ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, პუბლიკაციები განთავსდა ყაზახეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს- და ეკონომიკურ პორტალზე InBusiness.kz, ასევე პოპულარულ საინფორმაციო პლატფორმებზე NewsDesk.kz და QAZ-News.kz.
სტატიებში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კულტურული მემკვიდრეობა და არქიტექტურა, ასევე თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული უბნები და ტურისტულად საინტერესო ადგილები. ყაზახი ჟურნალისტები აღწერენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, გურიას, სვანეთს, წყალტუბოს, მცხეთა-მთიანეთს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს: გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძისა და მესტიას.
„ყველა ქვეყანას აქვს თავისი იმიჯი. საქართველოს ხშირად წარმოიდგენენ ცნობილი კულინარიით, ღვინით, ქართული სუფრით, შავი ზღვითა და მთებით. ეს ყველაფერი ნამდვილად ამ ქვეყნის ხასიათის ნაწილია, მაგრამ საკმარისია აქ ერთხელ მაინც ჩამოხვიდეთ, რომ მიხვდეთ: საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ღია ბარათები და ტურისტული მარშრუტები. საქართველო არ არის მარშრუტი, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე გაიაროთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ხელახლა დაბრუნება გინდათ, რათა ყოველ ჯერზე ახალი ადგილები, ტრადიციები და ისტორიები აღმოაჩინოთ“, - ასე აღწერენ ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს.
გამოცემები წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:46
რეგიონი
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილა
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ინფორმაციას შპს ბათუმის წყალი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:44
ეკონომიკა
2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.
07 აგვისტო 2026, 11:40
პოლიტიკა
„არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, რადგან ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა 7 აგვისტოს“ - ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა
ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა. 2013 წლის ჩათვლით, ისინი აგვისტოს ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თარიღი 7 აგვისტოთი შეცვალეს. ასევე აღსანიშნავია, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი 9 აგვისტოს ბრძანებულებაში წერდა, რომ როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდა.
07 აგვისტო 2026, 11:36
პოლიტიკა
ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა
ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა. განცხადებებით ირკვევა, რომ რუსებთან მიმართებით მათი დამოკიდებულება სწორედ გარე დავალებების გათვალისწინებით იყო განპირობებული.
07 აგვისტო 2026, 11:34
პოლიტიკა
23-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ის, რაც გიორგი ბარამიძემ თქვა არ მომხდარა. ხელი არ უხლიათ არავისთვის, გადაცვლა მაშინ ტყვეების არ იყო და კი არ გადავცვალეთ, ჩავაბარეთ უბრალოდ
ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ასეთი რაღაც, რაც იმან თქვა [გიორგი ბარამიძემ] მე ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი არასდროს არ მომხდარა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ 23-ე ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა დათო ღვინჯილიამ.
07 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძის განცხადებაზე: წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია - ასეთი დავალება აქვს, რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს
ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. როგორც თოფურიამ განაცხადა, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს.
07 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად
ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად, - განუცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორმა კობა ლიკლიკაძემ „ქრონიკას“.
07 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
POLITICO: გერმანიაში ფრიდრიხ მერცის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი ძლიერდება
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხე არ ემუქრება.
07 აგვისტო 2026, 11:17
პოლიტიკა
ვეტერანი ბადრი ტოგონიძე: მე ბარამიძე საბრძოლო მოქმედების დროს არსად მინახავს, თვალიც არ მომიკრავს
მე ბარამიძე საბრძოლო მოქმედების დროს არსად მინახავს, თვალიც არ მომიკრავს,- განაცხადა ვეტერანმა ბადრი ტოგონიძემ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
07 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 11:00
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:51
ჯანდაცვა
დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა
დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:42
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:37
სამართალი
პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:33
ეკონომიკა
ვარლამ ებანოიძე: საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.
07 აგვისტო 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


