imedi /  14 აგვისტო 2026, 20:05 / სანდო წყარო

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია

 ბადრი ვადაჭკორია

ბადრი ვადაჭკორია

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.

ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).

იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2026, 20:42

პოლიტიკა

ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გია ბარამიძემ სეპარატისტებს საბაბი მისცა, სამი ათეული წლის შემდეგ ისტორიის დამახინჯება და ქართველების დადანაშაულება კიდევ ერთხელ სცადონ. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ მასშტაბის მავნებლობის ავტორმა კი აღმოჩნდა, რომ ტყუილის ტირაჟირებას შეგნებულად მოაწერა ხელი.

14 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო

„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული“.

ირაკლი კობახიძე

14 აგვისტო 2026, 20:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება“.

14 აგვისტო 2026, 20:19

პოლიტიკა

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

14 აგვისტო 2026, 19:52

რეგიონი

17-24 აგვისტოს საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით ჩაიკეტება“.

14 აგვისტო 2026, 19:49

სპორტი

პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (J1 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.

გიორგი გამჯაშვილი

14 აგვისტო 2026, 19:44

სპორტი

პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი (J1 -70 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

14 აგვისტო 2026, 19:42

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ დიპლომატებს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან რეგიონის უსაფრთხოებისათვის ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარების საქმეში საქართველოს როლი ხაზგასმით აღნიშნა.

14 აგვისტო 2026, 19:39

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი ყარყარაშვილი

14 აგვისტო 2026, 19:34

პოლიტიკა

გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს: აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე

„გია, შენ არ იცი რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყუილად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? კითხე სხვებსაც ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? ამიტომაცაა რომ ჩემს წიგნში „სამშობლოს ამარა“, აფხაზებს ყველგან მოწინააღმდეგეებად მოვიხსენიებ და არა მტრებად“.

14 აგვისტო 2026, 19:02

რეგიონი

რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, სოსო ალიბეგაშვილი, წარუდგინა

მამუკა მდინარაძემ სოსო ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ლადო სადღობელაშვილი

14 აგვისტო 2026, 18:33

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ეკონომიკური და ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე, არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის რეალური მტერი, ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება

რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოზე დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია და არც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა სურს.

სულხან თამაზაშვილი

14 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გამოცდილების გაზიარებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებაზე.

ალექსანდრ სტუბი

14 აგვისტო 2026, 17:51

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთთან კონტაქტი უნდა დაამყაროს. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

Bloomberg: აშშ მოკავშირეებისგან იდეოლოგიურ ერთგულებას ითხოვს, ვიდრე ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას დაიწყებს

აშშ-ს სურს, გაარკვიოს, რამდენად ერთგულია ნატოს თითოეული მოკავშირე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ, სანამ ალიანსის დაცვისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების შემცირებას დაიწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მარიამ ბერძენიშვილი

14 აგვისტო 2026, 17:30

სამართალი

პროკურორის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს

„მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან“.

14 აგვისტო 2026, 17:27

სამართალი

112-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულან ნიაზბეკოვი, დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია.

14 აგვისტო 2026, 17:19

სამართალი

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა

საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა რომეო მიქაუტაძე. ის სხდომას დისტანციურად პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაერთო. პროკურორის ინფორმაციით, მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა.

14 აგვისტო 2026, 17:16

მსოფლიო

მედია: ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა. დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს

ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.