თუმცა, შესაძლოა, მალე თავად ინანონ ამ მოწოდების გამო.
01 აგვისტო 2026, 11:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.
01 აგვისტო 2026, 11:27
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. როგორც აღინიშნა, სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.
01 აგვისტო 2026, 11:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გასულ ღამეს მხოლოდ ერთი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა აღარ აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ათეულობით რაკეტით დაბომბა უკრაინა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს.
01 აგვისტო 2026, 11:21
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სგპ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - 79 აბი „სუბოტექსი”, ასევე 12 აბი „მდმა“ და „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.
01 აგვისტო 2026, 11:17
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
01 აგვისტო 2026, 11:14
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.
01 აგვისტო 2026, 11:07
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 11:02
სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
01 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს
პენტაგონი გერმანიაში განთავსებული, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს სამხედრო სტრუქტურის მართვაზე უარს ამბობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 10:51
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში
დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
01 აგვისტო 2026, 10:44
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება
რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
01 აგვისტო 2026, 10:10
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 10:06
პოლიტიკა
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი): ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.
01 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
01 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს
პენტაგონმა საგანგებო დაფინანსების სახით მოთხოვნილი 67 მილიარდი დოლარიდან 18,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა აშშ-ის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის შესავსებად.9 ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


