05 აგვისტო 2026, 12:29 / სანდო წყარო

პეტრიაშვილის ქ. N14-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.

„კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალურ რეაბილიტაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა განახორციელებს. კერძოდ, გამაგრდება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში არსებული საცხოვრებელი სახლი. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, III კატეგორიის ავარიულობის ხარისხისაა. ის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველა დეტალს. ყველაფერი მოწესრიგდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მცხოვრებლები ბინის ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.

„ამჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოების პროცესში, აღნიშნულ ოჯახებს ქირით გავიყვანთ. შენობის გამაგრების შემდეგ, მათ რეაბილიტირებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

05 აგვისტო 2026, 13:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი

ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გია აბაშიძე

05 აგვისტო 2026, 13:21

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე

გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედიტაცია, რაც მხოლოდ მტრის პროპაგანდას აძლევს ხელს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

05 აგვისტო 2026, 13:16

მსოფლიო

Bild: ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს დრონი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის „ჰალეს“ აეროპორტში გვიან ღამით განგაში გამოცხადდა, რადგან უსაფრთხოების თანამშრომლებმა დრონი აღმოაჩინეს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

05 აგვისტო 2026, 12:52

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?

თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს სოციალურ ქსელში მიმართავს.

05 აგვისტო 2026, 12:40

მსოფლიო

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი: აშშ-ს ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევითი უსაფრთხოების ოფისის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ჩინეთის უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.

გიორგი ვოლსკი

05 აგვისტო 2026, 12:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი ჰკარნახობს, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი ჰკარნახობს, თორემ, თავადაც კარგად იციან, რომ ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც განახორციელა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

05 აგვისტო 2026, 12:24

რეგიონი

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ბაღი, გასტრონომია, მცენარეთა კულტურა და დიზაინი ერთიან გამოცდილებად იქცევა.

გიგი წერეთელი

05 აგვისტო 2026, 12:16

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, მიუხედავად წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი არასდროს შეცვლილა, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლილებაზე საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს.

05 აგვისტო 2026, 12:15

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გედევან ფოფხაძე

05 აგვისტო 2026, 12:12

პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ

მგონია, რომ ამათი წერილები და განცხადებები უნდა შეაფასოს ფსიქიატრმა და არა პოლიტიკოსმა, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

05 აგვისტო 2026, 12:11

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 12:04

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში პარკირებით სარგებლობა უფასოა, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან

რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა. გარდა ამისა, ამავე გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.

05 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელი კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნენ.

05 აგვისტო 2026, 11:56

პოლიტიკა

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2026, 11:55

საზოგადოება

კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს - ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება საქმე, ფაქტები და კონკრეტული შედეგები

„მინდა, საზოგადოებას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევახსენო: 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მერის პასუხისმგებლობა ავიღე, არც ერთი პარკი, არც ერთი სკვერი, არც ერთი რეკრეაციული სივრცე და არც ერთი სტადიონი არ გასხვისებულა იმისთვის, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია - ქალაქს უკან ვუბრუნებთ იმ პარკებს, სკვერებს, რეკრეაციულ სივრცეებსა და სტადიონებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყო გასხვისებული. ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. ეს არის ორ განსხვავებულ მიდგომას შორის განსხვავება. ერთი მიდგომა იყო - გაყიდე ქალაქი, ჩვენი მიდგომაა - დაუბრუნე ქალაქი თბილისელებს. სწორედ ამიტომ ვაშენებთ ახალ პარკებს, ვქმნით ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, ვრგავთ ათასობით ხეს და ვაბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც საზოგადოებამ წლების წინ დაკარგა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

05 აგვისტო 2026, 11:49

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, 5 აგვისტოს ღამე რუსეთმა უკრაინა „ცირკონ/ონიქსის“ ტიპის ოთხი რაკეტით, 24 ერთეული ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით და 115 დამრტყმელი დრონით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 11:43

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა.

გიორგი ვოლსკი

05 აგვისტო 2026, 11:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს

ჯერ კიდევ არ იყო გაციებული ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, ხელი მოაწერეს აბსოლუტურად გაუგებარ, მოღალატეობრივ რეზოლუციას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ის, რაც უკარნახეს სააკაშვილს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

05 აგვისტო 2026, 11:38

საზოგადოება

თაბუკაშვილის ქ. N51-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება

„თბილისის განვითარების ფონდი“ მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.