გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხები განმარტა
გივი მიქანაძე
ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
უსასყიდლოდ სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, მათ შორის ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში, ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში,“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის - ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.
გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხიც განმარტა. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის წესით და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით.
ინფომაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 21:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, დატრენინგებული ახალგაზრდები პოლიციას აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ამას როგორ შეიძლება მშვიდობიანი აქცია დავარქვათ
რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია. მინიმუმ სამი საათი პოლიცია დგას გაუნძრევლად, მიდიან დატრენინგებული ახალგაზრდები, აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს. ამას როგორ შეიძლება მშვიდობიანი აქცია დავარქვათ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, აქციები რომ თვითორგანიზებული არ იყო, ეს სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგებითაც დადასტურდა.
19 სექტემბერი 2026, 21:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია - აქციების დროს ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში
„შევხედოთ გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში, ძვლებში ლეწავენ, იმის მეასედს როდესაც აკადრებ პოლიციელს, რასაც იმ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით. 3-4 საათი ითმენდნენ პოლიციელები, გაფრთხილებას იძლეოდნენ და შემდეგ გადადიოდნენ მოწესრიგებაზე. ამ დროს აუცილებლად გამოგეპარება რამდენიმე შემთხვევა. ჩვენ პასუხისგებაში მივეცით და გამოვავლინეთ ის პოლიციელები, რომელთა მხრიდან ამორალური ქცევა ვიხილეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
19 სექტემბერი 2026, 21:23
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: მუდმივად არის სხვადასხვა დიდი ძალის მცდელობა, რომ გარე მართვის ინსტრუმენტები მოახვიონ პატარა და საშუალო ქვეყნებს, ზოგიერთ დიდ ქვეყანასაც კი
სუვერენიტეტი პატარა სახელმწიფოსთვის 24-საათიანი ბრძოლის პროცესია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ექსპერტმა ირაკლი გოგავამ.
19 სექტემბერი 2026, 21:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება - ევრობიუროკრატები არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ მათი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში. როდესაც ეს ანგარიში არ მოეწონათ, დაიწყეს ეუთო/ოდირის გაშავება და კორუმპირებული ორგანიზაცია უწოდეს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ავიღეთ 1 120 000 ხმა, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გვერდით დაგვიდგა, ეს იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. ჩვენი ამომრჩევლის თითქმის იგივე რაოდენობა მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზეც, რაც არის სერიოზული გამონაკლისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისად, ეს არჩევნები იყო შემდგარი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 სექტემბერი 2026, 21:00
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონ
ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსიქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობები გადაიტვირთება მაშინ, როცა ევროკავშირი რეალობას თვალს გაუსწორებს.
19 სექტემბერი 2026, 20:55
პოლიტიკა
ლაშა დარსალია: როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი. აქ ალბათ ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ
როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
19 სექტემბერი 2026, 20:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კორუფციის თემაზე არც 9 და არც 12 პუნქტი არ გვჭირდება, კორუფციასთან დაკავშირებით პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ შეურიგებელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული
ევროკავშირის მიერ წამოყენებული 9-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია ის, რომ „ენჯეო“ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ხელისუფლების სამივეს შტოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ. ეს არის სუვერენიტეტის უხეში შელახვა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი
დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე, ქვეყნის როლი სრულად იყოს გამოყენებული.
19 სექტემბერი 2026, 20:29
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
19 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
ლაშა დარსალია: ნამდვილად რთული ვითარებაა დღევანდელ მსოფლიოში. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ასეთ ვითარებაში ლავირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნისთვის, რათა თავისი ინტერესები გაატაროს
„ნამდვილად რთული ვითარებაა დღევანდელ მსოფლიოში. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ასეთ ვითარებაში ლავირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნისთვის, რათა თავისი ინტერესები გაატაროს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
19 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
ლაშა დარსალია გლობალიზაციაზე: ყველა პროცესს ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს დიალოგი, მოლაპარაკებები და საერთო ინტერესების ძებნა
„როდესაც ქვეყნები ირჩევენ საერთო მომავალს, ეს ავტომატურად არ ხდება და სწორედ ამისთვის არსებობს მოლაპარაკებათა პროცესებიც, რათა შეჯერდეს საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთო მომავალი განსაზღვროს“.
19 სექტემბერი 2026, 20:20
ეკონომიკა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღის“ ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სფეროში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები და საინფორმაციო მასალები წარმოადგინა.
19 სექტემბერი 2026, 20:19
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ
აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცა მაშინ სუვერენიტეტი არ დაუბრუნებია.
19 სექტემბერი 2026, 18:38
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული
„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას.
19 სექტემბერი 2026, 18:11
პოლიტიკა
ნატა ფერაძესა და გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება
ოპოზიციის აქტივისტ ნატა ფერაძესა და გერმანიაში მცხოვრებ აქტივისტ გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. კერძოდ, გერმანიაში მყოფმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა. ჩუბინიძე წერს, რომ ფერაძე ისევ განაგრძობს სიძულვილის ენით საჯარო შეურაცხყოფას, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტი შესაძლოა ისევ გამოიყენოს. ეთანხმება კანონს, რომ შეურაცხყოფა ევროპაში ისჯება.
19 სექტემბერი 2026, 17:45
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 2027 წელს გასამართავი ფორუმი დაიგეგმა
ციფრული ეკოსისტემისა და ტურიზმის განვითარება - გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები შედეგიც მოჰყვა.
19 სექტემბერი 2026, 17:38
საზოგადოება
„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ, რომელმაც მათ შვილებს „ჯუჯა ბავშვები“ უწოდა
„აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელი ლია შალვაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ დარინა მიქელაძის პოსტს.
19 სექტემბერი 2026, 17:30
რეგიონი
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა
მოძრაობა შეიზღუდა აღმაშენებლის ქუჩაზე. დატბორილ ტერიტორიებზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია.
19 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და აქტივისტ გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ფაქტით რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ.
19 სექტემბერი 2026, 16:57
მსოფლიო
The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა, წერს გამოცემა The American Conservative.


